შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 04.06.2010
საქმის ნომერი
9საზ.-2010
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
04.06.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

9საზ.-10 ქ. თბილისი

4 ივნისი, 2010 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ვასილ როინიშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. შ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 23 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 23 აგვისტოს განაჩენით:

გ. შ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის I ნაწილით და მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I-II ნაწილებით, 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ზ”, “თ” ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით (17.08.67 წლის რედაქცია) და 109-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ზ”, “თ” ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა; 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; 109-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით _ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (ძვ. რედაქცია) თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ გ. შ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, საიდანაც პირველი ხუთი წელი უნდა მოეხადა საერთო რეჟიმის საპყრობილეში. მას სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2000 წლის 2 დეკემბრიდან.

მ. შ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის I ნაწილით და მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის “თ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

მ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I-II ნაწილებით, 117-ე მუხლის I ნაწილით, 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ზ”, “თ” ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “დ” ქვეპუნქტებით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 19,109-ე მუხლის “ა”, “გ”, “ზ”, “ლ”, “ო” ქვეპუნქტებით და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; 117-ე მუხლის I ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ზ”, “თ” ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “დ” ქვეპუნქტებით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; 19,109-ე მუხლის “ა”, “გ”, “ზ”, “ლ”, “ო” ქვეპუნქტებით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (ძვ. რედაქცია) თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ მ. შ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2000 წლის 2 დეკემბრიდან.

მსჯავრდებული გ. შ-ი საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 23 აგვისტოს განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით გ. შ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I-II ნაწილებით, 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ზ”, “თ” ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით (17.08.67 წლის რედაქცია) და 109-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. შ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან, რადგან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ყაჩაღობისათვის დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ გ. შ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტთან. მსჯავრდებულ გ. შ-ს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით უნდა მიესაჯოს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას განზრახ მკვლელობისათვის მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის I ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 14 წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ გ. შ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “გ” პუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის I ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან და მას სასჯელად უნდა განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ. შ-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ათ წლამდე, შეესაბამება ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. მართალია, სანქციის ზედა ზღვარმა დაიწია, მაგრამ, ვინაიდან არ შეცვლილა დანაშაულის კატეგორია და მსჯავრდებულ გ. შ-ის განსაზღვრული სასჯელიც სანქციის ფარგლებშია, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილის ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლთან შესაბამისობაში მოყვანაზე.

ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მესამე ნაწილით დაკვალიფიცირებული ქმედება ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I-II ნაწილებით, 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ზ”, “თ” ქვეპუნქტებითა და 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძვ. რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მასთან მიმართებით გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

რაც შეეხება სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. შ-ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I-II ნაწილებით, 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ზ”, “თ” ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (ახ. რედაქცია), 240-ე მუხლის მე-3 ნაწილითა (17.08.67 წლის რედაქცია) და 109-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ახ.რედაქცია), საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2002 წლის 2 დეკემბრიდან.

საქართველოს სსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულ მ. შ-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით მ. შ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I-II ნაწილებით, 117-ე მუხლის I ნაწილით, 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ზ”, “თ” ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “დ” ქვეპუნქტებით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 19,109-ე მუხლის “ა”, “გ”, “ზ”, “ლ”, “ო” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, მსჯავრდებულ მ. შ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან, რადგან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.

განაჩენით მ. შ-ს ასევე მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან რვა წლამდე, რაც მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) იმავე ქმედებისათვის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, რაც წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ მ. შ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილთან და მას უნდა მიესაჯოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I-II ნაწილებით, 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ზ”, “თ” ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 19,109-ე მუხლის “ა”, “გ”, “ზ”, “ლ”, “ო” ქვეპუნქტებით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მასთან მიმართებით განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

რაც შეეხება სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. შ-ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I-II ნაწილებით, 117-ე მუხლის I ნაწილით (ახ.რედაქცია), 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ზ”, “თ” ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “დ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (ახ.რედაქცია), 240-ე მუხლის მე-3 ნაწილითა (17.08.67 წლის რედაქცია) და 19,109-ე მუხლის “ა”, “გ”, “ზ”, “ლ”, “ო” ქვეპუნქტებით საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2002 წლის 2 დეკემბრიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. შ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 23 აგვისტოს განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ გ. შ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “გ” პუნქტის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის I ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან და ამ მუხლით მიესაჯოს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებული ქმედება (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე.

მსჯავრდებულ გ. შ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტთან და გ. შ-ს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით მიესაჯოს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ. შ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2002 წლის 2 დეკემბრიდან.

მსჯავრდებულ მ. შ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილთან და მას მიესაჯოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებული ქმედება (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე.

მსჯავრდებულ მ. შ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2002 წლის 2 დეკემბრიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.