არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');
საქმე N:ბს-25-25(კ-18)
@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}
(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
-->
საქართველოს უზენაესი სასამართლო
მთავარი (current)
სასამართლოს შესახებ
შენობის ისტორია
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
სტატისტიკა
გადაწყვეტილებები
სიახლეები
ანალიტიკა
გამოცემები
უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)
ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"
უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი
სხდომის განრიგი
კონტაქტი
#modalBody{
text-align: justify;
p{
text-align: justify;
}
}
}
A
A
N330310017001869020
საქმე Nბს-25-25(კ-18) 24 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.07.2017წ. N3/2356-17 განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში ლ. ლ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, ასევე ლ. ლ-ის შუამდგომლობა, განსახილველ საქმესთან დაკავშირებით შსს ფოთის საქალაქო სამმართველოდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გამოთხოვის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.07.2017წ. განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ლ-ის სარჩელი, მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დაუსაბუთებელი და კორუფციული გარიგებით მიღებული შეკვეთილი სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის გამო სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის ზიანის სახით 10 000 ლარის დაკისრება, ასევე მოპასუხისათვის მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, 2010-2017 წლების განმავლობაში (სამსახურიდან გათავისუფლებიდან) პროფესიულ სამუშაოზე არყოფნის გამო 64 800 ლარის დაკისრება, თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.07.2017წ. განჩინებით, ლ. ლ-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, 2010-2017 წლების განმავლობაში (სამსახურიდან გათავისუფლებიდან) პროფესიულ სამუშაოზე არყოფნის გამო 64 800 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.07.2017წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ. ლ-ის სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილი იყო დაუსაბუთებელი და კორუფციული გარიგებით მიღებული შეკვეთილი სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის გამო სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის 10 000 ლარის დაკისრება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ლ. ლ-ემ. აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.07.2017წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2017წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ლ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.07.2017წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2017წ. განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ლ-ემ. კასატორმა მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, ასევე სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სასარჩელო მოთხოვნის ნაწილის განსჯადობით გადაგზავნის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 19.07.2017წ. N3/2356-17 განჩინების გაუქმება. ამასთანავე, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში ლ. ლ-ემ იშუამდგომლა შსს ფოთის საქალაქო სამმართველოდან 23.03.2011წ. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გამოთხოვის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა შსს ფოთის საქალაქო სამმართველოდან 23.03.2011წ. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გამოთხოვის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს, სსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მის პროცესუალურ კომპეტენციაში შედის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება სამართლებრივი თვალსაზრისით. საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი მოიპოვოს და საქმეზე შეაგროვოს ახალი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ. ლ-ის შუამდგომლობა მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სასარჩელო მოთხოვნის ნაწილის განსჯადობით გადაგზავნის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 19.07.2017წ. N3/2356-17 განჩინების გაუქმების შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 391.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრით მხარეებმა შეიძლება გაასაჩივრონ მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს ან უცვლელად დატოვოს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), ამასთანავე, სსკ-ის 404.2 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შესაძლოა აგრეთვე იყოს სააპელაციო სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას. ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს აქტების კანონიერება-დასაბუთებულობაზე და არა აქვს მინიჭებული კომპეტენცია გადასინჯოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების, თუ წინმსწრები განჩინებების კანონიერება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სასარჩელო მოთხოვნის ნაწილის განსჯადობით გადაგზავნის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 19.07.2017წ. N3/2356-17 განჩინების გაუქმების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 396-ე, 399-ე, 404-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს კასატორ ლ. ლ-ის შუამდგომლობა შსს ფოთის საქალაქო სამმართველოდან 23.03.2011წ. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გამოთხოვის თაობაზე;
2. განუხილველად დარჩეს ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სასარჩელო მოთხოვნის ნაწილის განსჯადობით გადაგზავნის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 19.07.2017წ. N3/2356-17 განჩინების გაუქმების ნაწილში;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი
+(995 32) 299 01 64
info@supremecourt.ge
facebook.com/SupremeCourtOfGeorgia
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
გადაწყვეტილებები
სტატისტიკა
შენობის ისტორია
სიახლეები
ანალიტიკა
ბიბლიოთეკა
სხდომის განრიგი
კონტაქტი
© 2022 Copyright:
supremecourt.ge
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})
var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length
');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="5NMnv78FV3wO5zAlYxXHeImAwoUpIOdrwtpWKwVj";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})
$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i
დახურვა
function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize