საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 23.03.2011
საქმის ნომერი
2კ-54აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.03.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

54აპ-11 23 მარტი, 2011წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ყ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ს, მსჯავრდებულ გ. ყ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ს, მსჯავრდებულ გ. ყ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-სა და მსჯავრდებულ ვ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განაჩენზე.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 სექტემბრის განაჩენით:

გ. ყ-ს ბრალდებიდან ამოირიცხა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა.

გ. ყ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 4500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელები შეიკრიბა და გ. ყ-ს მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 4500 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 4 წელი, 3 თვე და 16 დღე და ასევე ძირითად სასჯელად დანიშნული ჯარიმა _ 2000 ლარი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 24 წლით, 3 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 2000 ლარი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 4500 ლარის ოდენობით. გ. ყ-ს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალა 2009 წლის 11 იანვრიდან 2009 წლის 15 იანვრამდე პატიმრობაში ყოფნის ვადა და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ბოლო განაჩენის დადგენის დღიდან _ 2010 წლის 16 სექტემბრიდან.

რ. კ-ს ბრალდებიდან ამოირიცხა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა.

რ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 26 დეკემბრიდან.

ა. ყ-ს ბრალდებიდან ამოირიცხა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა.

ა. ყ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 4500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შეკრების პრინციპიდან გამომდინარე, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 4500 ლარის ოდენობით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 25 დეკემბრიდან.

გ. ყ-ს ბრალდებიდან ამოირიცხა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა.

გ. ყ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 4500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შეკრების პრინციპიდან გამომდინარე, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით _ ჯარიმა 4500 ლარის ოდენობით. გ. ყ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 3 იანვრიდან.

ვ. ჩ-ს ბრალდებიდან ამოირიცხა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა.

ვ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 4500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შეკრების პრინციპიდან გამომდინარე, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით _ ჯარიმა 4500 ლარის ოდენობით. ვ. ჩ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 13 იანვრიდან.

ხაშურის რაიონული პროკურორის თანხმობით ხაშურის რაიონული პროკურორის მოადგილე რ. ს-სა და განსასჯელ ვ. დ-ს შორის 2010 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარებით სასჯელის ზომაზე დამტკიცდა წარმოდგენილი სახით.

ვ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ვ. დ-ს სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ..., დაბა ..., ... ქუჩა ¹..., რომელიც დაყადაღებულია გირაოს თანხის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ა. ყ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ს, მსჯავრდებულ გ. ყ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ს, მსჯავრდებულ გ. ყ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-სა და მსჯავრდებულ ვ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ გ. ყ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით, მსჯავრდებულ რ. კ-ს მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მსჯავრდებულ ა. ყ-ს მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით, მსჯავრდებულ გ. ყ-ს მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით, ხოლო მსჯავრდებულ ვ. ჩ-ს მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ყ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ს, მსჯავრდებულ გ. ყ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ს, მსჯავრდებულ გ. ყ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-სა და მსჯავრდებულ ვ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.