დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 12.12.2017
საქმის ნომერი
ბს-760-756(კ-17)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.12.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-760-756(კ-17)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

საქმეNბს-760-756(კ-17) 12 დეკემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სს „…“ (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ნ-ი (მოსარჩელე)

მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ნ-მა 2015 წლის 2 აპრილს სარჩელი აღძრა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის 03.02.2015 წლის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ N...-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის 06.03.2015 წლის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N...-04 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.03.2015 წლის N61073 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 2007 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილების (განცხადების რეგისტრაციის N...) ნაწილობრივ ბათილად ცნობა - 162 კვ.მ ფართის ნაწილში.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 მაისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს „...“.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-მა.

2017 წლის 11 მაისს ნ. ნ-ის მიერ სააპელაციო ეტაპზე დაზუსტდა მოთხოვნა, კერძოდ, აპელანტმა მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 03.02.2015 წელს მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ N...-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 06.03.2015 წელს მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N...-04 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სს ,,...“ სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების (განაცხადის რეგისტრაციის N..., 23.08.2007წ. მიწის ნაკვეთის ს/კ 51.01.10.525) ბათილად ცნობა; ასევე მოითხოვა - სარეგისტრაციო ობიექტთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყველა შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, კერძოდ, გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებები: N...-03 (29.09.2009წ.) ს/კ ...; N... (22.01.2015წ.) ს/კ ...; N... (29.10.2015წ.) ს/კ ...; N... (10.11.2015წ.) ს/კ. ...; 162 კვ/მ მიწის ნაკვეთის ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.03.2015 წლის N61073 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ნ. ნ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის დავალება, - განახორციელოს ნ. ნ-ის 29.01.2015 წლის N... განცხადებაზე საქმის წარმოების განახლება და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით აპელანტ ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ნ-ის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, 162 კვ/მ ფართის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის 23.08.2008 წლის გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, (განაცხადის რეგისტრაციის N..., მიწის ნაკვეთის ს/კ ...;) ასევე ბათილად იქნა ცნობილი ამავე სარეგისტრაციო ობიექტთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყველა შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე, კერძოდ: გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებები: N...-03 (29.09.2009წ.) ს/კ ...; N... (22.01.2015წ.) ს/კ ...; N...-03 (29.10.2015წ) ს/კ ...; N...-03 (10.11.2015წ.) ს/კ ...; 162 კვ/მ მიწის ნაკვეთის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.03.2015 წლის N61073 გადაწყვეტილება ნ. ნ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ნ. ნ-ის განცხადებაზე საქმის წარმოების განახლება და კანონის მოთხოვნათა დაცვით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. სასამართლოს მიერ რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ნაწილში მოსარჩელეს ეთქვა უარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს ,,....“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი სს „...“ საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სს ,,...“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია განახორციელა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, სათანადო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. საჯარო რეესტრის მიერ წარმოდგენილი მასალებით, დგინდება, რომ ნ. ნ-ის მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არ წარუდგენია რაიმე დოკუმენტი, რომ სადავო ნივთი, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში.

კასატორი აღნიშნავს, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად დასაბუთებული და არგუმენტირებულია და ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393 - 394-ე მუხლების შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით არ დაკმაყოფილდეს ნ. ნ-ის სარჩელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სს ,,...“ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,...“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩვარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ. ნ-მა 2005 წლის 10 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება N1/1428 საფუძველზე, სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების გურჯაანის სამმართველოსგან შეიძინა ქ. გურჯაანში, ... ქ. N9- ში მდებარე უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი 162 კვ.მ, მასზე განთავსებული 132.5 კვ/მ შენობა ნაგებობით (საქვაბეს ძველი შენობა) და გაიცა საკუთრების მოწმობა N16/8-ა. აღნიშნული ქონების რეგისტრაციის მოთხოვნით 2015 წლის 29 იანვარს ნ. ნ-მა N... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 3 თებერვლის N...-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო მასალები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს. ნ. ნ-ის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზი იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, (საკადასტრო კოდი ...), რომელიც რეგისტრირებულია სს „...“ სახელზე.

საქმეში არსებული მასალების გამოკვლევის შემდეგ, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ წარმოდგენილი ვერ იქნა ის სამართლებრივი საფუძველი, რაც გახდა ქ. გურჯაანში, ... ქ. N9-ში მდებარე უძრავი ქონების, 162 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობის სს ,,...“ სახელზე რეგისტრაციის საფუძველი, შესაბამისად, დგინდება, რომ გადაწყვეტილება რეგისტრაციის თაობაზე მიღებულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით და 162 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში ექვემდებარება ბათილად ცნობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე, თუმცა სს ,,...“ მიერ მის სახელზე უძრავი ქონების აღრიცხვის მოთხოვნის რეესტრში განაცხადის წარდგენა, არ გულისხმობს მის უპირობო დაკმაყოფილებას, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც, განხორციელდა სს ,,...“ სახელზე გურჯაანში, ... ქ. N9-ში მდებარე უძრავი ქონების, 162 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობის რეგისტრაცია. ამასთან, ნ. ნ-ი 10.06.2005 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის პირობებში, აკმაყოფილებს როგორც ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონით, ასევე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დაინტერესებული პირის სტატუსის მოთხოვნებს, რომელიც მოთხოვნილ უძრავ ნივთს ფლობს სამართლებრივი საფუძვლით და წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელს.

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას. ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს ,,...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - სს ,,...“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 09.08.2017წ. №3718 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -300 (სამასი) ლარის 70% - 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

 

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

 

ნ. სხირტლაძე

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="4fnsNtzFYftSitdqiOPIaZ0g6l8dNvXGF21Vg0no";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize