საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.04.2011
საქმის ნომერი
2კ-19აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.04.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

¹19აპ-11 18 აპრილი, 2011 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე.

დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ ვ. ფ-სა და განსასჯელ შ. გ-ეს შორის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 აპრილის განაჩენით შ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (შპს-ების: ,,...”, ,,...”, ,,...” და ,,...” ეპიზოდები) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში და იმავე კოდექსის 55-ე და 59-ე მუხლების გამოყენებით მას სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით _ 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე შპს ,,...” ეპიზოდში საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 80.000 (ოთხმოცი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გაუქმდა შ. გ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 აგვისტოს ბრძანებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა _ 50.000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი დაუბრუნდა გირაოს შემტანს.

შ. გ-ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2009 წლის 30 ივლისიდან 2009 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით.

მ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (შპს-ების: ,,...”, ,,...”, ,,...” და ,,...” ეპიზოდები) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 4-4 (ოთხ-ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

იმავე კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე მ. გ-ეს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 10.000 (ათი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, ნაწილობრივი შეკრების წესით, მ. გ-ის მიმართ სსკ-ის 210-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (შპს ,,...” ეპიზოდი) დანიშნულ 4 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა 210-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (შპს ,,...” ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან _ 2 წელი, 210-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (შპს ,,...” ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან _ 2 წელი, 210-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (შპს ,,...” ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან _ 2 წელი და მ. გ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა _ 10.000 (ათი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

დ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მოიხსნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრის ბრძანებით დადებული ყადაღა შ. გ-ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე: თბილისში, ... ქუჩა ¹35-ში (წილობრივი მონაცემები ..., სარეგისტრაციო კოდი ¹...); გ-ის რაიონის სოფელ ფ-ში ინდმეწარმე ,,...” სახელზე დარეგისტრირებულ 1ჰა (10000კვ/მ) მიწის ნაკვეთზე, რომლის სარეგისტრაციო კოდია ¹....

დაკმაყოფილდა პროკურორის სამაოქალაქო სარჩელი და მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სამოქალაქო მოპასუხე მ. გ-ეს დაეკისრა 201.476 (ორას ერთი ათას ოთხას სამოცდათექვსმეტი) ლარის, ხოლო შ. გ-ეს _ 89.567 (ოთხმოცდაცხრა ათას ხუთას სამოცდაშვიდი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 აპრილის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ ი. ჯ-ასა და განსასჯელ მ. გ-ეს შორის.

მ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (შპს-ების: ,,...”, ,,...”, ,,...” და ,,...” ეპიზოდები) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში, რისთვისაც მას შპს-ების: ,,...”, ,,...”, ,,...” ეპიზოდებში ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელად განესაზღვრა 2-2 (ორ-ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ,,...” ეპიზოდში ჩადენილი დანაშაულისათვის _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იმავე კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე მ. გ-ეს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 10.000 (ათი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, მ. გ-ეს სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა _ 10.000 (ათი ათასი) ლარი.

მასვე დაეკისრა სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დარჩენილი ნაწილის _ 51.476 (ორმოცდათერთმეტი ათას ოთხას სამოცდათექვსმეტი) ლარის გადახდა.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის სამოქალაქო მოპასუხე შ. გ-ის მიერ ზიანის _ 89.567 (ოთხმოცდაცხრა ათას ხუთას სამოცდაშვიდი) ლარის ანაზღაურების ნაწილში, დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.