საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
¹150აპ-11 5 მაისი, 2011წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 1 თებერვლის განაჩენზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ნოემბრის განაჩენით გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა’’ ქვეპუნქტით (2009 წლის 2 მაისის ეპიზოდი ) _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 88-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როგორც 14-დან 16 წლამდე არასრულწლოვანს, შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა’’ ქვეპუნქტით (2009 წლის 18 მაისის ეპიზოდი) _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 88-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როგორც 14-დან 16 წლამდე არასრულწლოვანს, შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I1 ნაწილის შესაბამისად დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ: სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა’’ ქვეპუნქტით (2009 წლის 2 მაისის ეპიზოდისათვის) დანიშნულ სასჯელს _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთას 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა’’ ქვეპუნქტით (2009 წლის 18 მაისის ეპიზოდისათვის) დანიშნული სასჯელიდან დაემატა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე ძირითადი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. გ. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 2 აპრილიდან.
სამოქალაქო სარჩელები დაკმაყოფილდა და გ. ა-ს სამოქალაქო მოსარჩელე ი. მ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 900 ლარის გადახდა, ხოლო სამოქალაქო მოსარჩელე ი. ბ-ს სასარგებლოდ _ 800 აშშ დოლარის გადახდა, 2009 წლის 18 მაისის მდგომარეობით ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 1 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ გ. ა-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა’’ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 1 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.