საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.04.2011
საქმის ნომერი
2კ-43აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.04.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

43აპ-11 20 აპრილი, 2011 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. შ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ა. ა-ისა და მსჯავრდებულ ი. ჭ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე.

დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ ლ. გ-სა და განსასჯელ ზ. ა-ს შორის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 ივლისის განაჩენით ზ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულების: გ. ი-ის, ნ. ჯ-ის, ა. მ-ის, თ. ჩ-ის, ნ. ლ-ის, ნ. მ-ის, ა. ჭ-ის, ქ. ჩ-ის, დ. შ-ის, ა. გ-ას, ა. ჯ-ის, ჯ. გ-ის, ა. დ-ის, ნ. წ-ას, ვ. გ-ის, თ. გ-ის, ნ. ჯ-ას, ი. ს-ის, ლ. ბ-ას, ლ. ტ-ის, ლ. ა-სა და დ. ლ-ის ეპიზოდები) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 6-6 (ექვს-ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე ზ. ა-ს (ჯ. გ-ის ეპიზოდი) დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.

სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: ნ. ჯ-ას, ი. ს-ის, ლ. ბ-ას, ლ. ტ-ის, ლ. ა-ისა და დ. ლ-ის ეპიზოდები) სსკ-ის 55-ე მუხლისა და 50-ე მუხლის II1 გამოყენებით – 4-4 (ოთხ-ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით, შეკრების წესით, ზ. ა-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა _ 5000 (ხუთი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 31 ოქტომბრიდან.

ნ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც (დაზარალებულების: გ. ი-ის, ნ. ჯ-ის, ა. მ-ის, თ. ჩ-ის ეპიზოდები) სასჯელად განესაზღვრა 7-7 (შვიდ-შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: ნ. ლ-ის, ნ. მ-ის, ა. ჭ-ის, ქ. ჩ-ის, დ. შ-ის, ა. გ-ას, ა. ჯ-ის, ჯ. გ-ის, ა. დ-ის, ნ. წ-ას, ვ. გ-ის, თ. გ-ის, ნ. ჯ-ას, ი. ს-ის, ლ. ბ-ას, ლ. ტ-ის, ლ. ა-ისა და დ. ლ-ის ეპიზოდები) სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 2500-2500 (ორი ათას ხუთას-ორი ათას ხუთასი) ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I და 11 ნაწილების შესაბამისად, ნ. შ-ის მიმართ სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გ. ი-ის ეპიზოდი) დანიშნულ 7 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა 180-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ჯ-ის, ა. მ-ისა და თ. ჩ-ის ეპიზოდები) დანიშნული სასჯელებიდან 5-5 (ხუთ-ხუთი) წელი, ასევე სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ლ-ის, ნ. მ-ის, ა. ჭ-ის, ქ. ჩ-ის, დ. შ-ის, ა. გ-ას, ა. ჯ-ის, ჯ. გ-ის, ა. დ-ის, ნ. წ-ას, ვ. გ-ის, თ. გ-ის, ნ. ჯ-ას, ი. ს-ის, ლ. ბ-ას, ლ. ტ-ის, ლ. ა-ისა და დ. ლ-ის ეპიზოდები) დანიშნული სასჯელები _ 2500-2500 (ორი ათას ხუთას – ორი ათას ხუთასი) ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით ნ. შ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა და ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმა _ 45000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 31 ოქტომბრიდან.

ი. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც (ნ. ჯ-ის, ნ. მ-ის, ა. ჭ-ის, ა. გ-ასა და ლ. ტ-ის ეპიზოდები) სასჯელად განესაზღვრა 6-6 (ექვს-ექვსი) წლითა და 6-6 (ექვს-ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ (გ. ი-ის, ა. მ-ის, თ. ჩ-ის, ნ. ლ-ის, ქ. ჩ-ის, დ. შ-ის, ა. ჯ-ის, ჯ. გ-ის, ა. დ-ის, ნ. წ-ას, ვ. გ-ის, თ. გ-ის, ნ. ჯ-ას, ი. ს-ის, ლ. ბ-ას, ლ. ა-ისა და დ. ლ-ის ეპიზოდები) ჯარიმა _ 2500-2500 (ორი ათას ხუთას–ორი ათას ხუთასი) ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I და 11 ნაწილების შესაბამისად, ი. ჭ-ის მიმართ სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. მ-ის ეპიზოდი) დანიშნულ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატა 180-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ა. ჭ-სა და ა. გ-ას ეპიზოდები) დანიშნული სასჯელებიდან 3-3 (სამ-სამი) წლითა და 3-3 (სამ-სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ჯ-ისა და ლ. ტ-ის ეპიზოდები) დანიშნული სასჯელებიდან 3-3 (სამ-სამი) წლითა და 6-6 (ექვს-ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გ. ი-ის, ა. მ-ის, თ. ჩ-ის, ნ. ლ-ის, ქ. ჩ-ის, დ. შ-ის, ა. ჯ-ის, ჯ. გ-ის, ა. დ-ის, ნ. წ-ას, ვ. გ-ის, თ. გ-ის, ნ. ჯ-ას, ი. ს-ის, ლ. ბ-ას, ლ. ა-სა და დ. ლ-ის ეპიზოდები) სასჯელად დანიშნული ჯარიმებიდან _ 2500-2500 (ორი ათას ხუთას-ორი ათას ხუთასი) ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით ი. ჭ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმა _ 42500 (ორმოცდაორი ათას ხუთასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 30 ოქტომბრიდან.

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 დეკემბრის ბრძანებით დადებული ყადაღა თბილისში, სოფელ ტ-ში მდებარე 5001 კვ/მ, 2200 კვ/მ, 5900 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომელთა საკადასტრო კოდებია: ¹..., ¹..., ¹....

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 დეკემბრის ბრძანებით დადებული ყადაღა ნ. შ-ის სახელზე რეგისტრირებულ 1200 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე თბილისში, სოფელ შ-ში, რომლის საკადასტრო კოდია ¹... .

დაკმაყოფილდა სამოქალაქო მოსარჩელეების სამოქალაქო სარჩელები და სამოქალაქო მოპასუხეებს: ზ. ა-ს, ნ. შ-ესა და ი. ჭ-ეს სამოქალაქო მოსარჩელეების სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ქონებრივი ზიანის გადახდა, კერძოდ:

დ. შ-ის სასარგებლოდ _ 47000 ლარი;

თ. გ-ის სასარგებლოდ _ 33540 ლარი;

ნ. ჯ-ას სასარგებლოდ _ 33680 ლარი;

ი. ს-ის სასარგებლოდ _ 21750 ლარი;

ნ. წ-ას სასარგებლოდ _ 32231 ლარი;

ლ. ბ-ას სასარგებლოდ _ 38456 ლარი;

გ. ი-ის სასარგებლოდ _ 41204 ლარი;

ლ. ა-ის სასარგებლოდ _ 35070 ლარი;

დ. ლ-ის სასარგებლოდ _ 17000 ლარი;

ჯ. გ-ის სასარგებლოდ _ 50220 ლარი;

ა. ჯ-ის სასარგებლოდ _ 32400 ლარი;

ვ. გ-ის სასარგებლოდ _ 35783 ლარი;

ა. დ-ის სასარგებლოდ _ 30650 ლარი;

ა. გ-ას სასარგებლოდ _ 42190 ლარი;

ა. მ-ის სასარგებლოდ _ 33400 ლარი.

ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სამოქალაქო მოსარჩელეების სამოქალაქო სარჩელები და სამოქალაქო მოპასუხეებს: ზ. ა-ს, ნ. შ-სა და ი. ჭ-ეს სამოქალაქო მოსარჩელეების სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ქონებრივი ზიანის გადახდა, კერძოდ:

ნ. მ-ის სასარგებლოდ _ 27000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;

ა. ჭ-ის სასარგებლოდ _ 32000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;

ნ. ლ-ის სასარგებლოდ _ 42000 ლარი;

ლ. ტ-ის სასარგებლოდ _ 12000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;

ქ. ჩ-ის სასარგებლოდ _ 31288,50 ლარი;

თ. ჩ-ის სასარგებლოდ _ 33380 ლარი;

ნ. ჯ-ის სასარგებლოდ _ 16700 ლარი.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, 2009 წლის 20 ნოემბერს სს „ბანკ ...დან” ამოღებული, შპს „... 2008-ის” სახელზე გახსნილი ანგარიშის ამსახველი დოკუმენტაცია, კერძოდ: საგადასახადო დავალებები, დათარიღებული 2009 წლის 23 სექტემბრითა და 18 სექტემბრით, ორ ფურცლად, სალაროს შემოსავლის ორდერები, სულ ოთხმოც ფურცლად და ნაღდი ფულის გასავლის ჩეკი, სულ ასოცდასამ ცალად, რომლებიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის III ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ. შ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ა. ა-ისა და მსჯავრდებულ ი. ჭ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.