დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 22.11.2018
საქმის ნომერი
ბს-990(კ-18)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-990(კ-18)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

#ბს-990(კ-18) 22 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

2017 წლის 5 ივნისს ვ. ჩ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ ,,სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 27 მარტის #მ/512 ბრძანების, ,,მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების ახალი პირობების დამტკიცებისა და არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეთანხმების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 7 აპრილის #მ/581 ბრძანებისა და ,,ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 აპრილის #მ/680 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ზიანი მიადგა მის ინტერესს - ყოფილიყო ქ.ბათუმში, ... ქ.№45-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ბოლო სართულზე არსებული ბინების მესაკუთრე, რომლებიც ბევრად უფრო პრესტიჟული და მაღალი ღირებულების მქონეა როგორც საცხოვრებელი თვალსაზრისით, ასევე კომერციული მიზნებისთვისაც, ვიდრე მის ქვეშ არსებული სართულები. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე, აღნიშნულ საცხოვრებელ სახლზე კიდევ ერთი სართულის დაშენების შედეგად კი შემცირდა მის მიერ შეძენილი ფართების ღირებულება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „...“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ჩ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ქ. ი-ე, ა. თ-ე, ს. დ-ე, გ. თ-ე და ი. ბ-ე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით ვ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სადავო აქტების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებზე და დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და წარდგენილი სავალდებულო დოკუმენტების საფუძველზე, გამოსცა გასაჩივრებული აქტები და პალატამ მიიჩნია, რომ მათი ბათილად ცნობის წინაპიროებები არ არსებობდა.

ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შპს „...სა“ და ფიზიკურ პირს - ვ. ჩ-ეს შორის გაფორმებული უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებების საგანს წარმოადგენდა ქ.ბათუმში, ... ქ.№45-ში მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მე-10 სართულზე მდებარე ფართები და არა აღნიშნული შენობის ბოლო სართულზე არსებული ფართები. ამდენად, აპელანტის პოზიცია იმის შესახებ, რომ მითითებულ საცხოვრებელ სახლზე ერთი სართულის დაშენებით ზიანი მიადგა ვ. ჩ-ის ინტერესს - ყოფილიყო ბოლო სართულზე არსებული ფართის მესაკუთრე, პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან, ასეთი პირობა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა.

პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ხელშეკრულებები სამოქალაქო სამართლებრივია და ხელშეკრულების მონაწილე მხარის მიერ მისი პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, დაინტერესებული მხარისათვის სამოქალაქო კანონმდებლობით გარანტირებულია დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა. ამასთან, სასამართლო თვლის, რომ ხელშეკრულების პირობების შესრულებამ ან მის შესრულებაზე უარის თქმამ, შეუძლებელია გავლენა იქონიოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშესაბამისობაზე, ვინაიდან, მოსარჩელესა და კომპანიას შორის შეუთანხმებლობის არსებობისას, დავა უნდა გადაწყდეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ გასაჩივრებული აქტებით დაინტერესებულ პირს ნება მიეცა ეწარმოებინა მშენებლობა, შესაბამისად, ეს აქტები წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა მიმართ შპს „...ს“ გააჩნია სრულიად საფუძვლიანი და კანონიერი ნდობა. სწორედ აღნიშნული აქტების საფუძველზე შპს „...მა“ განახორციელა სამშენებლო სამუშაოები, რომლის უკანონოდ ცნობის შემთხვევაში, მას და საქმეში მესამე პირად ჩაბმულ ფიზიკურ პირებს მიადგებათ პირდაპირი და უშუალო ზიანი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არანაირ პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს მოსარჩელის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ვინაიდან, ვ. ჩ-ეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე შპს „...ის“ მიერ განახორციელებული სამშენებლო სამუშაოების, კერძოდ, ქ.ბათუმში, ... ქ.№45-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მე-11 სართულის დაშენების შედეგად შემცირდა ამავე სახლის მე-10 სართულზე მდებარე მისი კუთვნილი ფართების ღირებულება ან რაიმე სხვაგვარი ზიანი მიადგა მას.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ჩ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას და მიუთითებს, რომ ქ.ბათუმში, ... ქ.№45-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე კიდევ ერთი სართულის უკანონოდ დაშენებამ გამოიწვია მის მიერ ბოლო სართულზე შეძენილი ფართების კომერციული ღირებულების შემცირება. ამასთან, კასატორი იურიდიული ინტერესის არარსებობის თაობაზე სასამართლოს მითითებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ თუკი მხარეს არ გააჩნდა იურიდიული ინტერესი საქმესთან მიმართებით, მაშინ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლით მინიჭებული უფლება. რაც შეეხება კანონიერი ინტერესის არსებობას, კასატორის განმარტებით, მას მოცემულ საკითხზე იურიდიული ინტერესი ცალსახად გააჩნია, ვინაიდან ხელშეკრულება გააფორმა ბოლო - მე-10 სართულზე არსებული ბინების შეძენაზე, თუმცა კომპანიისა და მერიის უკანონო ქმედების შედეგად იგი ბოლო სართულის ნაცვლად ბოლოს წინა სართულის მესაკუთრე გახდა. მისი სურვილი და მიზანი იყო ყოფილიყო ბოლო სართულის შემძენი, რაც დაცვის ღირსი ინტერესია. კასატორის მითითებით, მისი იურიდიული ინტერესი იკვეთება ასევე ღირებულების შემცირებასთან დაკავშირებით და საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ბოლო სართულს ბევრად მეტი ღირებულება აქვს, ვიდრე ქვედა სართულს. კასატორი ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ ვ. ჩ-ემ ხელშეკრულებაში არ ჩაწერა ბოლო სართული და ჩაწერა მე-10 სართული. კასატორის მითითებით, ხელშეკრულების მხარეები ერთმანეთის მიმართ უნდა იყვნენ კეთილსინდისიერნი. ამასთან, იგი ენდო თავდაპირველ პროექტს, რომლის მიხედვითაც შენობა 10-სართულიანი იყო. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სამშენებლო კომპანია დაჯარიმდა უკანონო სართულის დაშენებისთვის, მაგრამ მერიამ გამოსცა ბრძანება სამშენებლო კომპანიისათვის კოეფიციენტის გაზრდაზე და დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა და მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ,,სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 27 მარტის #მ/512 ბრძანების, ,,მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების ახალი პირობების დამტკიცებისა და არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეთანხმების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 7 აპრილის #მ/581 ბრძანებისა და ,,ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 აპრილის #მ/680 ბრძანების ბათილად ცნობა.

მოსარჩელის განმარტებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ზიანი მიადგა მის ინტერესს - ყოფილიყო ქ.ბათუმში, ... ქ.№45-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ბოლო სართულზე არსებული ბინების მესაკუთრე, რომლებიც ბევრად უფრო პრესტიჟული და მაღალი ღირებულების მქონეა როგორც საცხოვრებელი თვალსაზრისით, ასევე კომერციული მიზნებისთვისაც, ვიდრე მის ქვეშ არსებული სართულები. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე, აღნიშნულ საცხოვრებელ სახლზე კიდევ ერთი სართულის დაშენების შედეგად კი შემცირდა მის მიერ შეძენილი ფართების ღირებულება.

საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის იმ ნაწილს, სადაც იგი გამორიცხავს ვ. ჩ-ის კანონიერი ინტერესის არსებობას. ასევე დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მითითება მასზედ, რომ შპს „...სა“ და ფიზიკურ პირს - ვ. ჩ-ეს შორის გაფორმებული უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებების საგანს წარმოადგენდა ქ.ბათუმში, ... ქ.№45-ში მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მე-10 სართულზე მდებარე ფართები და არა აღნიშნული შენობის ბოლო სართულზე არსებული ფართები, ვინაიდან, ასეთი პირობა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა. საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა არ გამომდინარეობს საქმის გარემოებების სათანადო შეფასებიდან და ამასთან, ვ. ჩ-ისთვის ზიანის მიყენება/არ მიყენების საკითხი არ არის დადგენილი მოცემული დავის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ განსახილველი დავის საგანს „სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ“, ასევე ,,მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების ახალი პირობების დამტკიცებისა და არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეთანხმების შესახებ“ და ,,ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი აქტების კანონიერების საკითხი წარმოადგენს.

თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ მოსარჩელესა და შპს „...ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებები სამოქალაქო სამართლებრივია და ხელშეკრულების მონაწილე მხარის მიერ მისი პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, დაინტერესებული მხარისათვის სამოქალაქო კანონმდებლობით გარანტირებულია დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა. სააპელაციო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა, რომ ხელშეკრულების პირობების შესრულებამ ან მის შესრულებაზე უარის თქმამ, შეუძლებელია გავლენა იქონიოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშესაბამისობაზე, ვინაიდან, მოსარჩელესა და კომპანიას შორის შეუთანხმებლობის არსებობისას, დავა უნდა გადაწყდეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ამდენად, იმ არგუმენტით, რომ საცხოვრებელ სახლზე კიდევ ერთი სართულის დაშენების შედეგად შემცირდა ვ. ჩ-ის მიერ შეძენილი ფართების ღირებულება, მხარეს შეუძლია იდავოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რაც გავლენას არ ახდენს სადავო აქტების კანონიერებაზე.

რაც შეეხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული სადავო აქტების კანონიერებას, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებზე და დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და წარდგენილი სავალდებულო დოკუმენტების საფუძველზე, გამოსცა გასაჩივრებული აქტები, რის გამოც არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის წინაპიროებები.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანებით დამტკიცებული „დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ პირველი მუხლის თანახმად, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები შედგენილია ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენს რა ქალაქთმშენებლობითი რეგულირების სისტემის ნაწილს, არეგულირებს ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს. მითითებული დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2 განსაზღვრავს ცალკეულ ზონაში, კონკრეტული მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე დასაშვებ, შენობა-ნაგებობის მიწისპირა და მიწისზედა სართულების იატაკის ძირთადი კონსტრუქციების ზედაპირების ჯამურ ფართობს; მე-2 პუნქტი ითვალისწინებს კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის გამოთვლის წესს.

„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი განსაზღვრავს შენობა-ნაგებობების პარამეტრების გადამეტების წინაპირობებს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,განაშენიანების რეგულირების წესებით“ დადგენილი იმ ძირითადი პარამეტრების ზღვრული მაჩვენებლები, რომლებიც მოცემულია ამ კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტში ან დადგენილია იმავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მიხედვით, შეიცვლება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ან სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე, თუ: ა)ამას მოითხოვს დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული, აგრეთვე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზები; ბ)ცვლილება კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით; გ)ამას არ დაუპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას გასცემს შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანო; ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის წესი დგინდება „განაშენიანების ძირითადი დებულებებითა“ და ,,განაშენიანების რეგულირების წესებით“.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებით განსაზღვრული თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მე-4 მუხლის 4.4. პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის (კ-2) გაზრდა მაქსიმუმ 60 %-ით შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარდგენილი იქნება შესაბამისი შუამდგომლობის წერილი, მასზედ, რომ საინვესტიციო პროექტის განხორციელება განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია ქალაქთმშენებლობითი, გეგმარებითი, საზოგადოებრივი, ჰუმანიტარული, ეკონომიკური, თავდაცვითი, კულტურული ამოცანების გადაწყვეტის მიზნით. შესაბამისად, შესაძლებელია კ-2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდა შეუზღუდავად, ასეთ შემთხვევაში სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება ხდება საერთო წესების საფუძველზე. აღნიშნული დადგენილების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმება არის კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, რომელზეც მოთხოვნილია მშენებლობის ნებართვის გაცემა, ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციით დადგენილი ძირითადი პარამეტრებისაგან (მოთხოვნებისაგან) განსხვავებული პარამეტრების (მოთხოვნების) დადგენა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას საჭიროებს: ა)კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის განსაზღვრული კ-2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდა; ბ)კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის განსაზღვრული კ-1 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდა ან გაუქმება; გ)კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის ძირითადი ნებადართული სახეობის გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობ(ებ)ის განსაზღვრა; დ)ზონის ტერიტორიაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთებზე, მათ შორის, იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც მიკუთვნებული იყო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, მაგრამ მოხდა მისი გამოყოფა და დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად რეგისტრაცია არსებული ობიექტების რეკონსტრუქცია; ე)კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გადაწყვეტილებები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის წარდგინების საფუძველზე ღებულობს თვითმმართველ ქ.ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი. გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახით.

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიას ამ დადგენილების შესაბამისად, წარმოადგენს არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებისათვის ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს არქიტექტურული პროექტი ან/და საჭიროების შემთხვევაში კონსტრუქციული სქემა ან/და ტექნოლოგიური სქემა. მითითებული დადგენილების 52-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებართვის მაძიებელი წერილობით განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს წარუდგენს ნებართვის გამცემს, ნებართვის გამცემი არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, ნებართვის გამცემი ვალდებულია ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ. შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ნებართვის მაძიებელს. დადგენილების 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემა წარმოებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებითა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ამასთან, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ დგინდება, რომ განსახილველ შემთხვევაში, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, ადმინისტრაციული ორგანო გასცდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს და სადავო აქტები გამოსცა საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსის დარღვევით ან კანონით დადგენილი შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სადავო აქტები წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა მიმართ შპს „...ს“ გააჩნია კანონიერი ნდობა. სწორედ აღნიშნული აქტების საფუძველზე შპს „...მა“ განახორციელა სამშენებლო სამუშაოები, რომლის უკანონოდ ცნობის შემთხვევაში, მას და საქმეში მესამე პირად ჩაბმულ ფიზიკურ პირებს მიადგებათ პირდაპირი და უშუალო ზიანი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივარზე ლ. ც-ეს 13.08.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ვ. ჩ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება;

3. ვ. ჩ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ. ც-ის მიერ 13.08.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

 

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="FiVisFveLwtxrdkxW2mTmv8mYpLLtRUhXzFCGHOg";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize