გაუქმდა და დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');
საქმე N:ბს-859-855(კ-17)
@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}
(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
-->
საქართველოს უზენაესი სასამართლო
მთავარი (current)
სასამართლოს შესახებ
შენობის ისტორია
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
სტატისტიკა
გადაწყვეტილებები
სიახლეები
ანალიტიკა
გამოცემები
უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)
ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"
უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი
სხდომის განრიგი
კონტაქტი
#modalBody{
text-align: justify;
p{
text-align: justify;
}
}
}
A
A
საქმე Nბს-859-855(კ-17) 5 ივნისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით
კასატორი - ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ტ. ჯ-ე (მოსარჩელე)
მესამე პირი - შპს „..."
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ტ. ჯ-ემ 2016 წლის 25 ნოემბერს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 27 სექტემბრის N2 საოქმო გადაწყვეტილებისა და ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 16 იანვრის N42 ოქმის N209 გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე გაცემული N5791 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე“ 2016 წლის 26 ოქტომბრის N11-03/11 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა და დაბა ჩაქვში მდებარე 0.259 ჰა სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა. საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და საკუთრების უფლების მოწმობის წარდგენის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელდა ტ. ჯ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ს/კ ...). ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 1 ივნისის N7 ოქმის N 10 გადაწყვეტილებით გაუქმდა საკუთრების უფლების მოწმობა იმ საფუძვლით, რომ არ დგინდებოდა ტ. ჯ-ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ არაერთი სასამართლო დავის და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიუხედავად, ბოლოს, 2016 წლის 26 ოქტომბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მიიღო განკარგულება N11-03/01 ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 16 იანვრის N4 ოქმისა N209 საოქმო გადაწყვეტილების და მის საფუძველზე გაცემული N5791 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ. განკარგულების დასაბუთებაში მითითებულია, რომ კომისიამ მას შემდეგ რაც განახორციელა მიწის ნაკვეთის დათვალიერება, ვერ დაადგინა მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის სარგებლობისა და თვითნებურად დაკავების ფაქტი. ინდივიდუალურ ადმინსტრაციულ - სამართლებრივ აქტში დაფიქსირებულია, რომ დატენიანებულ (დაჭაობებულ) ადგილას არ შეიძლება ითესებოდეს სიმინდი, მიწის ნაკვეთზე გამავალი სადრენაჟო არხის არსებობა ადასტურებს, რომ მიწის ნაკვეთი არის ტენიანი, შესაბამისად, შეუძლებელია მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის მიერ სიმინდის მოსავლის მოყვანა და ამ ფორმით თვითნებურად დაკავების დადასტურება.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ეს განმარტება არ შეესაბამება სიმართლეს და წინა სასამართლო სხდომებზეც სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენილი იყო ფოტოები, საიდანაც ნათლად დგინდება, რომ სწორედ სადავო მიწის ნაკვეთში დათესილი იყო და ხარობდა სიმინდი. ტ. ჯ-ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და დამუშავების ფაქტს ასევე ადასტურებენ მოწმეები. სადავო განკარგულებაში კომისია უთითებს, რომ ხის ნარგავები, რომლებიც აღმოცენებულია სადავო მიწის ნაკვეთზე, ბუნებრივად არის ამოსული და მათი წლოვანება სავარაუდოდ 7 წელს უნდა ითვლიდეს, ამდენად ცხადი ხდება, რომ საკუთრების აღიარების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება რაღაც აბსტრაქტულ და ბუნდოვან გარემოებებზე დაყრდნობით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 იანვრის განჩინებით, საქმეზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე - 16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს ,,...“.
მესამე პირის - შპს ,,...“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონება 2012 წლის 18 ოქტომბრის ურთიერთგადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან. აღნიშნული ხელშეკრულების წინაპირობას წარმოადგენდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2012 წლის 16 ოქტომბრის N188 განკარგულება, რომლითაც სადავო მიწის ნაკვეთი აღირიცხა სახელმწიფო საკუთრებად, შესაბამისად მიიჩნია, რომ სარჩელი იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ტ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 27 სექტემბრის N2 საოქმო გადაწყვეტილება და 2016 წლის 26 ოქტომბრის N11-03/11 განკარგულება ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 16 იანვრის N42 ოქმის N209 გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე გაცემული N5791 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე“; მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ტ. ჯ-ის საკუთრების უფლების მოწმობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
სასამართლომ საქმეზე დაგდენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა ის, რომ საქმეზე მტკიცებულების სახით დართული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ დასრულებული არ ყოფილა ის ადმინისტრაციული წარმოება, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით იქნა კომისიისათვის დავალებული და კომისიას დაევალა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. კერძოდ, საკუთრების აღიარების კომისიას ზუსტად უნდა განესაზღვრა და გაეანალიზებინა კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, რაც დაკავშირებული იყო ტ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარების სასარგებლო ან საწინააღმდეგო კონკრეტულ ფაქტორებთან. კერძოდ, კომისიას უნდა შეესწავლა და გამოეკვლია მიწის ნაკვეთზე ტ. ჯ-ის მიერ ფლობისა და სარგებლობის თაობაზე, სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია, რამდენადაც კომისიის გადაწყვეტილებაში მითითებული დასკვნა, რომ ტ. ჯ-ეს კომისიაში არ ჰქონდა წარდგენილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმეთა ჩვენებები, აშკარა წინააღმდეგობაში იყო მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებთან. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მოეხდინა უფლებააღიარებული უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერება, უნდა დაედგინა მიწის ნაკვეთის ზუსტი საკადასტრო მონაცემები და ადგილმდებარეობა, მიწის ნაკვეთის ოდენობა, გამოეთხოვა სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან შესაბამისი ინფორმაცია, მოწმის სახით უნდა დაეკითხა მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები, საჭიროების შემთხვევაში უნდა ყოფილიყო გამოყენებული სპეციალისტის დასკვნები, რათა სარწმუნოდ დადგენილიყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რამდენადაც აღნიშნული განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქმეზე კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანა. აღნიშნულის ნაცვლად, კომისიამ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთზე არ დგინდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, რადგან ხის ნარგავები ბუნებრივად არის ამოსული, ხოლო მიწის ნაკვეთი არის დაჭაობებული და მასზე სიმინდის მოყვანა შეუძლებელია, რაც სასამართლოს შეფასებით მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული არ შეიძლება გაზიარებული იქნეს, რამდენადაც ასეთი სამართლებრივი დასკვნა წინააღმდეგობაშია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ წესთან და ამავე კანონის მიზნებთან.
ამდენად, სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია, არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად და რაც მთავარია, სწორედ ეს გარემოებები წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კანონიერების გადასინჯვისა და სათანადო შეფასების საფუძვლებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ კომისიას ზემოთ დასახელებულ გარემოებათა ფაქტობრივი და სამართლებრივი ანალიზი უნდა მოეხდინა და ისე უნდა მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. მოპასუხე მხარის მიერ ვერც სასამართლოს სხდომაზე ვერ იქნა დასაბუთებული მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აქტის გამოცემა განხორციელდა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები ვერ იქნა მიჩნეული უტყუარად, რათა სასამართლოს მიეღო გადაწყვეტილება სადავო საკითხთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლიც თანახმადაც, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. ამ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული კომისიის 2016 წლის 27 სექტემბრის N2 საოქმო გადაწყვეტილება და 2016 წლის 26 ოქტომბრის N11- 03/11 განკარგულება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბერის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის“ მოთხოვნების დარღვევით იყო მიღებული.
სასამართლომ აქვე დამატებით აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შესაძლებლობის და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით. სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 27 სექტემბრის N2 საოქმო გადაწყვეტილება და 2016 წლის 26 ოქტომბრის N11-03/11 განკარგულება ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 16 იანვრის N42 ოქმის N209 გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე გაცემული N5791 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე“ და მოპასუხე მხარეს - ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაევალოს გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მათზე მითითებით განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლო შებოჭილია სააპელაციო საჩივრის ფარგლებით და მოკლებულია შესაძლებლობას, რომ არსებითად გადაწყვიტოს სარჩელის ბედი მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ, რადგან აპელანტის საუარესოდ საქმის შედეგის შებრუნება დაუშვებელია. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და სათანადო შეფასების გარეშეა გამოცემული. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები. გაითვალისწინოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების მითითებები, რაც სავალდებულოა შესასრულებლად.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ქობულეთის მუნისციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 27 სექტემბრის N2 საოქმო გადაწყვეტილებით და 2016 წლის 26 ოქტომბერს მიღებული N11-03/01 განკარგულებით ირკვევა, რომ კომისიამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 16 იანვრის N42 ოქმის N209 გადაწყვეტილება და მის საფუძველზე ტ. ჯ-ეზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა N5791 ბათილად ცნო იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი. მიწის ნაკვეთზე გაჭრილი იყო გაურკვეველი წარმომავლობის გრუნტის ზედაპირული წყლების სადრენაჟო (საწრეტი) არხი. რ. ჯ-ის (ტ. ჯ-ის მამა) განცხადებით, არხი სადავო მიწის ნაკვეთის მიჯნაზე გაცილებით ადრე არსებობდა. ამასთან, სადავო მიწის ნაკვეთზე, დღეის მდგომარეობით ახალი სადრენაჟო არხია გაჭრილი, თუმცა მიწის ნაკვეთი მაინც დაჭაობებულია, რაც გამოუსადეგარს ხდის მას სიმინდის მოსაყვანად. ასევე კომისიამ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სადავო ტერიტორიაზე არსებული ხის ნარგავები ბუნებრივად იყო ამოსული, რაც გამორიცხავდა მიწაზე ტ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარებას. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა ის, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ დასრულებული არ ყოფილა ის ადმინისტრაციული წარმოება, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით იქნა კომისიისათვის დავალებული და კომისიას დაევალა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით. კერძოდ, საკუთრების აღიარების კომისიას ზუსტად უნდა განესაზღვრა და გაეანალიზებინა კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, რაც დაკავშირებული იყო ტ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარების სასარგებლო ან საწინააღმდეგო კონკრეტულ ფაქტორებთან. კერძოდ, კომისიას უნდა შეესწავლა და გამოეკვლია მიწის ნაკვეთზე ტ. ჯ-ის მფლობელობისა და სარგებლობის ფაქტი. კომისიის გადაწყვეტილებაში მითითებული დასკვნა, რომ ტ. ჯ-ეს კომისიაში არ ჰქონდა წარდგენილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმეთა ჩვენებები, აშკარა წინააღმდეგობაში იყო მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებთან. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მოეხდინა უფლებააღიარებული უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერება, უნდა დაედგინა მიწის ნაკვეთის ზუსტი საკადასტრო მონაცემები და ადგილმდებარეობა, მიწის ნაკვეთის ოდენობა, გამოეთხოვა სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან შესაბამისი ინფორმაცია, მოწმის სახით უნდა დაეკითხა მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები, საჭიროების შემთხვევაში უნდა ყოფილიყო გამოყენებული სპეციალისტის დასკვნები, რათა სარწმუნოდ დადგენილიყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რამდენადაც აღნიშნული განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქმეზე კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანა. აღნიშნულის ნაცვლად, კომისიამ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ არ დგინდებოდა მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი, რადგან ხის ნარგავები ბუნებრივად იყო ამოსული, ხოლო მიწის ნაკვეთი იყო დაჭაობებული, რაც შეუძლებელს ხდიდა მასზე სიმინდის მოყვანას. სასამართლოს აზრით, ასეთი დასაბუთება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და არ შეიძლება გაზიარებული იქნეს, რამდენადაც ასეთი სამართლებრივი დასკვნა წინააღმდეგობაშია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ წესსა და ამავე კანონის მიზნებთან.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. კასატორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა საქმის სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად. კომისიის მიერ შესწავლილ იქნა სადავო მიწის ნაკვეთი როგორც ადგილზე გასვლით, ასევე ექსპერტის შეფასების შესაბამისად, რისი გათვალისწინებითაც კომისიამ სადავო მიწის ნაკვეთზე ვერ დაადგინა მოწინააღმდეგე მხარის მიერ თვითნებურად დაკავენის ფაქტი. კომისიის მიერ შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ არანაირი ხეხილის ბაღის არსებობის კვალი არ აღმოჩნდა. მოწინააღმდეგე მხარე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დასადასტურებლად მიუთითებს, მის მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე სიმინდის მოსავლის დათესვით, მოყვანით და მისი აღებით, რაც აბსურდია, ვინაიდან შესაბამისი დასკვნით, დადასტურებულია, რომ სადავო ტერიტორია არის დაჭაობებული და შეუძლებელია სიმინდი ხარობდეს ჭაობიან ნიადაგზე. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები კომისიის მიერ შესწავლილი იქნა საფუძვლიანად რომელიც გამორიცხავს მოწინააღმდეგე მხარის სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების არსებობას, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა და დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გაუქმდეს.
კასატორის განმარტებით, ტერიტორიის დაჭაობების შესახებ წარმოდგენილია შესაბამისი მტკიცებულება, რომლითაც ასევე დადასტურებულია, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ბუნებრივად არის ამოსული და გამრავლებული მურყანი და ხეხილის ბაღის არსებობა არ დასტურდება, ასევე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, მოწინააღმდეგე მხარის - ტ. ჯ-ის მამის რ. ჯ-ესთან გასაუბრებით დადგინდა, რომ ნიადაგი იმდენად დაჭაობებულია, სადრენაჟე არხი დამატებით იქნა გაჭრილი რათა მომხდარიყო ჭაობიანი ტერიტორიის ამოშრობა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვს გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ტ. ჯ-ეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრი საფუძვლიანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, რამდენადაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განჩინებით ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ისეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის გამოცემის შესაძლებლობაც მოცემულ დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის პირობებში ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 27 სექტემბრის N2 საოქმო გადაწყვეტილებისა და ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 16 იანვრის N42 ოქმის N209 გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე გაცემული N5791 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე“ 2016 წლის 26 ოქტომბრის N11-03/11 განკარგულების ბათილად ცნობა.
საქმეზე დადგენილია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 16 იანვრის (სხდომის №42 ოქმის №209) გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა მოსარჩელე ტ. ჯ-ის საკუთრების უფლება ქობულეთი, დაბა ..., ... ქუჩის მიმდებარედ, თვითნებურად დაკავებულ 0.259 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, 2008 წლის 16 იანვარს ტ. ჯ-ის სახელზე გაცემულ იქნა საკუთრების უფლების მოწმობა N5791 და აღნიშნული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა ტ. ჯ-ის სახელზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N...).
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 1 ივნისის №7 ოქმის №10 გადაწყვეტილებით გაუქმებულ იქნა ტ. ჯ-ის საკუთრების უფლება და 2008 წლის 16 იანვრის №5791 საკუთრების უფლების მოწმობა, იმ საფუძვლით, რომ არ დგინდებოდა ტ. ჯ-ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2009 წლის 1 ივნისის №7 ოქმის №10 გადაწყვეტილება ტ. ჯ-ის მიერ გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 ნოემბრის (საქმე №3-309/09) გადაწყვეტილებით, ტ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის №2009 წლის 1 ივნისის №7 ოქმის №10 საოქმო გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და განხილვის შემდეგ გამოეცა, ახალი ადმინისტრაციული აქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2012 წლის 16 ოქტომბრის №188 განკარგულების საფუძველზე, ტ. ჯ-ის სარგებლობაში არსებული 0.259 ჰა მიწის ნაკვეთი, სახელმწიფო საკუთრებაში იქნა აღრიცხული და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2012 წლის 18 ოქტომბრის ხელშეკრულებით უძრავი ქონების ურთიერთგადაცემის გზით გადაეცა შპს ,,...“ საკუთრებაში (ააიპ ... 100% წილი).
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში 2009 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, კომისიის მიერ 2014 წლის 7 მაისს მიღებულ იქნა №4 ოქმის №14 გადაწყვეტილება, რომლითაც კვლავ ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 16 იანვრის სხდომის №42 ოქმის №209 გადაწყვეტილება და გაუქმდა ტ. ჯ-ეზე ქობულეთში, დაბა ..., ... ქუჩის მიმდებარედ 2590 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გაცემული №5791 საკუთრების უფლების მოწმობა, იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის სარგებლობა, ტ. ჯ-ეს კომისიისათვის არ ჰქონდა წარდგენილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმეთა ჩვენებები.
ტ. ჯ-ემ 2014 წლის 6 ივნისს სარჩელი აღძრა სასამართლოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 7 მაისის №4 ოქმის №14 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ტ. ჯ-ის ნაწილში და კომისიის 2014 წლის 7 მაისის №4 ოქმის №14 გადაწყვეტილების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურში განხორციელებული ჩანაწერების გაუქმება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N3-170/14), ტ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2014 წლის 07 მაისის №4 ოქმის №14 საოქმო გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და განხილვის შემდეგ გამოეცა ახალი ადმინისტრაციული აქტი, კომისიის 2008 წლის 16 იანვრის №42 სხდომის №209 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით ტ. ჯ-ის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 3 ივლისის №7 ოქმის №2 გადაწყვეტილების თანახმად, კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და განიხილა საკითხი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი, ტ. ჯ-ის სასარგებლოდ კომისიის 2008 წლის 16 იანვრის საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, 2014 წლის 7 მაისის №4 ოქმის № 14 გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით.
კომისიის 2015 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით ტ. ჯ-ეს უარი ეთქვა ამავე კომისიის 2014 წლის 7 მაისის №4 ოქმის №14 გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე, იმ არგუმენტაციით, რომ არ დგინდებოდა დაინტერესებული პირის სამართლებრივი კავშირი უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთთან, 2008 წელს ტ. ჯ-ის მიერ კომისიისათვის წარდგენილ განცხადებას არ ერთვოდა, არც მართლზომიერი მფლობელობის და არც თვითნებური დაკავების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ტ. ჯ-ემ 2015 წლის 8 ოქტომბერს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 3 ივლისის №7 ოქმის №2 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე N3-624/15), ტ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 03 ივლისის №7 ოქმის №2 გადაწყვეტილება და კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, (გადაწყვეტილება) კომისიის 2008 წლის 16 იანვრის №42 ოქმის №209 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით, ტ. ჯ-ის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 27 სექტემბრის N2 საოქმო გადაწყვეტილების თანახმად, კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, განიხილა საკითხი და კვლავ ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 16 იანვრის N42 ოქმის N209 გადაწყვეტილება და მის საფუძველზე ტ. ჯ-ეზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა N5791, იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთზე არ დგინდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კერძოდ, მიწის ნაკვეთზე გაჭრილია გრუნტის ზედაპირული წყლების სადრენაჟო (საწრეტი) არხი, რომლის წარმომავლობა დაუდგენელია, თუმცა რ. ჯ-ის (ტ. ჯ-ის მამა) განცხადებით, არხი სადავო მიწის ნაკვეთის მიჯნაზე გაცილებით ადრე არსებობდა, ვიდრე თვითონ დაეუფლებოდა აღნიშნულ ტერიტორიას და დაიწყებდა სიმინდის მოყვანას. ამასთან, სადავო მიწის ნაკვეთზე, დღეის მდგომარეობით ახალი სადრენაჟო არხიც არის გაჭრილი, თუმცა მიწის ნაკვეთი მაინც დაჭაობებულია, რაც მიუღებელს ხდის მსგავს ჭაობიან ადგილებში სიმინდის მოყვანის შესაძლებლობას. კომისიამ ასევე გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სადავო ტერიტორიაზე არსებული ხის ნარგავები ბუნებრივად არის ამოსული. შესაბამისად, კომისიის მიერ 2016 წლის 26 ოქტომბერს მიღებულ იქნა N11-03/01 განკარგულება ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 16 იანვრის N42 ოქმის N209 გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე გაცემული N5791 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე“.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიჩნევს, რომ როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ისე სასამართლო ფორმალურად მიუდგა სადავო საკითხს და შემოიფარგლა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ კომისიას უნდა შეესწავლა და გამოეკვლია მიწის ნაკვეთზე ტ. ჯ-ის მფლობელობისა და სარგებლობის ფაქტი, სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა რამდენად შესაძლებელი იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახალი განხილვისას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება და იმ შემთხვევაში თუ კომისია დაადგენდა, რომ სახეზე იყო 2007 წლამდე მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, როგორ განხორციელდებოდა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა.
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად (2008 წლის იანვრის მდგომარეობით), თვითნებურად დაკავებულ მიწად ითვლებოდა ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ იყო განკარგული. საქმეზე დადგენილია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2012 წლის 16 ოქტომბრის №188 განკარგულების საფუძველზე, ტ. ჯ-ის სარგებლობაში არსებული 0.259 ჰა მიწის ნაკვეთი, სახელმწიფო საკუთრებაში იქნა აღრიცხული და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2012 წლის 18 ოქტომბრის ხელშეკრულებით უძრავი ქონების ურთიერთგადაცემის გზით გადაეცა შპს ,,...“ საკუთრებაში (ააიპ … 100% წილი), ასევე დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთის ნაწილზე გადის გზა, რომელიც ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ,,ფ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ექცევა განსაკუთრებული რეგულირების სფეროში, რაც შეუძლებელს ხდის განხორციელდეს აღნიშნული მიწის ნაკვეთის აღიარებადა გადაეცეს ტ. ჯ-ეს საკუთრების უფლებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხოლოდ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უფლებააღიარებული უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერება, მიწის ნაკვეთის ზუსტი საკადასტრო მონაცემები და ადგილმდებარეობის დადგენა, მიწის ნაკვეთის ოდენობა, სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა, მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების მოწმის სახით დაკითხვა, საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტის დასკვნების გამოყენება ვერ იქნება საქმეზე შედეგის მომტანი, იმის გათვალისწინებით, რომ მიწის ნაკვეთის ნაწილი გამოიყენება საზოგადოებრივი საჭიროებისათვის (გზა) და ნაწილი - წარმოადგენს შპს ,,...ის" საკუთრებას, შესაბამისად, საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შემთხვევაშიც კი ზემოაღნიშნული გარემოება გამორიცხავს კომისიისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესაძლებლობას, ტ. ჯ-ის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ გამოიკვლია და არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რამდენად არის შესაძლებელი განხორციელდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი, ტ. ჯ-ის მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობა. სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა, ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის ხელახალი განხილვის დავალებით, მოსარჩელისათვის რამდენად არსებობს მიღწევადი და სასურველი შედეგის დადგომის ალბათობა, ვინაიდან, მიწის ნაკვეთი, რომელთან დაკავშირებითაც სააპელაციო სასამართლომ დაავალა აღიარების კომისიას საკითხის სათანადო შესწავლა, არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. სააპელაციო პალატამ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა იმსჯელოს რამდენად შესაძლებელია მოსარჩელის იურიდიული ინტერესის მიღწევა წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, იმის გათვალისწინებით, რომ ძალაშია და არ არის სადავოდ გამხდარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2012 წლის 16 ოქტომბრის №188 განკარგულება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს ,,...“ შორის 2012 წლის 18 ოქტომბერს დადებული უძრავი ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულება.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ტ. ჯ-ე 2009 წლიდან დაწყებული სასამართლო დავის მთელი ხანგრძლივობის მანძილზე მოითხოვდა საკუთრების უფლების აღდგენას, ამდენად, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მოსარჩელის მოთხოვნის მიზანი, სარჩელის შინაარსი, ის სამართლებრივი შედეგი, რისი დადგომაც სურდა მას და სასამართლოს, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის საფუძველზე მოსარჩელისათვის უნდა მიეცა სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირების შესაძლებლობა და დავის საგნის დაზუსტების შემდეგ, ემსჯელა როგორც გასაჩივრებული აქტების კანონიერების, ისე ტ. ჯ-ის რეალურად მიღწევადი და აღსრულებადი უფლების შესახებ. ამდენად, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო, რომ მოსარჩელის მიერ ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნა არ შეესაბამებოდა სარჩელის შინაარსსა და მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს - რა უფლების მოპოვებისთვისაც მიმართა მან სასამართლოს და რა იყო მისი ინტერესი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლზე და განმარტავს, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თუმცა არ არის შეზღუდული მოთხოვნის ფორმულირებით და შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. მოსამართლე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას – მიზანშეწონილი და შესაძლებელია თუ არა სარჩელის ტრანსფორმირება, რაც მოთხოვნის არა გაზრდად, არამედ დაზუსტებად უნდა ჩაითვალოს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის ტრანსფორმირება არის ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობისა და დისპოზიციურობის პრინციპების შეჯერების ერთ-ერთი გამოხატულება. ერთი მხრივ, ადმინისტრაციული პროცესი გულისხმობს სასამართლოს აქტიურობას, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლო, მიუხედავად მისი აქტიური როლისა, უფლებამოსილი არ არის, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათისა და სარჩელის ტრანსფორმირების შესაძლებლობისა, სასამართლოები შეზღუდული არიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე და მე-3 მუხლების მოქმედებით, რომელთა მიხედვითაც, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს მხარეებს ის, რაც არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. მაშინ როდესაც მხარე პროცესუალურად სწორად ვერ აყალიბებს თავის მოთხოვნას პროცესის ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსამართლემ სარჩელის ტრანსფორმირებისას სწორად უნდა დაადგინოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი – რა უფლების დასაცავად მიმართა მან სასამართლოს და რა არის მისი საბოლოო ინტერესი. პროცესუალური უფლებები და მატერიალური მოთხოვნები არ უნდა იქნეს უარყოფილი, იმის გამო რომ სასარჩელო მოთხოვნა ვერ იქნა ჩამოყალიბებული, შესაბამისად, მოსამართლეს შეუძლია ხელი შეუწყოს მოთხოვნის ტრანსფორმირებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სარჩელი აღძრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, თუმცა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დგინდება, რომ მოსარჩელის იურიდიულ ინტერესი ვერ იქნება მიღწეული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, შესაბამისად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვერ იქნება აღსრულებული. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა კი არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა თუ მაღალი ხელშემკვრელი მხარის ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს (იხ. IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; . Burdov v. Russia, §34;)
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ის შესაძლებლობები და მექანიზმები, რასაც მას კანონმდებლობა ანიჭებს. იგი ფორმალურად მიუდგა სადავო საკითხს და დავის საგანი არსებითი განხილვის გარეშე დატოვა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების დაუცველობის პირობებში დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, ამასთან, იგნორირებულია დავის საგანი და მოსარჩელის ინტერესი, საქმე განხილულია ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს.
იქიდან გამომდინარე, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი გამოიკვლიოს ახალი მტკიცებულებები და დაადგინოს მითითებული სადავო გარემოებები, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ, თავის მხრივ, საქმის ხელახლა განხილვისას, საქმეში სამართალურთიერთობის მონაწილე მხარეების ჩართვის, დავის საგნის დაზუსტებისა და ტრანსფორმირების შემდეგ, უნდა გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება, სასამართლო საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დაეხმაროს მოსარჩელეს განახორციელოს მოთხოვნის ტრანსფორმირება, დაზუსტდეს სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხეთა და მესამე პირთა წრე და მხოლოდ აღნიშნული პროცესუალური მოქმედებების განხორციელების შემდეგ იქნეს განხილული ტ. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა და საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით საქმეზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჭიროა სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირება, საქმეში ყველა მხარის ჩართვა, დავის გადასაწყვეტად საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველს ქმნის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე, 257-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე
საქართველოს უზენაესი სასამართლო
ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი
+(995 32) 299 01 64
info@supremecourt.ge
facebook.com/SupremeCourtOfGeorgia
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
გადაწყვეტილებები
სტატისტიკა
შენობის ისტორია
სიახლეები
ანალიტიკა
ბიბლიოთეკა
სხდომის განრიგი
კონტაქტი
© 2022 Copyright:
supremecourt.ge
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})
var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length
');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="SW3MCUzrnfeQSMakCh3GlXUFXGldSu4YWyfkmpNH";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})
$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i
დახურვა
function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize