დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 03.05.2010
საქმის ნომერი
65საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
03.05.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹65საზ-06 ქ. თბილისი

3 მაისი, 2010 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. დ-ას საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 10 აგვისტოს განჩინების გადასინჯვის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 6 მარტის განაჩენით:

1. მ. რ-ის ძე დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 90-ე მუხლით _ 2 წლით, ხოლო 206-ე მუხლით _ 2 წლით, 6 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 6 თვითა და 21 დღის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 1992 წლის 13 აგვისტოდან;

2. ი. ნ-ის ძე დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 78-ე მუხლით _ 15 წლით, მე-17,67-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 15 წლით, მე-17,67-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 13 წლით, მე-17,69-ე მუხლით _ 13 წლით, მე-17,104-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის მე-4, მე-6 პუნქტებით _ სიკვდილი.

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის ¹387 ბრძანებულებით ი. დ-ე შეწყალებულ იქნა და სიკვდილით დასჯა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით;

3. პ. გ-ის ძე გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 78-ე მუხლით _ 15 წლით, მე-17,67-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 15 წლით, მე-17,67-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 13 წლით, მე-17, 69-ე მუხლით _ 13 წლით, მე-17,104-ე მუხლის მე-4, მე-6 პუნქტებით _ 15 წლით, 104-ე მუხლის მე-4, მე-6 პუნქტებით _ სიკვდილი.

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის ¹387 ბრძანებულებით პ. გ-ი შეწყალებულ იქნა და სიკვდილით დასჯა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით;

4. გ. პ-ეს ძე გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 78-ე მუხლით _ 12 წლით, მე-17,67-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 12 წლით, მე-17,67-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 11 წლით, მე-17,69-ე მუხლით _ 11 წლით, მე-17,104-ე მუხლის მე-4, მე-6 პუნქტებით _ 12 წლით, 104-ე მუხლის მე-4, მე-6 პუნქტებით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. გ-ს საბოლოოდ მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1992 წლის 14 სექტემბრიდან;

5. ვ. პ-ეს ძე დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 78-ე მუხლით _ 14 წლით, მე-17,67-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 12 წლით, მე-17,69-ე მუხლით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. ვ. დ-ის საბოლოოდ მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1993 წლის 6 აპრილიდან;

6. გ. ი-ეს ძე მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 78-ე მუხლით _ 12 წლით, ხოლო მე-17,67-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. მ-ეს საბოლოოდ მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1992 წლის 24 ივნისიდან;

7. გ. შ-ას ძე მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით _ 9 წლით, ხოლო მე-17,67-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. მ-ს საბოლოოდ მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1992 წლის 24 ივნისიდან;

8. ს. შ-ას ძე ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 78-ე მუხლით _ 6 წლით, ხოლო მე-17,67-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 45-ე მუხლის გამოყენებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ს. ხ-ს საბოლოოდ მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1992 წლის 24 ივნისიდან;

9. რ. გ-ის ძე ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 78-ე მუხლით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1992 წლის 11 ივლისიდან;

10. ი. შ-ას ძე ლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 78-ე მუხლით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1992 წლის 11 ივლისიდან;

11. გ. თ-ის ძე კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 78-ე მუხლით _ 8 წლით, მე-17,67-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 10 წლით, ხოლო მე-17,67-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. კ-ეს საბოლოოდ მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1992 წლის 7 ოქტომბრიდან;

12. ზ. ბ-ას ძე გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 78-ე მუხლით _ 11 წლით, მე-17,67-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 10 წლით, ხოლო მე-17,69-ე მუხლით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზ. გ-ს საბოლოოდ მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1992 წლის 30 სექტემბრიდან;

13. თ. ვ-ის ძე კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 78-ე მუხლით _ 12 წლით, მე-17,67-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 10 წლით, ხოლო მე-17,69-ე მუხლით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. თ. კ-ეს საბოლოოდ მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1992 წლის 6 ოქტომბრიდან;

14. თ. შ-ას ძე წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 78-ე მუხლით _ 12 წლით, მე-17,67-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 11 წლით, ხოლო მე-17,69-ე მუხლით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. თ. წ-ს საბოლოოდ მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1992 წლის 5 ოქტომბრიდან;

15. მ. ო-ის ძე ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 78-ე მუხლით _ 7 წლით, მე-17,67-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სსკ-ის 45-ე მუხლის გამოყენებით _ 6 წლით, ხოლო მე-17,69-ე მუხლით, სსკ-ის 45-ე მუხლის გამოყენებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ა-ს საბოლოოდ მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1992 წლის 2 სექტემბრიდან;

16. ზ. ს-ოს ძე წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით, მე-3 ნაწილით _ 5 წლით, ხოლო მე-4 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს საბოლოოდ მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1992 წლის 7 აგვისტოდან;

17. ბ. ე-ის ძე ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 901-ე მუხლით _ 2 წლით, ხოლო 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 2 წლით, 6 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა. ბ. ბ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 6 თვითა და 23 დღით, რომლის მოხდა დაეწყო 1992 წლის 11 აგვისტოდან.

განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მ. დ-ამ ნამდვილად იცოდა რა, რომ მზადდებოდა და ჩადენილ იქნა საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლით და მე-17,67-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სახელმწიფო დანაშაული და ჩადენილი იყო ამავე კოდექსის 104-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, არ განაცხადა ამის შესახებ;

ი. დ-ემ ჩაიდინა ბანდიტიზმი, ე. ი. მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო ან სხვა საწარმოებზე, დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე ანდა ცალკეულ პირებზე თავდასხმის მიზნით შეიარაღებული ბანდის ორგანიზებაში და ამ ბანდის მიერ მოწყობილ თავდასხმებში; ტერორისტული აქტების მომზადება და განხორციელების მცდელობა, ე.ი. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების შესუსტების მიზნით, სახელმწიფო მოღვაწეობასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენელთა მკვლელობის მომზადება და მკვლელობის ჩადენის მცდელობა; საქართველოს რესპუბლიკის შესუსტების მიზნით დივერსიების მომზადება; რამდენიმე პირის მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა, დამამძიმებელ გარემოებებში, ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენდა მრავალ პირთა სცოცხლისათვის;

პ. გ-მა ჩაიდინა ბანდიტიზმი, ე.ი. მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო ან სხვა საწარმოებზე, დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე ანდა ცალკეულ პირებზე თავდასხმის მიზნით შეიარაღებული ბანდის ორგანიზებაში და ამ ბანდის მიერ მოწყობილ თავდასხმებში; ტერორისტული აქტების მომზადება და მცდელობა, ე.ი. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების შესუსტების მიზნით, სახელმწიფო მოღვაწეობასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენელთა მკვლელობის მომზადება და მკვლელობის მცდელობა; საქართველოს რესპუბლიკის შესუსტების მიზნით დივერსიების მომზადება; რამდენიმე პირის მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა, დამამძიმებელ გარემოებებში, ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენდა მრავალ პირთა სცოცხლისათვის;

გ. გ-მა ჩაიდინა ბანდიტიზმი, ე.ი. მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო ან სხვა საწარმოებზე, დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე ანდა ცალკეულ პირებზე თავდასხმის მიზნით შეიარაღებული ბანდის ორგანიზებაში და ამ ბანდის მიერ მოწყობილ თავდასხმებში; ტერორისტული აქტების მომზადება და მცდელობა, ე.ი. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების შესუსტების მიზნით, სახელმწიფო მოღვაწეობასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენელთა მკვლელობის მომზადება და მკვლელობის მცდელობა; საქართველოს რესპუბლიკის შესუსტების მიზნით დივერსიების მომზადება; რამდენიმე პირის მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა, დამამძიმებელ გარეოებებში, ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენდა მრავალ პირთა სიცოცხლისათვის;

ვ. დ-იმ ჩაიდინა ბანდიტიზმი, ე.ი. მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო ან სხვა საწარმოებზე, დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე ანდა ცალკეულ პირებზე თავდასხმის მიზნით შეიარაღებული ბანდის ორგანიზებაში და ამ ბანდის მიერ მოწყობილ თავდასხმებში; ტერორისტული აქტების მომზადება. ე.ი. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების შესუსტების მიზნით, სახელმწიფო მოღვაწეობასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენელთა მკვლელობის მომზადება და საქართველოს რესპუბლიკის შესუსტების მიზნით დივერსიების მომზადება;

გ. მ-ემ ჩაიდინა ბანდიტიზმი, ე.ი. მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო ან სხვა საწარმოებზე, დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე ანდა ცალკეულ პირებზე თავდასხმის მიზნით ორგანიზებულ შეიარაღებულ ბანდაში; მანვე ჩაიდინა ტერორისტული აქტების მომზადება, ე.ი. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების შესუსტების მიზნით, სახელმწიფო მოღვაწეობასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლის მკვლელობის მომზადება;

გ. მ-მა ჩაიდინა ბანდიტიზმი, ე.ი. მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო ან სხვა საწარმოებზე, დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე ანდა ცალკეულ პირებზე თავდასხმის მიზნით ორგანიზებულ შეიარაღებულ ბანდაში და ამ ბანდის მიერ ორგანიზებულ თავდასხმაში; ტერორისტული აქტების მომზადება, ე.ი. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების შესუსტების მიზნით, სახელმწიფო მოღვაწეობასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლის მკვლელობის მომზადება;

ს. ხ-მა ჩაიდინა ბანდიტიზმი, ე.ი. მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო ან სხვა საწარმოებზე, დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე ანდა ცალკეულ პირებზე თავდასხმის მიზნით ორგანიზებულ შეიარაღებულ ბანდაში; მანვე ჩაიდინა ტერორისტული აქტების მომზადება, ე.ი. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების შესუსტების მიზნით, სახელმწიფო მოღვაწეობასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლის მკვლელობის მომზადება;

რ. ჩ-მა და ი. ლ-მა ჩაიდინეს ბანდიტიზმი, ე.ი. მონაწილოება მიიღეს სახელმწიფო ან სხვა საწარმოებზე, დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე ანდა ცალკეულ პირებზე თავდასხმის მიზნით ორგანიზებულ შეიარაღებულ ბანდაში და ამ ბანდის მიერ მოწყობილ თავდასხმაში;

გ. კ-ემ ჩაიდინა ბანდიტიზმი, ე.ი. მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო ან სხვა საწარმოებზე, დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე ანდა ცალკეულ პირებზე თავდასხმის მიზნით ორგანიზებულ შეიარაღებულ ბანდაში; მანვე ჩაიდინა ტერორისტული აქტების მომზადება, ე.ი. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების შესუსტების მიზნით, სახელმწიფო მოღვაწეობასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლის მკვლელობის მომზადება;

ზ. გ-მა, თ. კ-ემ და თ. წ-მა ჩაიდინეს ბანდიტიზმი, ე.ი. მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო ან სხვა საწარმოებზე, დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე ანდა ცალკეულ პირებზე თავდასხმის მიზნით ორგანიზებულ ბანდაში; ტერორისტული აქტების მომზადება, ე.ი. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების შესუსტების მიზნით, სახელმწიფო მოღვაწეობასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლის მკვლელობის მომზადება; საქართველოს რესპუბლიკის შესუსტების მიზნით დივერსიების მომზადება;

მ. ა-მა ჩაიდინა ბანდიტიზმი, ე.ი. მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო ან სხვა საწარმოებზე, დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე ანდა ცალკეულ პირებზე თავდასხმის მიზნით ორგანიზებულ ბანდაში; ტერორისტული აქტების მომზადება, ე.ი. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების შესუსტების მიზნით, სახელმწიფო მოღვაწეობასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლის მკვლელობის მომზადება; საქართველოს რესპუბლიკის შესუსტების მიზნით დივერსიების მომზადება;

ზ. წ-მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი, მათ შორის ავტომატური იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნითიერების უკანონოდ გადაზიდვა და ფეთქებადი ნივთიერების სათანადო ნებართვის გარეშე უკანონოდ შეძენა და შენახვა;

ბ. ბ-ემ წინასწარი შეპირების გარეშე დაფარა საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით და მე-17,67-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სახელმწიფო დანაშაული და ამავე კოდექსის 104-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რომლისთვისაც კანონით შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა 10 წლით და მეტი ვადით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1992 წლის 6 იანვრის შემდეგ, საქართველოში არსებული სახელმწიფო ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილმა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა, დაკარგული სახელმწიფო ძალაუფლების შეიარაღებული ბრძოლის გზით დაბრუნების მიზნით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ქალაქ გ-ში ჩამოაყალიბეს შეიარაღებული ბანდები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით საშიშ და სხვა მძიმე დანაშაულთა ჩასადენად.

შეიარაღებული ბანდის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს და მისი აქტიური წევრები გახდნენ: პ. გ-ი _ 1992 წლის მარტიდან, ი. დ-ე _ აპრილიდან, ხოლო ვ. დ-ი _ ივნისიდან.

აღნიშნული ბანდის წევრები გახდნენ: გ. მ-ე და გ. მ-ი _ 1992 წლის მარტიდან; ი. ლ-ი და რ. ჩ-ი _ აპრილიდან, გ. გ-ი, თ. წ-ი, გ. კ-ე, თ. კ-ე, ზ. გ-ი, ს. ხ-ი – მაისიდან, ხოლო მ. ა-ი _ ივლისიდან. ამავე ბანდაში გაერთიანდნენ და მის მიერ მოწყობილ თავდასხმებში მონაწილეობა მიიღეს სხვა პირებმაც.

შეიარაღებულ ბანდაში გაერთიანებულ ზემოაღნიშნულ და სხვა პირთა ცალკეულმა ჯგუფებმა 1992 წლის სექტემბრის ბოლომდე, სხვადასხვა პერიოდში, საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციის, სახელმწიფო ხელისუფლების შესუსტების, სახელმწიფო, საზოგადოებრივი და მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების, სახელმწიფო და ხელისუფლების წარმომადგენელთა მკვლელობის მიზნით ჩაიდინეს შეიარაღებული ბანდიტური თავდასხმები, ტერორისტული აქტების მომზადება და მცდელობა, დივერსიების მომზადება, რამოდენიმე პირის მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენდა მრავალ პირთა სიცოცხლისათვის. მათვე, ბანდის ორგანიზატორთა მიერ გადაცემული ფულადი სახსრებითა და მათგან დამოუკიდებლად მოპოვებული საშუალებებით, დაგეგმილ დანაშაულთა ჩადენის გასაადვილებლად, სათანადო ნებართვის გარეშე, უკანონოდ შეიძინეს, გადაზიდეს, შეინახეს და ატარეს ცეცხლსასროლი, მათ შორის ავტომატური იარაღები, საბრძოლო მასალა და ფეთქებადი ნივთიერებები.

აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენით ბანდის წევრებმა საფრთხე შეუქმნეს საქართველოს რესპუბლიკის მშვიდობიან მოსახლეობას.

შეიარაღებულ ბანდაში გაერთიანებულმა პირებმა კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებანი ჩაიდინეს შემდეგ გარემოებებში:

გ. მ-ემ, გ. მ-მა, პ. გ-მა და სხვა პირმა, ბანდის ორგანიზატორთა დავალებით, მათ მიერ მიცემული ფულით და სხვა საშუალებებით, 1992 წლის მარტიდან მაისის ჩათვლით, ბანდის მიერ განზრახულ დანაშაულთა ჩასადენად, ე. ჟ-ის მეშვეობით ქ. თბილისში, დაუდგენელი პირებისაგან, უკანონოდ შეიძინეს 17 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება „ტროტილი», „კზ-76“ ტიპის 10 კუმულატორული ნაღმი, ნახევარი კასრი სასწავლო „ნაპალმი“, ერთი ყუთი ხელყუმბარები, „ფოგოტის“ სისტემის სამი სარაკეტო დანადგარი, 7,62 კალიბრის 8000 საბრძოლო ვაზნა და 16 ხიშტ-დანა.

„ფოგოტის“ სისტემის სარაკეტო დანადგარები ბანდის წევრებმა უკანონოდ გადაზიდეს და სათანადო ნებართვის გარეშე ინახავდნენ აწ გარდაცვლილი სხვა პირის ბინაში, ხოლო 8000 საბრძოლო ვაზნა და ნახევარი კასრი სასწავლო „ნაპალმი“ უკანონოდ გადაზიდეს რ. ჩ-ის ბინაში, სადაც უკანონოდ ინახავდნენ.

რ. ჩ-ი და ი. ლ-ი, როგორც შეიარაღებული ბანდის წევრები, იმავე ბანდის წევრებთან _ გ. მ-ესთან, გ. მ-თან და სხვა პირთან წინასწარი შეთანხმებით, მათ მიერ მიტანილ საბრძოლო მასალას უკანონოდ ინახავდნენ რ. ჩ-ის ბინაში.

1992 წლის 24 ივნისს, ს-ის შენობაზე შეიარაღებულ თავდასხმაში მონაწილეობისათვის გ. მ-ისა და გ. მ-ის დაკავების შემდეგ, ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხისმგებლობის ასარიდებლად, ი. ლ-მა და რ. ჩ-მა 8000 საბრძოლო ვაზნა გადასცეს თბილისის ზღვაზე დისლოცირებული გვარდიის ნაწილს, ხოლო „ნაპალმი“ გადაღვარეს.

1992 წლის 26 აპრილს გ. მ-ი, ი. ლ-ი და რ. ჩ-ი, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცების მიზნით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სახეზე ნიღბებაფარებულები და ორი ავტომატით შეიარაღებულები, ბანდიტურად თავს დაესხნენ ქ. თბილისში, ქარხანა აგრეგატის ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო გაერთიანება „ლ-ს“, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით შებოჭეს დარაჯები _ შ. შ-ი და ლ. კ-ი, გამოკეტეს საყარაულო ოთახში, გატეხეს გაერთიანების სათავსოს საკეტები, შეაღწიეს საცავში და გაიტაცეს 187 950 მანეთად ღირებული საზოგადოებრივი ქონება, რასაც ინახავდნენ გ. მ-ის ბინაში.

გატაცებული სუნამოებიდან ორი ყუთი, ღირებული 9600 მანეთად, მ-მა და მ-ემ გამოიყენეს ბანდის საქმიანობისთვის. კერძოდ, ე. ჟ-ის მეშვეობით საბრძოლო მასალაში გაუცვალეს სამხედრო მოსამსახურეებს. 120 000 მანეთად ღირებული 600 ცალი სუნამოს რეალიზაციას გ. მ-ე და გ. მ-ი შეეცადნენ ქ. თბილისში, საკომისიო მაღაზია „ბ-ის“ თანამშრომლების მეშვეობით, მაგრამ ვერ შეძლეს იმის გამო, რომ პოლიციელებმა მიაგნეს დანაშაულის კვალს და სარეალიზაციოდ ჩაბარებული სუნამო აღნიშნული მაღაზიიდან ამოიღეს. რაც შეეხება 57 600 მანეთად ღირებულ 288 ცალ სუნამოს და 5 ცალ ელექტრო პირსაპარსს, ისინი ბანდის წევრებმა მიითვისეს.

შეიარაღებული ბანდის წევრები 1992 წლის მაისიდან შეუდგნენ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელთა და ხელისუფლების წარმომადგენელთა ტერორისტული აქტების განხორციელების გზით მკვლელობათა ჩასადენად აქტიურ მოქმედებებს. კერძოდ, შეიარაღებული ბანდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ქ. გროზნოში შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვით, ბანდის წევრებს ტერორისტული აქტი უნდა განეხორციელებინათ მშვიდობიანი მოსახლეობისათვის საყოველთაოდ საშიში საშუალებით – დიდი რაოდენობის ფეთქებად ნივთიერებათა დისტანციური მართვის მექანიზმით აფეთქების გზით. ამავე დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, პირველ რიგში ტერორისტული აქტი უნდა განხორციელებულიყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის _ ჯ. ი-ის მოკვლის მიზნით.

აღნიშნული დანაშაულის აღსრულება შეიარაღებული ბანდის ორგანიზატორებმა დაავალეს ბანდის აქტიურ წევრებს – ი. დ-ეს, პ. გ-ს და მიმალვაში მყოფ სხვა პირს. ამასთანავე, როგორც ინჟინერ-სპეციალისტს, ი. დ-ეს დაავალეს დისტანციური მართვის ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება, რაც ამ უკანასკნელმა დაამზადა და წარმატებით გამოსცადა თანამზრახველებთან ერთად ქ. თბილისში, 1992 წლის მაისში.

პ. გ-ის მეშვეობით შეიარაღებული ბანდის წევრი გახდა და მის შემადგენლობაში ჯ. ი-ის მიმართ ტერორისტული აქტის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო გ. გ-მა. აღნიშნულ და ბანდის ორგანიზატორთა მიერ დაგეგმილ სხვა დანაშაულთა მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს გ. მ-ემ, გ. მ-მა, ს. ხ-მა, გ. კ-ემ და ბანდის სხვა წევრებმა.

ბანდის ერთ-ერთი ორგანიზატორი შეუთანხმდა ი. დ-ეს, გ. მ-ეს, გ. მ-ს, ს. ხ-ს და სხვებს, რომ საქართველოში დაგეგმილ დანაშაულთა განსახორციელებლად ქ. გროზნოდან საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოეზიდათ ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ფეთქებადი ნივთიერება. ამ მიზნით აღნიშნული პირები დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ქ. გროზნოში მყოფ ზ. წ-ს და შეუთანხმდნენ მას, რომ მონაწილოება მიეღო ცეცხლსასროლი იარაღების, საბრძოლო მასალის და ფეთქებად ნივთიერებათა ყაზბეგის რაიონში შვეულმფრენის საშუალებით უკანონოდ გადმოზიდვაში.

1992 წლის 29 მაისს, შეთანხმებისამებრ, ი. დ-ესთან და შეიარაღებული ბანდის სხვა წევრებთან ერთად, ზ. წ-ი მივიდა ქ. გროზნოში „დოსააფის“ აეროდრომზე, სადაც ბანდის ერთ-ერთი ორგანიზატორი მოელაპარაკა მფრინავებს, რომ 25 000 მანეთად ყაზბეგის რაიონში შვეულმფრენით გადაეზიდათ ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ფეთქებადი ნივთიერება, ხოლო ზ. წ-მა, რომელიც იცნობდა ადგილმდებარეობას, მონაწილეობა მიიღო შვეულმფრენის სვლაგეზის განსაზღვრაში.

მეორე დღეს – 30 მაისს, ზ. წ-მა, შეიარაღებული ბანდის წევრებთან _ გ. მ-ესთან, გ. მ-თან, ს. ხ-თან და სხვებთან ერთად, ქ. გროზნოში, „დოსააფის“ აეროდრომზე შვეულმფრენში ჩატვირთეს 15 ყუთში მოთავსებული 300 კილოგრამი ფეთქებადი ნივთიერება პრესირებული „ტროტილი“, „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ორი მჭიდით, 135 საბრძოლო ვაზნა და ყუმბარმტყორცნი „რპგ-73“ ოთხი ჭურვით, რომლებიც ზ. წ-მა გ. მ-ესთან, გ. მ-თან, ს. ხ-თან და სხვა პირთან ერთად შვეულმფრენით უკანონოდ გადმოზიდა ყაზბეგის რაიონის სოფელ --- მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო შემდეგ ჩაზიდეს ზ. წ-ის სახლში.

იმავე დღეს გ. მ-ემ, გ. მ-მა, ს. ხ-მა და სხვა პირმა 10 ყუთი პრესირებული „ტროტილი“, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ორი მჭიდით, საბრძოლო მასალა და ყუმბარმტყორცნი ჭურვებითურთ გადაზიდეს და შეინახეს ყაზბეგის რაიონის სოფელ ---. რაც შეეხება ხუთ ყუთ პრესირებულ „ტროტილს“, იგი სათანადო ნებართვის გარეშე შეიძინა და შეინახა ზ. წ-მა. კერძოდ, აღნიშნული ფეთქებადი ნივთიერება ზ. წ-ს ბანდის წევრებმა დაუტოვეს საჩუქრად.

1992 წლის 30 მაისს შეიარაღებული ბანდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ქ. გროზნოდან საბრძოლო იარაღებთან, მასალებთან, ფეთქებად ნივთიერებებთან ერთად, ბანდის მიერ განზრახულ დანაშაულთა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადენის უზრუნველსაყოფად, გ. მ-ეს გამოატანა 450 000 მანეთი, რაც ამ უკანასკნელმა, ქ. თბილისში, სხვა პირებთან ერთად გადასცა პ. გ-ს.

1992 წლის მაისში გ. გ-მა შვილისაგან _ პ. გ-ისაგან შეიტყო ქ. გროზნოში შეიარაღებული ბანდის ჩამოყალიბებისა და მისი მიზნების შესახებ და გამოთქვა ბანდაში მონაწილეობის სურვილი. იგი შეუთანხმდა პ. გ-ს, რომ შეიარაღებული ბანდის ორგანიზატორთა და წევრების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილ დანაშაულთა ჩასადენად შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღებს, საბრძოლო მასალას და ფეთქებად ნივთიერებებს უკანონოდ შეინახავდა მის სამუშაო ადგილზე.

გ. და პ. გ-ებს შორის მომხდარი შეთანხმების შემდეგ, 1992 წლის ივნისის პირველ რიცხვებში ბანდის წევრები – გ. მ-ე, გ. კ-ე და სხვა პირები, გ. კ-ის და სხვა პირის მსუბუქი ავტომანქანებით ქ. თბილისიდან ჩავიდნენ ყაზბეგის რაიონის სოფელ --- და ქ. გროზნოდან გადმოზიდული და იქ შენახული ფეთქებადი ნივთიერება პრესირებული „ტროტილი“, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ორი მჭიდით, საბრძოლო მასალა და ყუმბარმტყორცნი ჭურვებითურთ უკანონოდ გადმოზიდეს ქ. თბილისში და მიიტანეს გ. გ-ის სამუშაო ადგილზე და დაუტოვეს პ. გ-ს. ამ უკანასკნელს, გ. მ-ეს და ბანდის სხვა წევრებს, იმავე საავადმყოფოში ჰქონდათ მიტანილი ადრე ე. ჟ-ის მეშვეობით შეძენილი 10 კუმულატორული ნაღმი და სხვა ასაფეთქებელი საშუალებები, რომლებიც გ. გ-მა თავის თანამშრომლებს – ა. ბ-ს და ზ. ზ-ას შეატანინა კათედრის საკუჭნაოში და ბანდის წევრებთან წინასწარი შეთანხმებით, სათანადო ნებართვის გარეშე, უკანონოდ ინახავდა.

გ. მ-ის, გ. მ-ის, ს. ხ-ის და სხვა პირების მიერ ქ. გროზნოდან ყაზბეგის რაიონში გადმოზიდული და სოფელ --- შენახული, ხოლო იქიდან იმავე გ. მ-ის, გ. კ-ის და სხვების მიერ ქ. თბილისში გადმოზიდული და გ. გ-ის მიერ შენახული „პრესირებული ტროტილიდან“ სამი ყუთი 60 კგ რაოდენობით, კუმულატორულ ნაღმებთან ერთად ბანდის წევრებმა გამოიყენეს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ჯ. ი-ის მოკვლის მიზნით ტერორისტული აქტის განსახორციელებლად.

ბანდის წევრებს განზრახული ჰქონდათ, რომ ჯ. ი-ის მკვლელობა ჩაედინათ აფეთქების გზით, რისთვისაც პ. გ-მა და შეიარაღებული ბანდის სხვა წევრმა 1992 წლის 7 ივნისს, რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურისაგან 25 000 მანეთად შეიძინეს „ზაპოროჟეცის“ მარკის წითელი ავტომანქანა და იმავე დღეს მიუყვანეს ი. დ-ეს, რომელმაც ავტომანქანა დაიტოვა და 9 ივნისამდე გაჩერებული ჰყავდა მშობლების საცხოვრებელი სახლის ეზოში. ამ პერიოდში ი. დ-ემ აღნიშნული „ზაპოროჟეცზე“ დაყენებული ავტომანქანა „ტავრიას“ საჭე მოახსნევინა და მისცა მეზობლად მცხოვრებ ლ. ი-ს, რომელმაც სანაცვლოდ სხვა საჭე დააყენა.

1992 წლის 8 ივნისს გ. გ-მა, წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, მის მიერ შენახული ცეცხლსასროლი იარაღებიდან და ფეთქებადი საშუალებებიდან, ა. ბ-ის მეშვეობით პ. გ-ს გადასცა და გაატანა 60 კილოგრამი პრესირებული „ტროტილი“ და 5 კუმულატორული ნაღმი, ხოლო მეორე დღეს _ სადენები. იმავე დღეს, ე.ი. 9 ივნისს, სხვა პირმა ი. დ-ისაგან წაიყვანა ავტომანქანა „ზაპოროჟეცი“ და გ. გ-ის ავტოსადგომში, პ. გ-თან ერთად, მასში დაამონტაჟა ფეთქებადი ნივთიერების ნაწილი – 60 კგ „ტროტილი“, კუმულატორული ნაღმები, ელექტროდეტონატორები და ი. დ-ის მიერ დამზადებული დისტანციური მართვის ასაფეთქებელი მოწყობილობის მიმღები მექანიზმი.

გ. გ-მა, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ბანდის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ჯ. ი-ის სახლიდან სახელმწიფო საბჭოს შენობამდე მოძრაობის სვლაგეზის, თანმხლები დაცვის ავტომანქანების რაოდენობის და მოძრაობის დროს განლაგების დაზუსტებაში, ხოლო 13 ივნისს, დილით, თავის მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ავტომანქანით ბაზრობაზე წაიყვანა პ. გ-ის სიდედრი ნ. მ-ი, რაც წინასწარ იცოდნენ პ. გ-მა, ი. დ-ემ და სხვა პირმა და განზრახული ჰქონდათ, რომ ნ. მ-ის ბინიდან მოეხდინათ ჯ. ი-ის მოსაკლავად დისტანციური მართვის მოწყობილობის გამოყენებით, ს. ჩ-ის ქუჩაზე, ¹39-ე საცხოვრებელ სახლთან გაჩერებული, „ტროტილით“ და კუმულატორული ნაღმებით დამუხტული „ზაპოროჟეცის“ აფეთქება.

გ. გ-ის მიერ ნ. მ-ის ბაზრობაზე წაყვანის შემდეგ, დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, ამ უკანასკნელის ბინაში მივიდნენ და დარჩნენ ი. დ-ე, პ. გ-ი და მესამე პირი. იმავე ბინაში იმყოფებოდნენ პ. გ-ის მეუღლე და მათი მცირეწლოვანი ვაჟიშვილი.

განზრახული მეთოდით ჯ. ი-ის მოსაკლავად გამოსაყენებელი საშუალებების და დანაშაულის ჩადენის ადგილის გათვალისწინებით, ი. დ-ე, პ. გ-ი, გ. გ-ი და სხვა პირი აშკარად ითვალისწინებდნენ, რომ მათ მოქმედებას შედეგად მოჰყვებოდა ორი ან მეტი პირის მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენდა მრავალ პირთა სიცოცხლისათვის, ასევე _ მშვიდობიან მოქალაქეთა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებანი, სახელმწიფო და მოქალაქეთა პირადი ქონების განადგურება და დაზიანება საყოველთაოდ საშიში საშუალებით, რასაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვებოდა და შეგნებულად უშვებდნენ ამ შედეგების დადგომას ე.ი. მოქმედებდნენ აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენის განზრახვით.

1992 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 11 საათსა და 15 წუთზე, ავტომანქანით სამსახურში მიმავალმა ჯ. ი-მა, პირადი დაცვის მუშაკებთან _ თ. ლ-ესთან, ა. დ-თან და თ. ფ-ესთან ერთად ავტომანქანით გაიარა ს. ჩ-ის ქუჩაზე მდებარე ¹39-ე საცხოვრებელი სახლის წინ, რა დროსაც იმავე ქუჩაზე მდებარე ნ. მ-ის ბინაში მყოფებმა _ ი. დ-ემ, პ. გ-მა და სხვა პირმა, შორი მანძილიდან, სამართავი პულტით, რომელიც ი. დ-ის მიერ იყო დამზადებული, ააფეთქეს „ტროტილით“ და კუმულატორული ნაღმებით დამუხტული „ზაპოროჟეცი“, მაგრამ თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვა, ჯ. ი-ის ტერორისტული აქტით და მისი თანმხლები სამი პირის ბანდიტური გზით განზრახ მკვლელობის შესახებ, ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენდა მრავალ პირთა სიცოცხლისათვის, სისრულეში ვერ მოიყვანეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რადგანაც ჯ. ი-მა და მისმა თანმხლებმა დაცვის მუშაკებმა ავტომანქანით რამოდენიმე წამით გაასწრეს „ზაპოროჟეცის“ აფეთქებას და ჯ. ი-ი, ა. ლ-ე, ა. დ-ი და თ. ფ-ე შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს.

ი. დ-ემ, პ. გ-მა და დანაშაულის აღმასრულებელმა მესამე პირმა, გ. გ-ის მონაწილეობით, ბანდიტური თავდასხმის დროს განხორცილებული ძლიერი აფეთქებით, დამამძიმებელ გარემოებებში, ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენდა მრავალ პირთა სიცოცხლისავთის, მოკლეს შემთხვევის ადგილზე მყოფი ხუთი მშვიდობიანი ადამიანი _ თ. ე-ე, მ. ი-ი, ე. მ-ე, კ. კ-ი და მცირეწლოვანი – შვიდი წლის ო. ე-ე, სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენეს მ. ჩ-ს და ე. ა-ეს, ხოლო სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით მიაყენეს ექვს სხვა მოქალაქეს. მათვე, საყოველთაოდ საშიში საშუალებით _ აფეთქებით დააზიანეს სახელმწიფო ქონება _ ავტომატური ტელეფონის სადგურის შენობა, რითიც სახელმწიფოს 25 000 მანეთის ზარალი მიაყენეს, გაანადგურეს და დააზიანეს მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლები, პირადი და ოჯახის ქონება, რასაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა. მთლიანობაში, ს. ჩ-ის ქუჩაზე აფეთქებით ჩადენილი დანაშაულით ი. დ-ემ, პ. გ-მა, გ. გ-მა და სხვა პირებმა სახელმწიფოს და ცალკეულ მოქალაქეებს მიაყენეს 10 929 133 მანეთის ზარალი.

აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენის შემდეგ ი. დ-ე, პ. გ-ი და სხვა პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პ. გ-ი და ი. დ-ე მივიდნენ ამ უკანასკნელის მეგობრის _ ბ. ბ-ის ბინაში, სადაც თავს აფარებდნენ ორი დღის განმავლობაში. იქვე დაუკავშირდა და შეხვდა მათ დანაშაულის აღმსრულებელი მესამე პირი და მოილაპარაკეს, რომ ბ. ბ-ის ბინიდან წასულიყვნენ ქ. გროზნოში.

ი. დ-ემ და პ. გ-მა ბ. ბ-ის ბინიდან ტელეფონით შეატყობინეს ოჯახის წევრებს თავიანთი ადგილსამყოფელი და სთხოვეს მისულიყვნენ იქ და მიეტანათ მათთვის ქალაქიდან გასამგზავრებლად საჭირო ტანსაცმელი და ნივთები.

1992 წლის 14 ივნისს გ. გ-ი, მისი მეუღლე და რძალი მივიდნენ ბ. ბ-ის ბინაში, სადაც ნახეს პ. გ-ნი და ი. დ-ე, რომლებსაც მძიმე დანაშაულში მხილებისა და პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მიზნით გადაწყვეტილი ჰქონდათ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვება და მიმალვა, რაშიც მათ მხარი დაუჭირა გ. გ-მაც და ამ მიზნით მიუტანა პ. გ-ს ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები.

იმავე დღეს, ლ. ი-მა ბ-ის ბინაში ავტომანქანით მიიყვანა ი. დ-ის მშობლები, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებმაც ი. დ-ის თხოვნით მიუტანეს მას რესპუბლიკიდან გამგზავრებისათვის საჭირო ტანსაცმელი და ნივთები.

მეორე დღეს, დილით ი. დ-ე, პ. გ-ი და მათთან ერთად ს. ჩ-ის ქუჩაზე დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირი, ავტომანქანით გაემგზავრნენ ქ. თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით და სხვადასხვა გზით ჩავიდნენ ქ. გროზნოში.

ბ. ბ-ე და ი. დ-ე იყვნენ მეგობრები და ამასთანავე, ერთად მუშაობდნენ საქტელერადიოდეპარტამენტში. 1992 წლის გაზაფხულზე ბ-ე ი. დ-ესთან და პ. გ-თან ერთად ჩავიდა ქ. გროზნოში, სადაც იმავე პერიოდში იმყოფებოდა ი. დ-ის ნაცნობი მ. დ-ა. იმავე წლის მაისის ბოლოს ი. დ-ე, მ. დ-ა და ბ. ბ-ე მატარებლით გამოემგზავრნენ ქ. გროზნოდან და ბაქოს გავლით ჩამოვიდნენ ქ. თბილისში.

1992 წლის 13 ივნისს ქ. თბილისში, ს. ჩ-ის ქუჩაზე დანაშაულის ჩადენის შემდეგ, როცა ი. დ-ემ და პ. გ-მა თავი შეაფარეს ბ. ბ-ის ბინაში, ამ უკანასკნელმა პ. გ-ისა და ი. დ-ისაგან გაიგო, რომ ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობა ს. ჩ-ის ქუჩაზე აფეთქების მოწყობის გზით მათ ჩაიდინეს. მეორე დღეს ბ. ბ-ე მივიდა ს. ჩ-ის ქუჩაზე, ნახა დანაშაულის ჩადენის ადგილი და დარწმუნდა დ-ის და პ. გ-ის მიერ აფეთქების მოწყობის გზით დანაშაულის ჩადენაში და მის შედეგებში, მათ შორის _ ხუთი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაში. იმავე დღეს ი. დ-ემ ლ. ი-ის ავტომანქანით ბ-ე გააგზავნა მ. დ-ასთან, რომელსაც აცნობა ჩ-ის ქუჩაზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ და გადასცა დ-ის დანაბარები იმის შესახებ, რომ ჩადენილი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, მ. დ-ას დ-ის მშობლების საცხოვრებელი სახლის წინ დაეყენებინა რ. ბ-ის კუთვნილი ისეთივე წითელი ფერის „ზაპოროჟეცი“, რომლის გამოყენებითაც მოახდინეს აფეთქება ს. ჩ-ის ქუჩაზე, მაგრამ დ-ამ თხოვნა არ შეასრულა.

გარდა აღნიშნულისა, მ. დ-ამ 1992 წლის მაისში, ქ. გროზნოში ყოფნის დროს შეიარაღებული ბანდის წევრებისაგან გაიგო, რომ მზადდებოდა სახელმწიფო დანაშაული – ტერორისტული აქტი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ჯ. ი-ის მოკვლის მიზნით, მის სახელმწიფო მოღვაწეობასთან დაკავშირებით. მანვე იცოდა, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის ბანდის წევრებს ქ. გროზნოდან საქართველოში უნდა გადმოეზიდათ ცეცხლსასროლი იარაღი და ფეთქებადი ნივთიერება, რომელთა შვეულმფრენში ჩატვირთვისათვის დ-ას სთხოვეს დახმარება, მაგრამ მან ეს თხოვნა არ შეასრულა.

ამრიგად, ბ. ბ-ემ იცოდა რა, რომ ი. დ-ემ, პ. გ-მა და სხვებმა 1992 წლის 13 ივნისს, ჩ-ის ქუჩაზე, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების შესუსტების მიზნით, სახელმწიფო მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჯ. ი-ის მოსაკლავად, ბანდიტური თავდასხმის გზით, აფეთქებით ჩაიდინეს ტერორისტული აქტის მცდელობა და ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენდა მრავალ პირთა სიცოცხლისათვის, განზრახ მოკლეს ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე, მან წინასწარი შეპირების გარეშე დაფარა აღნიშნული სახელმწიფო დანაშაულის და სხვა ისეთი დანაშაულის ჩამდენი პირები, რომლისთვისაც კანონით შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა 10 წლით და მეტი ვადით.

მ. დ-ამ, იცოდა რა ჯ. ი-ის მოკვლის მიზნით, ბანდიტური თავდასხმის გზით ტერორისტული აქტის მომზადებისა და მცდელობის, ამ სახელმწიფო დანაშაულის ჩადენის შედეგად ხუთი მშვიდობიანი მოქალაქის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის შესახებ, არ განაცხადა ამ დანაშაულთა მზადებისა და ჩადენის თაობაზე.

ზ. გ-ი, თ. კ-ე და თ. წ-ი, გაერთიანებული იყვნენ რა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ სხვადასხვა, განსაკუთრებით საშიშ დანაშაულთა ჩასადენად ორგანიზებულ ბანდაში, 1992 წლის მაისში შეუთანხმდნენ ერთმანეთს, ბანდის ორგანიზატორებს და სხვა წევრებს, რომ საქართველოში არსებული სახელმწიფო ხელისუფლების შესუსტების მიზნით ჩაედინათ ბანდიტური თავდასხმები, დივერსიები და ტერორისტული აქტები სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწეების ან ხელისუფლების წარმომადგენელთა მოკვლის მიზნით, მათ სახელმწიფო ან საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

განზრახულ დანაშაულთა ჩასადენად ასაფეთქებელი დისტანციური მოწყობილობის, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღების, საბრძოლო მასალის და ფეთქებად ნივთიერებათა ჩამოსატანად ზ. გ-ი, ბანდის სხვა წევრთან ერთად გაემგზავრა ზუგდიდსა და სოხუმში, სადაც უკანონოდ შეიძინა და წამოიღო მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი „შილკა“, რომელსაც ზ. გ-ი სათანადო ნებართვის გარეშე, უკანონოდ ინახავდა ქარელის რაიონის სოფელ ---.

1992 წლის ივნისში ზ. გ-მა, თ. წ-მა, თ. კ-ემ და სხვებმა მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ, რომ ჩაედინათ დივერსია – აეფეთქებინათ გომი-საჩხერის საავტომობილო გზის მონაკვეთი. ამ მიზნით ქარელის რაიონის სოფელ --- საჩხერის მიმართულებით, საჩხერის რაიონის მაჩვენებელი ტრაფარეტიდან მეხუთე კილომეტრზე მიიტანეს ექვს ტომარაში მოთავსებული 240 კილოგრამი ფეთქებადი ნივთიერება „ამონიტი-673“, ელექტროდეტონატორები და ელექტროსადენი. შეიარაღებული ბანდის წევრებმა აღნიშნული ფეთქებადი ნივთიერებით დანაღმეს საავტომობილო გზის ქვეშ არსებული ნიაღვარგამტარი მილი და განზრახული ჰქონდათ მისი აფეთქება საქართველოში ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციის დაწყებისთანავე, მაგრამ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს, რადგან ბანდის წევრები მხილებულ იქნენ დანაშაულში და ფეთქებადი ნივთიერება, დეტონატორები და სადენი ამოიღეს პოლიციელებმა.

შეიარაღებული ბანდის ორგანიზატორები და სხვა წევრები განაწყენებული იყვნენ რა საქართველოს რესპუბლიკის გენერალურ პროკურორზე – ვ. რ-ეზე, როგორც საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე, მის სახელმწიფო მოღვაწეობასთან დაკავშირებით განიზრახეს ამ უკანასკნელის მოკვლა სახელმწიფო ხელისუფლების შესუსტების მიზნით, რაც დაევალათ ზ. გ-ს, თ. წ-ს, თ კ-ეს და სხვა პირებს.

ზ. გ-მა, თ. კ-ემ, თ. წ-მა და სხვებმა, 1992 წლის ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში შეიმუშავეს გეგმა ტერორისტული აქტის განხორციელების გზით ვ. რ-ის მოსაკლავად. ამ გეგმის შესაბამისად, ზ. გ-მა, თ. წ-მა, თ. კ-ემ და სხვებმა ტერორისტული აქტის ჩასადენად მოამზადეს პირობები. კერძოდ, მათ უკანონოდ შეიძინეს ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ვაზნები და ხელყუმბარები, რომლებსაც უკანონოდ ინახავდნენ და ატარებდნენ, შეისწავლეს ვ. რ-ის სახლიდან სამსახურამდე სვლაგეზი, პირადი დაცვის რაოდენობა და თავიანთთვის მოამზადეს „ჟიგულის“ მარკის სამი ავტომანქანა.

ზ. გ-მა, თ. კ-ემ, თ. წ-მა და ბანდის სხვა წევრებმა დაადგინეს, რომ ვ. რ-ე დილით _ 9 საათზე გადიოდა საცხოვრებელი სახლიდან და დაცვის თანხლებით, ავტომანქანით მიემართებოდა გ-ის ქუჩის ¹24-ში მდებარე რესპუბლიკის პროკურატურის შენობისაკენ, ე-ის, დ-ის, მ. კ-ას, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და გ-ის ქუჩების გავლით. ამის შემდეგ ბანდის წევრები შეთანხმდნენ, რომ ვ. რ-ეზე თავდასხმა მოეწყოთ მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრალური სადგურის გვერდით მდებარე ¹5-ე ავტოგასამართი სადგურის წინ.

1992 წლის ივლისის პირველ ნახევარში, ავტომატით და ხელყუმბარებით შეიარაღებული ზ. გ-ი და ბანდის სხვა წევრი ერთი ავტომანქანით, ხოლო თ. წ-ი და ბანდის სხვა წევრი მეორე ავტომანქანით, სახლიდან სამსახურში მიმავალ ვ. რ-ეს ჩაუსაფრდნენ ¹5-ე ავტოგასამართ სადგურთან. თ. კ-ე და შეიარაღებული ბანდის სხვა წევრი მესამე ავტომანქანით მივიდნენ სათვალთვალოდ ე-ის ქუჩაზე ვ. რ-ის სახლთან და როდესაც დარწმუნდნენ, რომ ეს უკანასკნელი მიდიოდა სამსახურში, გაუსწრეს მას, მივიდნენ ¹5-ე ავტოგასამართ სადგურთან და შეატყობინეს იქ ჩასაფრებულ თანამზრახველებს.

ზ. გ-მა, თ. კ-ემ, თ. წ-მა და სხვებმა, თავიანთი განზრახვა – ბანდიტური თავდასხმის გზით ტერორისტული აქტის განხორციელებით ვ. რ-ის მოკვლის შესახებ სისრულეში ვერ მოიყვანეს იმის გამო, რომ მათ ხელი შეუშალა გაუთვალისწინებელმა გარემოებამ. კერძოდ, შეამჩნიეს, რომ განზრახული და სრულად მომზადებული დანაშაულის – ტერორისტული აქტის ჩასადენად ამორჩეული ადგილის ახლოს, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ბ-ესა და ი-ის ქუჩების გადაკვეთასთან იდგნენ შეიარაღებული პოლიციელები და გაითვალისწინეს, რომ ვ. რ-ისათვის ავტომატებიდან სროლის შემთხვევაში, შეიძლება დაკავებული ყოფილიყვნენ პოლიციელების მიერ. ამიტომ, ბანდის წევრებმა განზრახული დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანეს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ზ. გ-მა, როგორც შეიარაღებული ბანდის წევრმა, ამ ბანდის მიერ დაგეგმილ დანაშაულთა ჩადენისათვის გამოსაყენებლად დაუდგენელი პირისაგან, სათანადო ნებართვის გარეშე შეიძინა და თავის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა ფეთქებად საბრძოლო საშუალებას _ „ფ-1“ ტიპის ხელყუმბარას და საბრძოლო მასალებს: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდს 30 საბრძოლო ვაზნით, რევოლვერის 20 ვაზნას და ავტომატის 7 ვაზნას. აღნიშნული საბრძოლო მასალები ამოღებულ იქნა ჩხრეკის შედეგად.

გ. კ-ემ და თ. კ-ემ, სხვა პირებთან ერთად, შეიარაღებული ბანდის დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ბანდიტური თავდასხმების, ტერორისტული აქტების მომზადებისა და განხორციელების მიზნით 1992 წლის სექტემბერში, ქ. ზუგდიდში უკანონოდ შეიძინეს, ქ. თბილისში ჩამოიტანეს და ინახავდნენ ორ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს.

1992 წლის სექტემბერში გ. კ-ე განმეორებით გაემგზავრა ქ. ზუგდიდში სხვა პირთან ერთად და შეიარაღებული ბანდიტური ჯგუფის მატერიალურად უზრუნველყოფისა და განზრახულ დანაშაულთა განხორციელების საჭიროებისათვის ქ. თბილისში ჩამოიტანეს 700 000 მანეთი, რომლის ნაწილი _ 200 000 მანეთი გადაეცა ბანდის წევრ თ. წ-ს, ბანდიტური ჯგუფის საჭიროებისათვის გამოსაყენებლად.

გარდა ამისა, გ. კ-ემ, როგორც შეიარაღებული ბანდის წევრმა, ამ ბანდის მიერ დაგეგმილ დანაშაულთა ჩადენისათვის გამოსაყენებლად, დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა პისტოლეტის 18 და რევოლვერის 5 საბრძოლო ვაზნას.

ვ. დ-ი, ი. დ-ე და პ. გ-ი 1992 წლის ივნისში შეუთანხმდნენ შეიარაღებული ბანდის ორგანიზატორებს და სხვებს, რომ საქართველოში არსებული სახელმწიფო ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილი მოქალაქეები საქართველოდან მიეწვიათ და შეეკრიბათ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, აღეჭურვათ უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღებით, ხელყუმბარებით, ფეთქებადი ნივთიერებებით და სხვა საბრძოლო საშუალებებით, სპეციალურად გაეწვრთნათ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების შესუსტების მიზნით ტერორისტული აქტების, დივერსიების, ბანდიტური თავდასხმების და სხვა დანაშაულთა ჩასადენად, გადაეყვანათ კახეთის რეგიონში, მოეხდინათ იქ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაცია, მოსახლეობაში შეექმნათ ქაოსი, განემტკიცებინათ პოზიციები და შემდეგ შეიარაღებული ბანდიტური თავდასხმა მოეწყოთ ქ. თბილისში სახელმწიფო საბჭოს წევრებისა და მისი ხელმძღვანელობის გასანადგურებლად და შეიარაღებული ბრძოლის გზით დაემხოთ საქართველოში არსებული სახელმწიფო ხელისუფლება.

აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენის ორგანიზება და ბანდიტური ჯგუფის ხელმძღვანელობა დაევალა რა ვ. დ-ის, იგი, ი. დ-ე, პ. გ-ი და სხვა პირები 1992 წლის ივნისის ბოლოს ჩავიდნენ ქ. ბაქოში და შეუდგნენ დაგეგმილ დანაშაულთა ჩადენისათვის მზადებას.

1992 წლის ივლისში და აგვისტოში ვ. დ-ი ქ. თბილისში დაუკავშირდა საქართველოს რესპუბლიკაში იმ დროს არსებული სახელმწიფო ხელისუფლების მოწინააღმდეგე მ. ჯ-ეს და ლ. დ-ეს, მოელაპარაკა და შეუთანხმდა მათ, რომ შეიარაღებულ ბანდაში გაერთიანებისა და მის რიგებში დაგეგმილ დანაშაულთა _ ტერორისტული აქტების, დივერსიების, ბანდიტური თავდასხმების და სხვა დანაშაულთა ჩასადენად და საქართველოს რესპუბლიკაში არსებული სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლისათვის საწვრთნელი მომზადების გასავლელად ქ. ბაქოში გამგზავრებისათვის ორგანიზაცია გაეწიათ საქართველოს მოქალაქეებისათვის.

ვ. დ-ისთან შეთანხმების შესაბამისად, მ. ჯ-ე და ლ. დ-ე დაუკავშირდნენ ბ. გ-ს, გ. ს-ს, დ. ლ-ეს, ზ. ფ-ს, ე. კ-ეს, დ. ტ-ს, ბ. ო-ეს, გ. ს-ს, გ. ტ-ეს, ლ. დ-ეს, გ. ხ-ს და სხვებს, მოელაპარაკნენ და შეუთანხმდნენ მათ, რომ მონაწილეობა მიეღოთ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით საშიში და სხვა მძიმე დანაშაულთა ჩადენის მიზნით შექმნილ შეიარაღებულ ბანდაში და ამ ბანდის მიერ მოწყობილ თავდახმებში, მანამდე კი, შეიარაღებული ბანდის ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილ დანაშაულთა ჩადენისათვის საწვრთნელი მომზადების გავლის მიზნით გამგზავრებულიყვნენ ქ. ბაქოში. ასეთი მოლაპარაკების და შეთანხმების შემდეგ მ. ჯ-ემ და ლ. დ-ემ 1992 წლის ივლისსა და აგვისტოში ზემოაღნიშნულ პირები ქ. თბილისიდან მატარებლით ჩაიყვანა ქ. ბაქოში ვ. დ-ისთან.

1998 წლის ივლისში მ. ა-მა შეიტყო ქ. ბაქოში ორგანიზებული შეიარაღებული ბანდის არსებობისა და მისი დანაშაულებრივი მიზნების შესახებ და დათანხმდა, რომ მონაწილეობას მიიღებდა შეიარაღებულ ბანდაში და მის მიერ მოწყობილ თავდასხმებში. იგი იმავე თვეში, მ. ჯ-ის მეშვეობით, სხვებთან ერთად ჩავიდა ქ. ბაქოში, სადაც დახვდათ ვ. დ-ი, ი. დ-ე, პ. გ-ი და სხვა პირი, რომლებსაც უნდა მოემზადებინათ ბანდის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილ დანაშაულთა ჩასადენად.

1992 წლის 13 ივნისს ქ. თბილისში, ჩ-ის ქუჩაზე ტერორისტული აქტისა და სხვა მძიმე დანაშაულთა ჩადენის შემდეგ, დანაშაულის ჩადენაში მხილებისაგან თავის დაღწევის მიზნით, გ. გ-მა მის სამუშაო ადგილზე ბანდის საჭიროებისათვის შენახული ფეთქებადი ნივთიერებები, საბრძოლო მასალა, ავტომატური და სხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი მის თანამშრომლებს ჩააზიდვინა იმავე შენობის სარდაფში, სადაც უკანონოდ ინახავდა.

1992 წლის ივლისის ბოლოს გ. გ-ი ქ. ბაქოში შვილის – პ. გ-ის სანახავად ჩასვლისას, ამ უკანასკნელის მეშვეობით დაუკავშირდა იქ მყოფ შეიარაღებული ბანდის წევრებს _ ვ. დ-ის, ი. დ-ეს და სხვა პირს, რომლებისგანაც გაიგო მათ მიერ ქ. ბაქოში ორგანიზებული ბანდის არსებობისა და მისი დანაშაულებრივი მიზნების შესახებ და შეუთანხმდა მათ, რომ მონაწილეობას მიიღებდა შეიარაღებულ ბანდაში. კერძოდ, ბანდის მიერ დაგეგმილ, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით საშიშ და სხვა დანაშაულთა ჩადენის გასაადვილებლად ქ. თბილისიდან ყვარლის რაიონში, სადაც უნდა ჩასულიყვნენ და დაბანაკებულიყვნენ ბანდის წევრები, გადაუგზავნიდა იმ ფეთქებად ნივთიერებებს, ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს, ყუმბარმტყორცნს და სხვა საბრძოლო მასალას, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა თავის სამუშაო ადგილზე. ამასთანავე, გ. გ-მა ი. დ-ეს და პ. გ-ს აუხსნა კონკრეტულად და უბის წიგნაკში ჩაახაზვინა მისი სამსახურის შენობის სარდაფში იმ ადგილის მდებარეობა, სადაც ფეთქებადი ნივთიერება, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ჰქონდა გადამალული.

გარდა აღნიშნულისა, ქ. ბაქოდან წამოსვლის შემდეგ, პ. გ-ის დავალებით და ბანდის სხვა წევრებთან შეთანხმებით, გ. გ-ი 1992 წლის ივლისში, ქ. თბილისში დაუკავშირდა ე. ჟ-ს, რათა მისი მეშვეობით ბანდის მიერ დაგეგმილ დანაშაულთა ჩადენისათვის გამოსაყენებლად შეეძინათ „სტრელას“ და „იგლას“ სისტემის სარაკეტო დანადგარები, მაგრამ ეს ვერ შეძლეს, რადგან ე. ჟ-მა დახმარებაზე უარი განაცხადა.

იმის გამო, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ვერ შეძლეს ბანდის წევრთა გაწვრთნა და შეიარაღება, ვ. დ-იმ, ი. დ-ემ და პ. გ-მა, სხვა პირებთან შეთანხმებით გადაწყვიტეს, რომ ბანდის წევრები გადაეყვანათ ყვარლის რაიონის მთებში და იქ გადაეზიდათ მათთვის ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.

მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ი. დ-ე, პ. გ-ი და მ. ა-ი დ. ლ-ესთან, ზ. ფ-თან, ე. კ-ესთან, დ. ტ-თან, გ. ს-თან, ბ. გ-ლთან და სხვებთან ერთად, 1992 წლის 2 აგვისტოს შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე _ ყვარლის რაიონში და დაბანაკდნენ ტყეში, სადაც წინასწარი მოლაპარაკების და შეთანხმების შესაბამისად, ვ. დ-ისაგან უნდა მიეღოთ ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, შემოეერთებინათ და შეიარაღებულ ბანდაში ჩაერიცხათ სხვა პირებიც. ტყეში დაბანაკებულ ბანდის წევრებს შეუერთდათ _ ხ. ჯ-ე, ბ. მ-ე, გ. გ-ე, დ. მ-ი და სხვები.

1992 წლის აგვისტოს პირველ ნახევარში გ. გ-ისათვის ცნობილი გახდა, რომ ბანდის წევრები დაბანაკებული იყვნენ ყვარლის რაიონის ტერიტორიაზე, მაგრამ შეპირებული ფეთქებადი ნივთიერება, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რომლებსაც ბანდის საჭიროებისათვის უკანონოდ ინახავდა თავისი სამუშაო ადგილის შენობის სარდაფში, ვერ გაატანა დ. ტ-ს და გ. ს-ს, რადგან ა. ბ-მა, ჩადენილი დანაშაულისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მიზნით, გ. გ-თან შეუთანხმებლად, ისინი სარდაფიდან გაატანინა გ. რ-ს და რ. გ-ს. ამიტომ, გადამალული ფეთქებადი ნივთიერებები, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა გ. გ-მა ვერ აღმოაჩინა.

ამის შემდეგ დ. ტ-ი დაბრუნდა ყვარელში, ხოლო გ. ს-ი დარჩა ქ. თბილისში, ფეთქებადი ნივთიერების და სხვა საბრძოლო საშუალებების საშოვნელად. მან 1992 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში ყვარლის რაიონის ტერიტორიაზე დაბანაკებულ ბანდის წევრებს ჩაუტანა და გადასცა ოთხი თვითნაკეთი ხელყუმბარა, 5,08 კგ ფეთქებადი ნივთიერება „ტროტილი“ და «ბიქფორტის» ზონარი.

იმავე პერიოდში, პ. გ-ის დავალებით, დ. ტ-ი ყვარლის რაიონიდან კვლავ ჩავიდა ქ. თბილისში და ნახა გ. გ-ი, რომელმაც პ. გ-ის მოთხოვნის შესაბამისად, ბანდის მიერ დაგეგმილ დანაშაულთა ჩადენისათვის გამოსაყენებლად დ. ტ-ს გაატანა პ. გ-ის კუთვნილი „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებით, 300 საბრძოლო ვაზნა და მცირეკალიბრიანი შაშხანა, რომლებიც დ. ტ-მა ჩაუტანა და ყვარლის რაიონის ტყეში დაბანაკებული ბანდის წევრს _ პ. გ-ს გადასცა.

1992 წლის 21 აგვისტოს ვ. დ-იმ და პ. გ-მა გ. ტ-ესთან, ბ. ო-ესთან, გ. ს-თან, ლ. დ-ესთან და სხვებთან ერთად ქ. გროზნოდან ქ. ბაქოს გამოვლით, დაქირავებული შვეულმფრენით, ყვარლის რაიონში უკანონოდ გადმოზიდეს „კალაშნიკოვის“ სისტემის 47 ავტომატი, ორი ყუმბარმტცორცნი ათი ნაღმით, ოთხი ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა, „ფ-1“ ტიპის 70 ხელყუმბარა და 3200 საბრძოლო ვაზნა.

აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღებიდან და საბრძოლო მასალიდან ი. დ-ემ, როგორც ბანდიტური ჯგუფის მეთაურმა, გაანაწილა და გასცა 21 ავტომატი, ორი ყუმბარმტყორცნი, ხელყუმბარები და საბრძოლო მასალა, რის შესახებაც ჩაიწერა თავის უბის წიგნაკში. ბანდის ერთ-ერთ წევრს _ მ. ა-ს ი. დ-ემ მისცა „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ორი მჭიდით, 250 საბრძოლო ვაზნა და სამი ხელყუმბარა. დარჩენილი 26 ავტომატი ი. დ-ემ და პ. გ-მა, რომელიც ბანდის მეთაურის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, შეინახეს სპეციალურად მოწყობილ სამალავში, ბანდის ახალი წევრების შემოერთების შემთხვევაში მათზე გასაცემად.

ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მიღების შემდეგ ბანდის წევრები შეუდგნენ ყვარლის რაიონის ტერიტორიაზე დაგეგმილ დანაშაულთა განხორციელებას. 1992 წლის 25 აგვისტოს, ბანდის სხვა წევრებთან მოლაპარაკების შემდეგ, ვ. დ-ის ხელმძღვანელობით, მ. ა-ი, ბ. ო-ესთან, ლ. დ-ესთან, ხ. ჯ-ესთან და სხვებთან ერთად, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით და ხელყუმბარებით, ქ. ყვარელში ბანდიტურად თავს დაესხნენ «ტაქსომოტორების“ საწარმოს მძღოლ ზ. ს-ს იმ დროს, როცა იგი მართავდა «გაზ-24» მარკის ავტომანქანას, მძღოლს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ხოლო ავტომანქანა გაიტაცეს დროებით გამოყენების მიზნით. იმავე დღეს, აღნიშნული ავტომანქანის გამოყენებით ვ. დ-ი, მ. ა-ი და ზემოაღნიშნული სხვა პირები, პირადი ქონების დაუფლების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენებით ბანდიტურად თავს დაესხნენ ქ. ყვარელში მცხოვრებ დ. მ-ის ოჯახს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით და ძალადობით გაიტაცეს 475 000 მანეთად ღირებული ქონება. ბინიდან წაიყვანეს დ. მ-ი, რომლსაც ვ. დ-იმ და ბანდიტურ თავდასხმაში მონაწილე სხვა პირმა მოსთხოვეს, რომ ქ. ბაქოში ჩაეტანა მათთვის 500 000 მანეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა პირი დაემუქრა სახლ-კარის გადაწვით. დ. მ-ის ბინიდან ბანდიტური თავდასხმის გზით გატაცებული ფული და ქონება ვ. დ-იმ და თავდასხმაში მონაწილე სხვა პირმა იმავე დღეს წაიღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ხოლო მ. ა-ი და ბანდიტური თავდასხმის სხვა მონაწილეები დაბრუნდნენ ტყეში და ი. დ-ეს და პ. გ-ს შეატყობინეს დ. მ-ის ბინაზე თავდასხმის შედეგები.

1992 წლის 30 აგვისტოს, ი. დ-ესთან და ბანდის სხვა წევრებთან შეთანხმებით მ. ა-ი, სხვებთან ერთად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით და ხელყუმბარებით აღჭურვილები, ბანდიტურად თავს დაესხნენ ქ. ყვარელში მდებარე რესტორან „ხ-ს“ და გაიტაცეს 7 785 მანეთად ღირებული ჭურჭელი და საკვები პროდუქტები და მიიტანეს ბანდის დაბანაკების ადგილზე.

1992 წლის 3 სექტემბერს სამართალდამცავი ორგანოების შეიარაღებული ძალების მიერ ყვარლის რაიონის ტერიტორიაზე დაკავებულ იქნენ ი. დ-ე, მ. ა-ი და სხვები. რაც შეეხება პ. გ-ს, მან მოახერხა მიმალვა. ეს უკანასკნელი და ვ. დ-ი დაკავებული იქნენ 1993 წლის 6 აპრილს, ქ. ბაქოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, სსსკ-ის 680-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, განიხილა ი. დ-ისა და პ. გ-ის დამცველის საკასაციო საჩივრები და 2001 წლის 10 აგვისტოს განჩინებით აღნიშნული განაჩენი შეიცვალა: ი. დ-ესა და პ. გ-ს მოეხსნათ სსკ-ის 78-ე მუხლით, მე-17,67-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-17,69-ე მუხლით შერაცხული ბრალდებები და ყველა ამ ნაწილში მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა. მათ იმავე კოდექსის მე-17,67-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 15-15 წლით, შეუმცირდათ 5-5 წლით და მოსახდელად დარჩათ თავისუფლების აღკვეთა 10-10 წლის ვადით; მე-17,104-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 15-15 წლით _ შეუმცირდათ 4-4 წლით და მოსახდელად დარჩათ თავისუფლების აღკვეთა 11-11 წლის ვადით; 104-ე მუხლის მე-4, მე-6 პუნქტებით განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 12-12 წლისა და 6-6 თვის ვადით. მათვე სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის ზომად დაენიშნათ _ 3-3 წლით, მე-2 ნაწილით _ 4-4 წლით, ხოლო მე-3 ნაწილით _ 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ი. დ-ესა და პ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 12-12 წლითა და 6-6 თვით.

საკასაციო პალატამ მიუთითა: «ი. დ-ე და პ. გ-ი საქართველოში 1991 წლის იანვრამდე არსებული ხელისუფლების მხარდამჭერები იყვნენ. დავას არც ის იწვევს, რომ ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ცეცხლსასროლი იარაღებისა და ფეთქებად საშუალებათა უკანონო შეძენაში, გადაზიდვასა და შენახვაში, რითაც ხდებოდა ცალკეული ორგანიზებული ჯგუფის შეიარაღება, მაგრამ ამ ჯგუფების შეიარაღების მიზანი იყო არა სხვისი ქონების დაუფლებისათვის ცალკეულ პირებზე ან ორგანიზაციებზე ბანდიტური თავდასხმა, არამედ სახელმწიფო ხელისუფლების დაბრუნებისათვის ბრძოლა, რაც სხვა, შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ქმედებაა და არა ბანდიტიზმი. ამის გათვალისწინებით, ჯგუფის წევრებს პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდათ მხოლოდ იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც უშუალოდ მათი მონაწილეობით იქნა ჩადენილი. სხვა დანაშაულობანი, თუნდაც ბანდიტური ან ყაჩაღური თავდასხმები, ტერორისტული აქტისა თუ დივერსიის მცდელობანი, შეფასებული უნდა იქნეს როგორც აღმსრულებელთა ექსცესი და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ამ დანაშაულის ჩადენის უშუალო მონაწილეს (ორგანიზატორს, წამქეზებელს, აღმსრულებელს და დამხმარეს).

საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ი. დ-ემ და პ. გ-მა რაიმე ფორმით უშუალო მონაწილეობა მიიღეს გენერალური პროკურორის ვ. რ-ის მიმართ ტერაქტის მომზადებასა და მცდელობაში, გომი-საჩხერის საავტომობილო გზაზე დივერსიული აქტის მომზადებაში, ქ. თბილისში, ქარხანა „აგრეგატის“ ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო გაერთიანება „ლ-ზე“, ქ. ყვარელში ზ. ს-სა და დ. მ-ზე, აგრეთვე რესტორან „ხ-ზე“ ბანდიტურ თავდასხმებში. ამის გამო ი. დ-ეს და პ. გ-ს უნდა მოეხსნათ საქართველოს 1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლით, მე-17 და 67-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მე-17 და 69-ე მუხლით შერაცხული ბრალდებები და ყველა ამ ეპიზოდში მათ მიმართ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს».

მსჯავრდებული მ. დ-ა საჩივარში აღნიშნავს, რომ ირიცხებოდა ეროვნული გვარდიის ქარელის საგანგებო დანიშნულების ბატალიონში და იყო ოფიცერი. „1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ» საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის დადგენილება წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რის გამოც ითხოვს მის მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვას და საქმის შეწყვეტას.

სამოტივაციო ნაწილი:

სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის დადგენილების, როგორც ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე შესაძლებელია გადაისინჯოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, თუ საჩივარში მითითებული გარემოებები მთლიანად აკმაყოფილებს ორ ძირითად პირობას: პირის ბრალდება უნდა ემყარებოდეს დადგენილებაში მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) მონაწილეობას და მის პოლიტიკურ მრწამსს, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ ემყარება მ. დ-ას მიმართ ბრალდება.

პალატა აღნიშნავს,¸რომ საქართველოს პარლამენტის ზემოაღნიშნულ დადგენილებში მითითებული «სახელისუფლებო სტრუქტურებში მონაწილეობა» არ გულისხმობს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რისთვისაც მსჯავრდებულია მ. დ-ა. ამდენად, მის მიმართ მიმართ საჩივარში მითითებული მოტივებით სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება სხვა მსჯავრდებულებს, გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, გ. მ-ი, ი. ლ-ი და რ. ჩ-ი ბანდიტურად თავს დაესხნენ სასოფლო-სამეურნეო გაერთიანება «ლ-ს», საიდანაც გაიტაცეს 1 879 950 მანეთად ღირებული ნივთები; შეიარაღებული ბანდის წევრები, განაწყენებულები იყვნენ რა საქართველოს გენერალურ პროკურორზე, განიზრახეს მისი მოკვლა, რაც დაევალათ ზ. გ-ს, თ. წ-ს, თ. კ-ეს და სხვებს, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს მათგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო; შეიარაღებული ბანდის წევრებთან შეთანხმებით, ვ. დ-ის ხელმძღვანელობით, მ. ა-ი და სხვა პირები ქ. ყვარელში ბანდიტურად თავს დაესხნენ «ტაქსომოტორების» საწარმოს მძღოლს და გასტაცეს ავტომანქანა, რომლის გამოყენებით, იმავე დღეს, ხსენებული პირები თავს დაესხნენ დ. მ-ის ოჯახს და გაიტაცეს 475 000 მანეთად ღირებული ნივთები. გარდა ამისა, დ. მ-ს მოსთხოვეს, რომ მათთვის ქ. ბაქოში ჩაეტანა 500 000 მანეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ სახლ-კარის გადაწვით; მ. ა-ი, ბანდის სხვა წევრებთან ერთად, ბანდიტურად თავს დაესხა ქ. ყვარელში მდებარე რესტორან «ხ-ს» და გაიტაცეს სხვადასხვა ნივთები.

მოცემულ შემთხვევაში პალატა არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერებაზე, დასაბუთებულობასა და სამართლიანობაზე, ხოლო დადგენილი, ზემოაღნიშნული და სხვა ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2001 წლის 10 აგვისტოს, ე.ი. სისხლის სამართლის ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, განიხილა მსჯავრდებულთა საკასაციო საჩივრები, არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძველი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ მ. დ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 10 აგვისტოს განჩინება მ. დ-ას და სხვათა მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.