დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 21.06.2018
საქმის ნომერი
ბს-23-23(კ-18)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-23-23(კ-18)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

ბს-23-23 (კ-18) 21 ივნისი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ლ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.2017წ. გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. მ-მა 08.08.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 26.06.2007წ. გაფორმებული კონტრაქტიდან გამომდინარე, გ. ბ-ის მიმართ არსებული, არაუმეტეს 40 კვ.მ. ბინის სარგებლობის უფლებით გადაცემის ვალდებულების გ. ბ-ის უფლებამონაცვლის - ლ. მ-ის სასარგებლოდ შესრულების დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.11.2016წ. გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ლ. მ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.2017წ. გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.11.2016წ. გადაწყვეტილება შეიცვალა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მოსარჩელეს უკან დაუბრუნდა სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის - 100 ლარისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოსთვის 150 ლარის ოდენობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.11.2016წ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ. მ-ის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ გ. ბ-ე კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, ხოლო კონტრაქტის ბოლომდე შესრულება რეალურად დამოკიდებული არ იყო მხოლოდ გ. ბ-ეზე გამომდინარე 26.06.2007წ. ხელშეკრულების 9.1.5 მუხლიდან, რომელიც ითვალისწინებდა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტას სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკის მიღწევის შემთხვევაში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არ შესრულებულა ზემოაღნიშნული კონტრაქტის 5.1.9 მუხლის პირველი ეტაპით გათვალისწინებული ვალდებულება, რომელიც გ. ბ-ისათვის ბინის სარგებლობაში გადაცემას გულიხმობდა, შესაბამისად საცხოვრებელი ბინის სარგებლობაში გადაცემას არავითარი სამართლებრივი შედეგი არ აქვს ამავე მუხლით დადგენილ მეორე ეტაპთან, რომელიც ბინის საკუთრების უფლებით გადაცემას ითვალისწინებს. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 11.1 მუხლის თანახმად კონტრაქტის ცალკეული დებულებების ბათილობა არ იწვევს კონტრაქტის დარჩენილი დებულებების ბათილობას, რაც გარკვევით მიუთითებს, რომ 5.1.9 მუხლის მეორე ნაწილის ბათილობა ზეგავლენას ვერ მოახდენს პირველი ნაწილის შესრულებაზე. შესაბამისად, ქვემდგომმა სასამართლოებმა უხეშად დაარღვიეს სსკ-ის 248 მუხლის მოთხოვნები და იმსჯელეს არა 26.06.2007წ. ხელშეკრულების 5.1.9 მუხლით დადგენილ ბინის სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაზე, არამედ საკუთრების უფლებით ბინის გადაცემის მიზანშეწონილობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" კანონის 14.1 მუხლის მიხედვით სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს სახელმწიფო. აღნიშნული მუხლის სუბიექტია სამხედრო მოსამსახურე. შესაბამისად ბინის სარგებლობაში ქონის უფლება უკავშირდება სამხედრო სამსახურის პერიოდს და მისი დანიშნულებიდან გამომდინარე სწორედ სამხედრო მოსამსახურეს უნდა მიეცეს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ბ-ესა და თავდაცვის სამინისტროს შორის 26.06.2007წ. გაფორმდა კონტრაქტი 5 წლის ვადით. აღნიშნული კონტრაქტის 5.1.9 მუხლით თავდაცვის სამინისტრომ იკისრა ვალდებულება სამხედრო მოსამსახრე კონტარქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლის ადრე დაეკმაყოფილებინა საცხოვრებელი ბინით, რომელიც კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის დასრულების შემდეგ გადაეცემოდა საკუთრებაში. შესაბამისად ზემოაღნიშნული კონტაქტით გათვალისწინებული ვალდებულება არსებობდა სამხედრო მოსამსახურისა და არა მისი ოჯახის წევრის მიმართ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან სამხედრო მოსამსახურისათვის საცხოვრებელი ბინის გადაცემის ვალდებულების შესრულება ორ ეტაპს მოიცავს, პირველ ეტაპზე საცხოვრებელი ბინა სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა ფაქტობრივ მფლობელობაში სარგებლობის უფლებით, ხოლო მეორე ეტაპზე - საკუთრებაში. ამდენად სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ იწურება სარგებლობის უფლება და მას ბინის საკუთრებაში მიღების უფლება ცვლის. დადგენილია, რომ გ. ბ-ესთან დადებული კონტაქტი 02.04.2012წ. შეწყდა სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. საცხოვრებელი ბინის სარგებლობაში გადაცემის ვალდებულება თავდაცვის სამინისტროს 26.06.2011წლიდან წარმოეშვა, რაც არ შეუსრულებია, თუმცა აღნიშნული გ. ბ-ეს არ გაუხდია სადავოდ არც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და არც მისი შეწყვეტის შემდეგ. შესაბამისად გ. ბ-ის მემკვიდრისა და უფლებამონაცვლის - ლ. მ-ის მოთხოვნა საცხოვრებელი ბინის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე უსაფუძვლოა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.2017წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="rYvZWIwkuSuLkvQXB9HYjQ7o8MNOVVHgHcmygh9O";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize