უარი ეთქვა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');
საქმე N:ბს-925(უს-18)
@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}
(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
-->
საქართველოს უზენაესი სასამართლო
მთავარი (current)
სასამართლოს შესახებ
შენობის ისტორია
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
სტატისტიკა
გადაწყვეტილებები
სიახლეები
ანალიტიკა
გამოცემები
უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)
ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"
უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი
სხდომის განრიგი
კონტაქტი
#modalBody{
text-align: justify;
p{
text-align: justify;
}
}
}
A
A
ბს-925 (უს-16) 04 ოქტომბერი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.18წ. განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
08.02.2017წ. ლ. გ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისის მერიის 24.02.2017წ. #1-446 ბრძანების და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 27.07.2016წ. #2693425 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს მისამართზე ქ.თბილისი, ... ქუჩა #23ბ, რომელზედაც ნებართვის გარეშე დაიწყო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. სსიპ არქიტექტურის სამსახურის 11.12.2014წ. #1636746 ბრძანებით დაკმაყოფილდა განცხადება უნებართვოდ დაწყებული მშენებლობის წარდგენილი პროექტის შესაბამისად დასრულების ნებართვის თაობაზე და ლ. გ-ს დაერთო უნებრათვოდ დაწყებული მშენებლობის დასრულების ნება, რისთვისაც განესაზღვრა 12 თვის ვადა. ამავე ბრძანებით ლ. გ-ს განემარტა, რომ უფლება ჰქონდა ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ მიემართა სსიპ არქიტექურის სამსახურისათვის მშენებლობის ლეგალიზებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 27.07.2016წ. #2693425 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა შენობის ლეგალიზებაზე იმ საფუძვლით, რომ საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება არ მომხდარა სსიპ არქიტექტურის სამსახურის 11.12.2014წ. #1636746 ბრძანებით განსაზღვრული პირობებით, კერძოდ, წარდგენილ არქიტექტურულ პროექტს და საპროექტო ფოტომონტაჟს არ შეესაბამება საცხოვრებელი სახლში არსებული ფრამუგები და სამერცხლულები რაოდენობრივად, სხვაგვარადაა აგრეთვე მოწყობილი კიბე. აღნიშნული ბრძანება ლ. გ-მა 17.08.2016წ. ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომლის თაობაზე ზეპირი მოსმენა გაიმართა 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში, რაზეც პასუხი არ მიუღია, რაც საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას გულისხმობს სზაკ-ის 177.2 მუხლის თანახმად. არასწორია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 27.07.2016წ. #2693425 გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება არსებული შენობის არქიტექტურულ პროექტისთან შეუსაბამობის თაობაზე, ვინაიდან საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასრულებულია პროექტის შესაბამისად, რის გამოც არ არსებობდა ლეგალიზებაზე უარის თქმის საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.06.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მერიის 24.02.2017წ. #1-446 ბრძანება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ლ. გ-ის მიერ.
29.03.2018წ. ლ. გ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და იშუამდგომლა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისათვის ლ. გ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე წარმოებულ მშენებლობასთან დაკავშირებით არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტების გამოცემის აკრძალვის გამოყენების შესახებ. განმცხადებელმა მიუთითა, რომ ზედამხედველობის სამსახურმა ლ. გ-ის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და გამოსცა 07.02.2018წ. #003302 მითითება, რასაც შესაძლოა შედეგად მოჰყვეს ლ. გ-ის 8000 ლარით დაჯარიმება და შენობის დემონტაჟის დავალება. აღნიშნულის შედეგად კი აზრს დაკარგავს განსახილველი დავის წარმოება და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2018წ. განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ზედამხედველობის სამსახურს აეკრძალა ქ.თბილისში, ... ქუჩა #23ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტების გამოცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2018წ. განჩინების გაუქმების მოთხოვნით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საჩივარი შეიტანა. საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების დანაწესზე და აღნიშნა, რომ განჩინება დაუსაბუთებელი და უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოიყენა ისეთი მოქმედების აკრძალვა, რომლის შესრულება ზედამხედველობის სამსახურის ვალდებულებაა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.07.2018წ. განჩინებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჩივარი დაუსაბუთებულობის გამო არ დაკმაყოფილდა, საქმის მასალები საჩივართან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოაბათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოსთვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადებით მიმართვის უფლება და განსაზღვრულია ამ უფლების რეალიზაციის წესი. კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. განსახილველ შემთხვევაში ლ. გ-მა მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისათვის ლ. გ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე წარმოებულ მშენებლობასთან დაკავშირებით არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტების გამოცემის აკრძალვის გამოყენება. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ზედამხედველობის სამსახურმა ქ.თბილისში, ... ქუჩა #23ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით ლ. გ-ის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და გამოსცა 07.02.2018წ. #003302 მითითება. მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებელობის შემთხვევაში მითითების შეუსრულებლობას შედეგად მოჰყვება ლ. გ-ის 8000 ლარით დაჯარიმება და შენობის დემონტაჟის დავალება, რის გამოც აზრს დაკარგავს განსახილველი დავის წარმოება და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზნად ისახავს, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულების გაჭიანურების ან დაბრკოლების თავიდან აცილებას ემსახურება. სარჩელის უზრუნველყოფა მთლიანად მოტივირებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფით, სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსალოდნელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობით, მისი გარდაუვალობით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ მართებულად დაკმაყოფილდა ლ. გ-ის შუამდგომლობა, ვინაიდან აღნიშნული აკრძალვის გამოუყენებლობა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1 მუხლის შესაბამისად სავარაუდოდ გამოიწვევს ლ. გ-ის დაჯარიმებას და დემონტაჟის დავალებას. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს წარმოებაშია მითითებული ობიექტის ლეგალიზების თაობაზე ლ. გ-ის სასარჩელო განცხადება და ამ საკითხზე არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება, დაუშვებელია ამავე ობიექტის მიმართ სამართალდარღვევის საქმის წარმოება. იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდება სასარჩელო განცხადება, ხოლო ზედამხედველობის სამსახური განაგრძობს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდება. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იძლეოდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძვლებს. საჩივრის ავტორის მითითება იმის შესახებ, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით ზედამხედველობის სამსახურს აეკრძალა იმ მოქმედების განხორციელება, რომლის შესრულება კანონმდებლობით მის უშუალო ფუნქციას შეადგენს, არ არის რელევანტური, ვინაიდან ზემოთმითითებული გარემოებების გამო იკვეთება ზედამხედველობის სამსახურის მოქმედებათა დროებით შეჩერების საფუძველი განსახილველ დავაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც არ გულისხმობს ზედამხედველობის სამსახურისათვის მისთვის კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულების აკრძალვას დავაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ლ. გ-ის მიმართ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული 07.02.2018წ. მითითება ქმნის პირის დაჯარიმებამდე დარღვევის გამოსწორების პირობას. სამშენებლო სამართალდარღვევაზე მითითების გაცემის დანიშნულება სამართალდარღვევის გამოსწორებაა. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა არ იქნება გამოსწორებული, მითითება შესაძლოა საფუძვლად დაედოს დაჯარიმებისა და დემონტაჟის შესახებ აქტის გამოცემას (სუსგ ბს-746-730(კ-12) 14.11.2013წ.).მოცემულ შემთხვევაში ლ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნას შეადგენს მის მიერ ნაწარმოები მშენებლობის ლეგალიზება, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში არ იარსებებს გამოსასწორებელი სამართალდარღვევა. ამდენად, ლ. გ-ის მიმართ დაწყებული სამართალდარღვევის საქმისა და განსახილველი დავის ურთიერთკავშირის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების პირობა, ასევე გარემოებები, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით და
დაადგინა :
1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალქო სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.18წ.განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი
+(995 32) 299 01 64
info@supremecourt.ge
facebook.com/SupremeCourtOfGeorgia
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
გადაწყვეტილებები
სტატისტიკა
შენობის ისტორია
სიახლეები
ანალიტიკა
ბიბლიოთეკა
სხდომის განრიგი
კონტაქტი
© 2022 Copyright:
supremecourt.ge
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})
var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length
');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="zPNNXnIFAM3AcVILx9nmkMYF5evpAqwp0SWixTyY";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})
$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i
დახურვა
function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize