დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 13.09.2018
საქმის ნომერი
ბს-995-991(კ-17)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-995-991(კ-17)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

ბს-995-991 (კ-17) 13 სექტემბერი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „...“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

02.03.2016წ. შპს „...“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ მოპასუხის 25.11.2015წ. №44255 და 09.02.2016წ. №2960 ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.07.2016წ. გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2017წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...“.

კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მათი არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ბრალეული მოქმედებით არ იყო გამოწვეული აღმოჩენილი დარღვევები, კერძოდ, საწარმოს მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი ვიდეო ჩანაწერების უწყვეტობის შენარჩუნება და მათი 30 დღის განმავლობაში შენახვა. საქმის მასალებით დგინდება, რომ აღნიშნული ხარვეზი გამოიწვია კომპიუტერული სისტემის მწყობრიდან გამოსვლამ, რის შესახებაც ელექტრონული წესით აცნობეს სსიპ შემოსავლების სამსახურს. სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, რადგან არ გაითვალისწინა მითითებული ფორსმაჟორული მდგომარეობის არსებობა. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29.1. მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტის მიზანი საჭიროებდა სასამართლოს მხრიდან შესაბამის შეფასებას, კერძოდ, ამ ნორმის მიზანია მეწარმემ მიზანმიმართულად არ აარიდოს თავი ჩანაწერების განხორციელებას და მათ შენახვას. ასეთ ქმედებას კი ჩვენს შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ საქმეზე არ დგინდება შპს „...“ ბრალეული ქმედება, რაც გასაჩივრებული ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა. პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტების გამოცემის სამართლებრივი საფუძვლია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29.1. მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტი, რაც ავალდებულებს მეწარმეს უზრუნველყოს სათამაშო აპარატების სალონის შენობა-ნაგებობაში მუდმივი დენის წყაროს მიწოდება, ასევე ვიდეო ჩაწერის განხორციელება სალონის მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში და სალონის გარე პერიმეტრზე მუდმივი ვიდეო ჩაწერის უზრუნველყოფა. საქმეზე დადგენილია, რომ საწარმომ არ შეასრულა მითითებული ნორმით დაკისრებული ვალდებულება, რაც „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის გასამმაგების საფუძველია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტების გამოცემამდე შპს „...ის“ საქმიანობაში ანალოგიური დარღვევების აღმოჩენის გამო სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცა 16.03.15წ. #7934 და 06.07.15წ. #23914 ბრძანებები. აღნიშნული ბრძანებებით შპს „...“ ეცნობა, რომ ვიდეო ჩანაწერების უწყვეტად განხორციელების და ჩანაწერების 30 დღის ვადით შენახვის წესის დაუცველობის გამო ვალდებული იყო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაეხადა ჯარიმის თანხა და ამავდროულად განესაზღვრა დარღვევის გამოსწორების ვადა. შპს „...“ მიერ არ გასაჩივრებულა აღნიშნული აქტები, შესაბამისად მათი უკანონობა არ დადგენილა და დღეის მდგომარეობით ძალაშია. სწორედ აღნიშნული აქტები გახდა მოცემულ დავაში გასაჩივრებული აქტების, კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 25.11.2015წ. №44255 და 09.02.2016წ. №2960 ბრძანებების გამოცემის საფუძველი.

მითითებული ბრძანებების და გასაჩივრებული ბრძანების გამოცემამდე სსიპ შემოსავლების სამსახურმა განახორციელა არაერთი შემოწმება, რათა დადგენილიყო სრულდებოდა თუ არა შპს „...“ მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29.1. მუხლით დაკისრებული ვალდებულებები. აღნიშნული შემოწმებების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიერ განხორციელებულ ვიდეო ჩანაწერებში კვლავ ფიქსირდებოდა წყვეტა და ვიდეო ჩანაწერების შენახვა არ იყო უზრუნველყოფილი 30 დღის ვადით. ამდენად, საქმის მასალებით დგინდება შპს „...“ მხრიდან„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29.1. მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა, რასაც არ ჰქონდა ერთჯერადი ხასიათი. კასატორის მიერ მითითებულია შემოსავლების სამსახურის 16.03.15წ. #7934 ბრძანების გამოცემის ფაქტობრივი საფუძვლის უსწორობაზე, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან როგორც აღინიშნა, შემოსავლების სამსახურის 16.03.15წ. #7934 ბრძანება საწარმოს მიერ არ გასაჩივრებულა, ხოლო განსახილველი დავის საგნია სსიპ შემოსავლების სამსახურის 25.11.2015წ. №44255 და 09.02.2016წ. №2960 ბრძანებები, რომელთა გამოცემის ფაქტობრივი საფუძვლების უსწორობაზე შპს „...“ ვერ უთითებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთანავე, გ. მ-ს (პ/ნ ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.09.2017წ. N0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 450 ლარის 70%, _ 315 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2017წ. განჩინება;

3. გ. მ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.09.2017წ. N0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 450 ლარის 70%, _ 315 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="4HHA67Q5iE6xgxXwqkPoonrP7NF3f5l3OBvtSRut";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize