საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
¹296აპ-11 22 ივნისი, 2011წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მარტის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით:
მ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. მ. თ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 25 მარტიდან.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
უ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 25 მარტიდან.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით.
საქმეზე გაცხადებული სამოქალაქო სარჩელი დარჩა განუხილველი.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მარტის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ ლ. ბ-სა და მსჯავრდებულ უ. გ-ს შორის.
უ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 25 მარტიდან.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
მ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. მ. თ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 25 მარტიდან.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ მ. თ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით, 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.