საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.06.2010
საქმის ნომერი
2კ-560აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.06.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

560აპ-10 29 ივნისი, 2010 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 თებერვლის განაჩენით ვ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ», ,,ე» ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შემცირდა ერთი მესამედით და შეეფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემცირდა ერთი მესამედით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ვ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.

მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 30 აგვისტოდან.

იმავე განაჩენით ი. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ», ,,ე» ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შემცირდა ერთი მესამედით და შეეფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით და იმავე მუხლის მე-5 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემცირდა ერთი მესამედით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ი. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 30 აგვისტოდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ», ,,ე» ქვეპუნქტებით, სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.