საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.01.2011
საქმის ნომერი
2კ-1011აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.01.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

¹1011აპ-10 11 იანვარი, 2011წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ.Kკ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. Nნ-ის, მსჯავრდებულ გ.Fფ-სა და მსჯავრდებულ თ. G-გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ო-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 25 აგვისტოს განაჩენზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 მაისის განაჩენით:

მ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, 389-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით _ უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად მ.Kკ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 27 იანვრიდან.

თ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით _ უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად თ. გ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 14 თებერვლიდან.

გ. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 27 იანვრიდან.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 25 აგვისტოს განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ. Kკ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ.Nნ-ის, მსჯავრდებულ გ.Fფ-სა და მსჯავრდებულ თ.Gგ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ო-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ მ. Kკ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით, 389-ე მუხლის პირველი ნაწილით, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, მსჯავრდებულ გ. Fფ-ის მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო მსჯავრდებულ თ.Gგ-ის მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ.Kკ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. Nნ-ის, მსჯავრდებულ გ. Fფ-სა და მსჯავრდებულ თ.Gგ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ო-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 25 აგვისტოს განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.