დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 16.01.2018
საქმის ნომერი
ბს-1041-1035(კ-17)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-1041-1035(კ-17)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

საქმე N1041-1035(კ-17) 16 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. გ-ი (მოსარჩელე)

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ-მა 2016 წლის 22 ივნისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 14 ივლისის №5/42796 ,,გაზსადენის ლეგალიზებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ” ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის ბათილად ცნობა, ასევე მოითხოვა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, გ. გ-ის მიერ წარდგენილ განცხადებასთან მიმართებით, ზესტაფონის რაიონის სოფელ ... აწ. გარდაცვლილი ი. გ-ის მიერ ნებართვის გარეშე აშენებულ დაბალი წნევის 3281.6 გრძ.მ გაზსადენის ლეგალიზებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარი გ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 14 ივლისის №5/42796 ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ,,გაზსადენის ლეგალიზებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ” და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. გ-ის მიერ წარდგენილ განცხადებასთან მიმართებაში ზესტაფონის რაიონი, სოფელ ... აწ. გარდაცვლილი ი. გ-ის მიერ ნებართვის გარეშე აშენებული დაბალი წნევის 3281.6 გრძ.მ გაზსადენის ლეგალიზებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემაზე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინებით აპელანტ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის კვალიფიციური გამოყენების შესახებ ხელმძღვანელობითი სტანდარტი, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რითაც დაარღვია სსსკ-ის 393.2 მუხლის მოთხოვნა, კერძოდ: როგორც საქმის მასალებით დასტურდება, სააგენტომ იმსჯელა გ. გ-ის 16.04.2014 წლის N17451/ფ, 19.11.2014წ N59923/05 და 11.12.2014წ N65976/05 განცხადებებზე სოფელ ... 1990-1992 წლებში უნებართვოდ აშენებული, 3281,6 გრძ.მ დაბალი წნევის გაზსადენის ლეგალიზებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის თაობაზე, მათ შორის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებებში მითითებული არგუმენტაციის გათვალისწინებით და სააგენტოს პოზიცია გასაჩივრებულ აქტში დასაბუთებულად იქნა ჩამოყალიბებული არა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მილსადენი კვეთდა ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, არამედ იმ გარემოებით რომ იგი კვეთდა ზესტაფონის ტყის ფონდის მიწებს, რომლის განკარგვაც ან მათთან დაკავშირებით თანხმობის გაცემა არ წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას. თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოკვლეულ იქნა რიგი გარემოებები: გაზსადენი კვეთდა კერძო პირთა კუთვნილ და ჯერ-ჯერობით საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა მიწებს, რაც შეუძლებელს ხდიდა სააგენტოს მიერ მათზე რაიმე ქმედების განხორციელებას; განმცხადებლის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მოწყობილი გაზსადენი დღეის მდგომარეობით უმოქმედოა და საჭიროებს აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას (შესაბამისად გაზსადენის სტანდარტებსა და ნორმებთან შესაბამისობაზე მსჯელობა შეუძლებელია). ყოველივე ზემოაღნიშნული ერთობლიობაში საფუძვლად დაედო სააგენტოს გადაწყვეტილებას თანხმობის გაცემის მიზანშეუწონლობის თაობაზე.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლოებს არ შეუფასებიათ არც სარჩელის დასაშვებობის საკითხი: ყურადღება არ გამახვილებულა იმ გარემოებაზე, იკვეთებოდა თუ არა აქტების მიმართ მოსარჩელის კონკრეტული იურიდიული ინტერესი, მაშინ როდესაც მოსარჩელის მამას, ი. გ-ს მის მიერ უნებართვოდ აშენებულ გაზსადენთან დაკავშირებით მისსავე სიცოცხლეში პრეტენზია არ გამოუთქვამს, ხოლო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით დასტურდება, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მოწყობილი გაზსადენი დღეის მდგომარეობით უმოქმედოა და საჭიროებს მთელი რიგი აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას, რის შემდეგაც გახდება შესაძლებელი გაზსადენის სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე მსჯელობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ. გ-ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობა ესაჭიროება საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბერის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის” 3.2. მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აწ. გარდაცვლილი მოქ. ი. გ-ის მიერ ნებართვის გარეშე აშენებული დაბალი წნევის 3281.6 გრძ.მ გაზსადენის ლეგალიზებისა და საკუთრების უფლების მოპოვებისათვის, ვინაიდან გაზსადენი მდებარეობს სოფელ ..., შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრების სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე და ტყის ფონდის მიწებზე. სადავო აქტით კი მხარეს გაეგზავნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 03.07.2015 წლის №06/12028 წერილი და ამასთან განემარტა, რომ ტყის ფონდის განკარგვის საკითხის განხილვა არ წარმოადგენდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება, ვინაიდან საქმეზე არ არის გამოკვლეული, განმცხადებლის მიერ მითითებული აწ. გარდაცვლილი ი. ა. გ-ის (მისი მემკვიდრე, შვილი - გ. გ-ი) მიერ აშენებული 3 281,6 გრძ.მ. დაბალი წნევის ბუნებრივი აირის გაზსადენის ადგილმდებარეობა. აღნიშნული გაზსადენის რა ნაწილი იმყოფება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე. ასევე, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს შესაბამის წერილობით დასაბუთებას, ხოლო მითითება იმის თაობაზე, რომ ზესტაფონის რაიონში, სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია გაზსადენის მილი წარმოადგენს ფიზიკურ პირთა საკუთრებას, არ შეიძლება გამხდარიყო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მსჯელობისა და შეფასების საგანი. ასევე გასაჩივრებული აქტით არ დგინდება, ის გარემოება ადმინისტრაციულმა ორგანომ რომელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიჩნია გაზსადენის ზესტაფონის სატყეო უბნის ტერიტორიის კვეთის ფაქტი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული გარემოებები, აღნიშნული კი ქმნის სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველს.

საკასაციო პალატის განმარტებით, ლეგალიზებასთან დაკავშირებით მესაკუთრის თანხმობის გაცემის საკითხი განეკუთვნება მისი დისკრეციის სფეროს, შესაბამისად საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მხარისათვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით იქნა მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="NjvH5MLX73WBOmnFK0OwSPr4nwr40cq4q6ySbigz";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize