დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 17.01.2019
საქმის ნომერი
ბს-657-657(კ-18)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-657-657(კ-18)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

ბს-657-657 (კ-18) 17 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. კ-მა, გ. ლ-მა, მ. გ-მა, გ. წ-მა და დ. გ-მა 10.04.2017წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, კერძოდ, ი. კ-ის სასარგებლოდ 7200 ლარის, გ. ლ-ის სასარგებლოდ 12 960 ლარის, მ. გ-ის სასარგებლოდ 7200 ლარის, გ. წ-ის სასარგებლოდ 12 755.45 ლარის და დ. გ-ის სასარგებლოდ 12 960 ლარის გადახდის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.08.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელეთა სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების, კერძოდ, ი. კ-ის სასარგებლოდ 7200 ლარის, გ. ლ-ის სასარგებლოდ 12 960 ლარის, მ. გ-ის სასარგებლოდ 7200 ლარის, გ. წ-ის სასარგებლოდ 12 755.45 ლარის და დ. გ-ის სასარგებლოდ 12 960 ლარის ანაზღაურება.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2018წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.08.2017წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება და აღნიშნა, რომ წინა წლების სახელფასო დავალიანების დასაფარად საქართველოს ბიუჯეტიდან თავდაცვის სამინისტროს არ აქვს გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებები, რის გამოც თავდაცვის სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოსარჩელეთა მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა სააპელაციო საჩივარზე დართულ ცნობას თავდაცვის სამინსტროდან, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელეთა მიერ ხელზე ასაღები თანხები არის უფრო ნაკლები ოდენობის, ვიდრე ისინი ითხოვენ. არასწორია სააპელაციო სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული საკითხი შესაძლებელია გადაწყვეტილების განმარტების საგანი გახდეს გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა გამხდარიყო თითოეული მოსარჩელის მიმართ რას შეადგენდა ხელზე ასაღები თანხა, ვინაიდან აღსრულება განხორციელდება იმ თანხების ფარგლებში, რაც მიეთითება სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის მოსარჩელეთა უფლების არსებობა სახელფასო დავალიანების მიღებაზე. თავდაცვის სამინისტრო სადავოდ ხდის დაკისრებული თანხების ოდენობას, იმ დასაბუთებით, რომ მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული თანხები არის არა ხელზე ასაღები, არამედ დარიცხული ოდენობა. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული გარემოება არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო როგორც დამსაქმებელი წარმოადგენს საგადასახადო აგენტს, რომელიც ვალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი (საგადასახადო კოდექსის 20.1 მუხ., 81.1 მუხ.). ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე თავად საქართველოს თავდაცვის სამინისტროა უფლებამოსილი ორგანო, დაკისრებული თანხიდან გამოქვითოს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და აუნაზღაუროს მოსარჩელეებს სახელფასო დავალიანება იმ ოდენობით, რა ოდენობის გასამრჯელოც უნდა მიეღოთ მათ მოთხოვნილ პერიოდში. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების აღსრულება მოხდება იმ თანხის ფარგლებში, რაც მითითებულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებისათვის სასამართლო პროცესის განუყოფელი ნაწილია (Hornsby v. Greece, 19.03.1997, §40§40; Romańczyk v. France, N 7618/05, §53, 18.11.2010 §53). სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების სავალდებულოობა დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლით, რომელიც მიუთითებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, თუ მოვალე უარს აცხადებს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებაზე (25.1 მუხ.). შესაბამისად, იძულებითი აღსრულების წარმოების დაწყების საჭიროება არ წარმოიშობა, იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი ნებაყოფლობით აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გააჩნია სასამართლოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესაძლებლობა, რა დროსაც ვალდებულია იმოქმედოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში არ დადგება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების და საშემოსავლო გადასახადის გამოკლების თაობაზე გადაწყვეტილების განმარტების მიღების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვის საჭიროება.

საკასაციო პალატა მიუთითებს აგრეთვე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსზე, რომლითაც სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად იქმნება წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი (30-ე მუხ.), რაც დამატებით ადასტურებს საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

 

ვ. როინიშვილი

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="JIOa84JuQHezUQrdQ5Vbo8OmfeS0xoYSoE3EQeUj";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize