საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე ¹124აპ-11 15 ივლისი, 2011წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: ზაზა მეიშვილი
პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ზ. ბ-ს, ა. ზ-ს, დ. შ-სა და ლ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ქ-ს, მსჯავრდებულ შ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჩ-ს, მსჯავრდებულების _ რ. მ-ს, გ. გ-სა და ჯ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ს, დაზარალებულების _ დ. ა-სა და გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 იანვრის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 აგვისტოს განაჩენით:
დ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. დ. შ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2010 წლის 8 მაისიდან.
ა. ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ა. ზ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2010 წლის 8 მაისიდან.
ზ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ზ. ბ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2010 წლის 8 მაისიდან.
ლ. ჩ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ლ. ჩ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2010 წლის 8 მაისიდან.
გ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. გ. გ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2010 წლის 8 მაისიდან.
რ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. რ. მ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2010 წლის 8 მაისიდან.
შ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. შ. ა-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2010 წლის 8 მაისიდან.
ჯ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ჯ. გ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2010 წლის 10 მაისიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულების _ ზ. ბ-ს, ა. ზ-ს, დ. შ-სა და ლ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ქ-ს, მსჯავრდებულ შ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჩ-ს, მსჯავრდებულების _ რ. მ-ს, გ. გ-სა და ჯ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ს, დაზარალებულების _ დ. ა-სა და გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ-ს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულების _ ზ. ბ-ს, ა. ზ-ს, დ. შ-ს, ლ. ჩ-ს, შ. ა-ს, რ. მ-ს, გ. გ-სა და ჯ. გ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების _ ზ. ბ-ს, ა. ზ-ს, დ. შ-სა და ლ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ქ-ს, მსჯავრდებულ შ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჩ-ს, მსჯავრდებულების _ რ. მ-ს, გ. გ-სა და ჯ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ს, დაზარალებულების _ დ. ა-სა და გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.