საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.10.2010
საქმის ნომერი
2კ-738აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.10.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

¹738აპ-10 13 ოქტომბერი, 2010წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მ. ოშხარელი

მოსამართლეები: დ. სულაქველიძე

გ. შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მაისის განაჩენზე.

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მარტის განაჩენით:

გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 5 წელი და გ. ა-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 6 აგვისტოდან.

ა. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ», ,,გ» ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით _ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 2 წელი და ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ა. თ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 6 აგვისტოდან.

ზ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ», ,,გ» ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. გ. ა-ს, ა. თ-სა და ზ. თ-ს დაზარალებულ დ. ა-ს სასარგებლოდ დაეკისრათ 8500 ლარის სოლიდარულად გადახდა.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მაისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ზ. თ-ს მიმართ დარჩა უცვლელად, კერძოდ:

ზ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ», ,,გ» ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 15 სექტემბრიდან.

სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. გ. ა-ს, ა. თ-სა და ზ. თ-ს დაზარალებულ დ. ა-ს სასარგებლოდ დაეკისრათ 8500 ლარის სოლიდარულად გადახდა.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ ზ. თ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ», ,,გ» ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.