საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 10.02.2011
საქმის ნომერი
2კ-803აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.02.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

803აპ-10 ქ. თბილისი

10 თებერვალი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. კ-სა და მისი დამცველის, ადვოკატ ბ. მ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაAპალატის 2010 წლის 14 ივნისის განაჩენზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 აპრილის განაჩენით მ. კ-ი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და იმავე მუხლის მესამე ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტების საფუძველზე (2006 წლის 25 ივლისის რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, ასევე ჯარიმა _ 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; სსკ-ის 24-ე და იმავე კოდექსის 341-ე მუხლის საფუძველზე (დაზარალებულ ი. ი-ს ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, ასევე ჯარიმა _ 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით; სსკ-ის 24-ე და იმავე კოდექსის 341-ე მუხლის საფუძველზე (დაზარალებულ ჯ. ძ-ს ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, ასევე ჯარიმა _ 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. იმავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1I ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ მ. კ-ს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით, ასევე ჯარიმა _ 11 500 (თერთმეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. მსჯავრდებულ მ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2010 წლის 10 თებერვლიდან.

იმავე განაჩენით ო. ვ-ე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “გ” და იმავე მუხლის მესამე ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტების საფუძველზე (დაზარალებულ ი. ი-სა და ჯ. ძ-ს ეპიზოდი) (2006 წლის 25 ივლისის რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით; სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე (დაზარალებულ ჟ. კ-ს ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით; სსკ-ის 341-ე მუხლის საფუძველზე (დაზარალებულ ჟ. კ-ს ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ასევე ჯარიმა _ 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. იმავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1I ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ო. ვ-ს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით, ასევე ჯარიმა _ 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. მსჯავრდებულ ო. ვ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2009 წლის 31 ივლისიდან.

იმავე განაჩენით მ. დ-ე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და იმავე მუხლის მესამე ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტების საფუძველზე (დაზარალებულ ი. ი-სა და ჯ. ძ-ს ეპიზოდი) (2006 წლის 25 ივლისის რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით; სსკ-ის 341-ე მუხლის საფუძველზე (დაზარალებულ ჯ. ძ-ს ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ასევე ჯარიმა _ 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; სსკ-ის 341-ე მუხლის საფუძველზე (დაზარალებულ ი. ი-ს ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ასევე ჯარიმა _ 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. იმავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1I ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ მ. დ-ს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, ასევე ჯარიმა _ 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით. მსჯავრდებულ მ. დ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2010 წლის 15 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი _ 2009 წლის 4 აგვისტოდან 2009 წლის 18 აგვისტომდე. იმავე განაჩენით გაუქმდა მ. დ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო და დადგინდა, რომ განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში მოეხსნას ყადაღა კ. მ-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების _ მიწის ნაკვეთის, მდებარეს ზონა – ქობულეთი 20, სექტორი _ ქობულეთი 43, კვარტალი სოფელი კვირიკე 04, ნაკვეთი _ 014, ფართობი 4058 _ 20000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილს. იმავე განაჩენით დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სამოქალაქო სარჩელი, რის შედეგადაც მსჯავრდებულებს, იგივე სამოქალაქო მოპასუხეებს _ ო. ვ-სა და მ. დ-ს სოლიდარულად დაეკისრათ სამოქალაქო მოსარჩელის _ ი. ი-ს სასარგებლოდ 201 101 (ორას ერთი ათას ას ერთი) ლარის გადახდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განაჩენით ცვლილება შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 აპრილის განაჩენში, კერძოდ, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორ დ. ჭ-სა და მსჯავრდებულებს _ ო. ვ-სა და მ. დ-ძეს შორის, რომლის თანახმადაც, ო. ვ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მუხლის მესამე ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტების საფუძველზე (დაზარალებულ ი. ი-სა და ჯ. ძ-ს ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით; სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე (დაზარალებულ ჟ. კ-ს ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 341-ე მუხლის საფუძველზე (დაზარალებულ ჟ. კ-ს ეპიზოდი) _ ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობთ. აღნიშნული სასჯელები საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე შეიკრიბა მთლიანად, რის შედეგადაც მსჯავრდებულ ო. ვს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, ასევე ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. ამასთან, დადგინდა, რომ ამ სასჯელიდან მსჯავრდებულმა ო. ვ-მ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით უნდა მოიხადოს შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 (ექვსი) წელი. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულ ო. ვ-ე Dკონტროლი და დახმარება დაევალა პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მასვე აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა პრობაციის ბიუროს თანხმობის გარეშე.

მ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და იმავე მუხლის მესამე ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტების საფუძველზე (დაზარალებულ ი. ი-სა და ჯ. ძ-ს ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ასევე ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; სსკ-ის 341-ე მუხლის საფუძველზე (დაზარალებულ ი. ი-ს ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 341-ე მუხლის საფუძველზე (დაზარალებულ ჯ. ძ-ის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. აღნიშნული სასჯელები საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე შეიკრიბა მთლიანად, რის შედეგადაც მსჯავრდებულ მ. დ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, ასევე ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. ამასთან, დადგინდა, რომ ამ სასჯელიდან მსჯავრდებულმა მ. დ-მ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით უნდა მოიხადოს შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 (ექვსი) წელი. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულ მ. დ-ე Dკონტროლი და დახმარება დაევალა პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მასვე აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა პრობაციის ბიუროს თანხმობის გარეშე. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში მათ შორის მსჯავრდებულ მ. კ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ. კ-სა და მისი დამცველის, ადვოკატ ბ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ მ. კ-ს მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და იმავე მუხლის მესამე ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით, ხოლო დაზარალებულ ი. ი-სა და ასევე დაზარალებულ ჯ. ძ-ს ეპიზოდებში _ საქართველოს სსკ-ის 24-ე და იმავე კოდექსის 341-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. კ-სა და მისი დამცველის, ადვოკატ ბ. მ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაAპალატის 2010 წლის 14 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.