საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
¹1047აპ-10 ქ. თბილისი
18 იანვარი, 2011 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაAპალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 აპრილის განაჩენით გ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეოთხე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე (დაზარალებულ ქ. ს-ის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; სსკ-ის 180-ე მუხლის მეოთხე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე (დაზარალებულ ქ. ა-ის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; სსკ-ის 180-ე მუხლის მეოთხე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე (დაზარალებულ ნ. ფ-ას ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; სსკ-ის 180-ე მუხლის მეოთხე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე (დაზარალებულ ლ. მ-ის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. აღნიშნული სასჯელები საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1I ნაწილის შესაბამისად შეიკრიბა ნაწილობრივ, რის შედეგადაც მსჯავრდებულ გ. ა-ეს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით. მსჯავრდებულ გ. ა-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2009 წლის 12 აგვისტოდან. იმავე განაჩენით მთლიანად დაკმაყოფილდა დაზარალებულების _ ქ. ს-ისა და ქ. ა-ის სამოქალაქო სარჩელები, რის შედეგადაც მსჯავრდებულ გ. ა-ეს ქ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 (ათასი) აშშ დოლარისა და 2250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდა, ხოლო დაზარალებულ ქ. ა-ის სასარგებლოდ _ 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 აპრილის განაჩენი გ. ა-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული მსჯავრდების თითოეულ ეპიზოდში წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეოთხე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაAპალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.