განსჯადობა

ადმინისტრაციული 17.07.2018
საქმის ნომერი
ბს-527-527(გ-18)
კატეგორია
დავის ტიპი
განსჯადობა
თარიღი
17.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-527-527(გ-18)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

საქმე #ბს-527-527(გ-18) 17 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ (თავჯდომარე მ. ლ-ა)

მოპასუხე _ ა(ა)იპ ...

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ 2015 წლის 7 აგვისტოს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. მოსარჩელემ მოითხოვა ა(ა)იპ ... დავალება, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ პროექტით გათვალისწინებულ შენობაზე, მდებარე, თბილისში, ... ქუჩა №15-ში დაშენებულ მე-3 სართულზე და სხვენზე გადასცეს საკუთრების უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 მარტის განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ სარჩელი მოპასუხე - ააიპ ... მიმართ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ ქ. თბილისში, ... ქუჩა №15-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, ქ. თბილისი, ... ქუჩის რეაბილიტაციის პროექტით დაშენებული მესამე სართულისა და სხვენის მესაკუთრედ ცნობის შესახებ განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ სარჩელი ა(ა)იპ ... მიმართ უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება; საქმე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ სარჩელისა გამო, ა(ა)იპ ... წინააღმდეგ, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.

პალატამ განმარტა, რომ მართალია, დავის შინაარსის განსაზღვრის მიზნებისათვის აუცილებელია სამართალსუბიექტობის პრინციპის დაცვა, თუმცა, ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის უპირველესი, უმთავრესი და აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. ამდენად, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა არა მარტო საქმეში მონაწილე სუბიექტები (მხარეები), არამედ დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს კანონმდებლობას, რომლის საფუძველზეც არის აღმოცენებული დავა, დავის არსს და საგანს, სადავო სამართალურთიერთობის ხასიათს. ამგვარი ზოგადი დანაწესის შემცველია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისადაც, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე დავებს. რაც შეეხება სამართალსუბიექტობას, პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანება), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას, ადმინისტრაციული საქმეების განსჯადობის მთავარ ფაქტორს გარდა იმ ფაქტისა, რომ ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების საჯაროსამართლებრივი მიზანი.

განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება სადავო სამართალურთიერთობების ბუნებას და არა მხოლოდ სუბიექტურ შემადგენლობას. დავის საჯარო-სამართლებრივი ხასიათის დასადგენად საკმარისი არ არის ის, რომ დავის ერთ-ერთი მხარე საჯარო სამართლის სუბიექტია, ვინაიდან შესაძლებელია საჯარო სამართლის სუბიექტი მხარედ გამოვიდეს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებშიც. სადავო სამართალურთიერთობის შინაარსის გასარკვევად კი, არსებითია დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა. იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობის მონაწილე სუბიექტი არის სახელმწიფოს, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელი და ურთიერთობა საჯარო-სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს, სახეზეა, საჯარო სამართლებრივი ურთიერთობა. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის მოთხოვნაა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9, 24-ე მუხლებისა და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ კანონის საფუძველზე დაევალოს მოპასუხეს „...“ პროექტით გათვალისწინებულ შენობაზე, მდებარე თბილისი, ... ქუჩა N15-ში დაშენებული მესამე სართულისა და სხვენის საკუთრების უფლებით გადაცემა. აღნიშნულ კანონს ეყრდნობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებაც.

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ 2011 წლის 11 ნოემბრის ქ. თბილისის მთავრობის N31.08.1264 დადგენილებით, დადგინდა ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სარეაბილიტაციო არეალი, დადგენილებაზე თანდართული რუკის შესაბამისად. რეაბილიტაციის განმახორციელებელ სუბიექტად განისაზღვრა ა(ა)იპ ... . ამასთან, ა(ა)იპ ... წესდებით დასტურდება, რომ ფონდი დაფუძნებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ფონდის საქმიანობის ძირითადი მიზანია ქ. თბილისის ისტორიული იერსახის შენარჩუნება და უძრავი ქონების ღირებულების ზრდა. შესაბამისად, ირკვევა, რომ ფონდის მიერ რეაბილიტაციის განხორციელებას საჯაროსამართლებრივი მიზანი გააჩნდა. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა დავის ადმინისტრაციულსამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი ორივე წინაპირობა, კერძოდ: სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, საქმე განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს და მოპასუხეს ქმედების განხორციელებისას ჰქონდა საჯაროსამართლებრივი მიზანი. აღნიშნული კი, წარმოშობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის გადაგზავნის საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალებისა და განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრების გაცნობის შედეგად მიაჩნია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ სააპელაციო საჩივარი საქმესთან ერთად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასამართლოთა შორის დავა საქმის განსჯადობის თაობაზე, შესაბამისად, სახეზე არ არის ამავე მუხლით დადგენილი საკასაციო სასამართლოს იურისდიქცია - სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის უფლებამოსილების შესახებ, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას ექვემდებარება, მაგრამ საქმე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით არ გადააგზავნა იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას უნდა ეხელმძღვანელა არა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, არამედ ამავე მუხლის მე-2 ნაწილით და საქმე გადაეგზავნა უფლებამოსილი სასამართლოსათვის, რომელიც თუ მიიჩნევდა, რომ საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას წარმოადგენდა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე წამოიწყებდა დავას საგნობრივი განსჯადობის შესახებ, რა შემთხვევაშიც საკასაციო სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება, გადაწყვიტოს დავა სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, სახეზე იქნებოდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავა განსჯადობის თაობაზე რომლის გადაჭრის უფლებამოსილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გააჩნია საკასაციო სასამართლოს, გულისხმობს სასამართლოთა შორის შეუთანხმებლობას დავის საგანთან მიმართებაში სასამართლოს უფლებამოსილების პრინციპის გათვალისწინებით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მსჯელობა სასამართლოთა შორის ასეთი დავის არსებობისა და შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით საქმის საკასაციო სასამართლოსათვის გადმოგზავნის თაობაზე დაუსაბუთებელია, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 საფუძველზე, ნაცვლად განსჯადობაზე დავის წამოწყებისა, საქმე უნდა გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ადმინისტრაციულ სამართალწარმოების წესით განსახილველად იმავე სამართლებრივი დასაბუთებით, რომელიც მიუთითა საკასაციო სასამართლოში საქმის გადმოგზავნის შესახებ 2018 წლის 11 იანვრის განჩინებაში. ამასთან, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა კლასიკური დავა სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თუ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა არ დაეთანხმებოდა იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მსჯელობას დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯადად მიჩნევის თაობაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად უფლებამოსილი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საქმის გადაგზავნის შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა წამოიწყებდა დავას საგნობრივი განსჯადობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ სადავოა სამოქალაქო სასამართლოს უფლებამოსილება კონკრეტულ დავასთან მიმართებაში. იმ პირობებში, როდესაც იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მსჯელობის საგანი არც გამხდარა წინამდებარე საქმის განხილვის კომპეტენცია, რაც ნათლად მიანიშნებს, რომ ამ ვითარებაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატასა და იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შორის არ არსებობს დავა განსჯადობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დაშვებული სასამართლოებს შორის საქმის განსჯადობის შესახებ დავა უზრუნველყოფილია და ემსახურება საქმის მხოლოდ იურისდიქციული ორგანოს მიერ განხილვის იმპერატიული დანაწესის შესრულებას, ხოლო საკასაციო სასამართლოსათვის მინიჭებული კომპეტენცია განსჯადობის შესახებ გულისხმობს ერთი ინსტანციის - ორი სასამართლოს მსჯელობის სამართლებრივ შეფასებას. სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ საკასაციო სასამართლო მსჯელობს მოდავე სასამართლოების დასაბუთებულ შეხედულებებზე კომპეტენციის თაობაზე და წყვეტს დავას სწორედ ერთ-ერთი სასამართლოს მსჯელობის, სამართლებრივი კვალიფიკაციის გაზიარების საფუძველზე, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსჯადობის შესახებ დავის არარსებობის გამო საქმე უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სამქეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმე - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ სარჩელისა გამო, ა(ა)იპ ... მიმართ, დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

 

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="p1luxzXcoxYxu89ukfnNhNOR1R3Xnadr7lUO2flk";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize