დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 27.11.2018
საქმის ნომერი
ბს-977(კ-18)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-977(კ-18)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

საქმე №ბს-977(კ-18) 27 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ. ს-ა (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ჭ-ა (მოსარჩელე)

მოპასუხე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მესამე პირი - ვა. ჭ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ჭ-ამ 2017 წლის 14 ივლისს სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოთხოვნის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 9 ივნისის №276 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქ. ზუგდიდში, ... №18-ში მდებარე, 1358,8 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ვ. ჭ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის განჩინებით №3/159-17 ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა გ. ს-ა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით №3/159-17 ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მესამე პირად ჩაბმულ იქნა ვა. ჭ-ა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 9 ივნისის №276 განკარგულება საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და გ. ს-ამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განჩინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და გ. ს-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-ამ. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სააპელაციო საჩივარს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის აღნიშნავს, რომ ვ. ჭ-ას მოთხოვნა სადავო მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარებაზე უკვე განხილულ იქნა, რომელზე გამოტანილი გადაწყვეტილებაც არ გაუსაჩივრებია. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას. უბრალოდ, თუ ვ. ჭ-ა მანამდე თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთზე დავობდა, შემდგომში იგი მომიჯნავეთი შეცვალა, რაც კასატორის მოსაზრებით არასწორია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით გ. ს-ას საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში აღძრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, რა შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია სადავო აქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლის კანონთან შესაბამისობის დადგენა.

სადავო შემთხვევაში გასაჩივრებული 2017 წლის 9 ივნისის №276 განკარგულებით დგინდება, რომ ვ. ჭ-ას მოთხოვნა ქ. ზუგდიდში, ... №18-ში მდებარე 1358,8 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით თვითნებურად დაკავებული მიწისათვის დადგენილ მოთხოვნებს, თუმცა, მოთხოვნის დაკმაყოფილება მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილზე სხვა პირების - გ. ს-ასა და ვა. ჭ-ას მიერ პრეტენზიის არსებობის გამო.

საქმეზე დადგენილია, რომ კომისიამ 2017 წლის 11 მაისს განახორციელა მიწის ადგილზე დათვალიერება და შეადგინა შესაბამისი ოქმი. ოქმში აღინიშნა, რომ ქ. ზუგდიდში, ... №18-ში მდებარე მიწის ნაკვეთს, რომლითაც დაინტერესებულია ვ. ჭ-ა, რეალურად შეესაბამება საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული ზომები. გარდა აღნიშნულისა, კომისიის წევრებმა გამოკითხეს ქ. ზუგდიდში, ... №16-ში მცხოვრები მ. გ-ა, რომელმაც დაადასტურა, რომ სადავო მიწის ნაკვეთს ამუშავებდნენ ხ. ჭ-ას მშობლები - ვ. ჭ-ა და გ. გ-ა, ხოლო რაც შეეხება გ. ს-ას, იგი მ. გ-ას სადავო მიწაზე სამუშაოდ არ უნახავს. აღნიშნული გარემოება ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ტ. მ-ამ, რომელმაც განმარტა, რომ 1358,8 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე 1990-იანი წლებიდან ვ. ჭ-ა თესავდა სიმინდს, ასევე დარგო თხილი, რომლის მოსავალს იღებს, ხოლო გ. ს-ა სადავო მიწის ნაკვეთზე არასოდეს უნახავს. ვ. ჭ-ას მიერ კომისიაში წარდგენილი ლ. ბ-ის, შ. კ-ას, ტ. მ-ას და მ. გ-ას სანოტარო წესით შედგენილი განცხადებებით დასტურდება, რომ ვ. ჭ-ა 1995 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა სადავო 1358,8 კვ.მ. მიწის ნაკვეთით.

საკასაციო პალატის მოსაზრებით სადავო აქტში მითითებულ გარემოება, რომ „მიწის ფართობი, რომელზედაც პრეტენზიას აცხადებს ვ. ჭ-ა, ასევე ემიჯნება მოქალაქე გ. ს-ას უძრავ ქონებას (მიწის ნაკვეთს), რომელსაც თავის მხრივ, გააჩნდა და დღესაც გააჩნია ინტერესი აღნიშნული მიწის ნაკვეთისადმი. მოკვლევამ დაადასტურა ისიც, რომ სადავო მიწის ნაკვეთს გ. ს-ასთან ერთად წლების განმავლობაში ფლობდა და სარგებლობდა მოქალაქე ვა. ჭ-აც“. აღნიშნული ვარაუდი არ შეიძლება კანონით დადგენილი წესით მოთხოვნილ უფლებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს, რადგან მითითებული გარემოება არ ადასტურებს მესამე პირების დაცვის ღირსი კანონიერი ინტერესის არსებობას, რადგან გ. ს-ამ განცხადებით მიმართა ზუგდიდის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ქ. ზუგდიდში, ....N43-ში მდებარე 523 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. კომისიის 2017 წლის 29 ივნისის N294 განკარგულებით მისი განცხადება არ დაკმაყოფილდა. გ. ს-ას კომისიის 2017 წლის 29 ივნისის N294 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სარჩელი სასამართლოში არ წარუდგენია. ამასთან, ვა. ჭ-ას კომისიისათვის საერთოდ არ მიუმართავს სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. შესაბამისად, სადავო აქტში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული დასკვნა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად შეფასდა უსაფუძვლოდ და დადგინდა, რომ არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. ამასთან, საგულისხმოა, რომ გ. ს-ას, როგორც დაინტერესებულ მხარეს, უფლება ჰქონდა გაესაჩივრებინა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 29 ივნისის N294 განკარგულება, ამ შესაძლებლობით მას არ უსარგებლია, ხოლო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება არ წარმოშობს მისი საკუთრების უფლებას სადავო მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, კასატორის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი და აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ს-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განჩინება;

3. კასატორს - გ. ს-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ს. ჯ-ას (პ/ნ ...) მიერ 05.10.2018წ. №18194224 გადახდის ქვითრით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

 

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="GQaNmSxIPn5FACBJTzifcDxyjHeub9tt2bcDesml";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize