დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');
საქმე N:ბს-644-644(2კ-18)
@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}
(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
-->
საქართველოს უზენაესი სასამართლო
მთავარი (current)
სასამართლოს შესახებ
შენობის ისტორია
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
სტატისტიკა
გადაწყვეტილებები
სიახლეები
ანალიტიკა
გამოცემები
უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)
ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"
უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი
სხდომის განრიგი
კონტაქტი
#modalBody{
text-align: justify;
p{
text-align: justify;
}
}
}
A
A
№ბს-644-644(2კ-18) 3 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 13 თებერვალს ჟ. თ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის №137 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 105 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მასზედ განთავსებულია 49,92 არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობა) ჟ. თ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით ჟ. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის №137 განკარგულება საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 105 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მასზედ განთავსებულია 49,92 არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობა) ჟ. თ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები საკასაციო საჩივრებს აფუძნებდნენ ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდნენ სააპელაციო საჩივრებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის №137 განკარგულების კანონიერების საკითხი, რომლითაც ჟ. თ-ას უარი ეთქვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 105 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მასზედ განთავსებულია 49,92 არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობა) საკუთრების უფლების აღიარებაზე. მოსარჩელე ასევე ითხოვდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 105 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მასზედ განთავსებულია 49,92 არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობა) ჟ. თ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ 1999 წლის სისტემურ რეგისტრაციაში აღნიშნული შენობა დაფიქსირებულია, როგორც „ყოფილი მაღაზიის შენობა“, რაც წარმოადგენდა ზუგდიდის რაიკოოპერატივის საკუთრებას (ოქმში დაშვებულია ტექნიკური უზუსტობა, რამეთუ მითითებულია „ყოფილი რაიკავშირი“), ამჟამად კი არის სახელმწიფო საკუთრება.
საქმის მასალების შესაბამისად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ... მდებარეობს რამდენიმე მაღაზია. უშუალოდ სოფელ ... ცენტრში, ... (ყოფილი ...) ქუჩაზე, ავტობუსების მოსაცდელის გვერდით მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობა - მაღაზიის შენობა, 1997 წლიდან აშენებულია ... მცხოვრები ჟ. ს. ძე თ-ას მიერ საკუთარი სახსრებით. აღნიშნული შენობა-ნაგებობა დღემდე მოსარჩელის მფლობელობაშია და საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში განცხადების წარდგენამდე მას არავინ შედავებია.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის განჩინებით გამოთხოვილ ინფორმაციაზე, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ივლისის №... წერილზე, რომლითაც წარმოდგენილი იქნა სიტუაციური ნახაზი, სადაც დატანილია სისტემური აღწერის მონაცემები, რომლებიც წარმოადგენს უფლება-დაურეგისტრირებელ, დაუზუსტებელ გრაფიკულ საკადასტრო მონაცემს. კერძოდ, აღნიშნულ დოკუმენტზე ასახულია უშუალოდ სახელმწიფოს საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთები, რომლებსაც არ განეკუთვნება ზუგდიდის რაიონის სოფელ ... ცენტრში, ... (ყოფილი ...) ქუჩაზე, ავტობუსების მოსაცდელის გვერდით მდებარე ჟ. თ-ას მიერ აშენებული ნაგებობა (მაღაზიის შენობა).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 19.06.2006 წლის №1 მიღება-ჩაბარების აქტსა და მასზედ თანდართული უძრავი ქონების რეესტრს, რომლითაც დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე ვ. თ-ამ ზუგდიდის სახელმწიფო აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროს - მ/შ ლ. ჭ-ას ჩააბარა ზუგდიდის რაიონის სოფელ ... მდებარე არა სადავო ქონება, არამედ სხვა მისამართზე, ... ე.წ. ... უბანში მდებარე ყოველდღე, მოხმარების მაღაზია ნომრით ... .
ამდენად, დადგენილია, რომ სადავო შენობა რაიკოოპერატივის ბალანსზე არ ირიცხება (ს.ფ. 216, ცნობა №3 08.08.2017წ). შენობა-ნაგებობა კი აშენებულია ჟ. თ-ას მიერ (ს.ფ. 14); ხოლო რაიკოოპერატივმა სახელმწიფოს გადასცა სხვა შენობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ჟ. თ-ამ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წარუდგინა მის ხელთ არსებული ყველა საჭირო დოკუმენტი. მტკიცებულებათა შეფასებით კი დგინდება, რომ ჟ. თ-ა 27.07.2007 წლამდე დაეუფლა სადავო მიწის ნაკვეთს მასზედ ნაგებობის აშენებით და დღემდე ფლობს მას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი
+(995 32) 299 01 64
info@supremecourt.ge
facebook.com/SupremeCourtOfGeorgia
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
გადაწყვეტილებები
სტატისტიკა
შენობის ისტორია
სიახლეები
ანალიტიკა
ბიბლიოთეკა
სხდომის განრიგი
კონტაქტი
© 2022 Copyright:
supremecourt.ge
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})
var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length
');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="HcuvbEgLYxklq4hKsksgcQYykdHRaBwpQthjmj7y";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})
$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i
დახურვა
function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize