დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');
საქმე N:ბს-366(2კ-19)
@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}
(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
-->
საქართველოს უზენაესი სასამართლო
მთავარი (current)
სასამართლოს შესახებ
შენობის ისტორია
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
სტატისტიკა
გადაწყვეტილებები
სიახლეები
ანალიტიკა
გამოცემები
უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)
ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"
უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი
სხდომის განრიგი
კონტაქტი
#modalBody{
text-align: justify;
p{
text-align: justify;
}
}
}
A
A
ბს-366(2კ-19) 17 ოქტომბერი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.10.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ფ. ტ-მა 28.03.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 06.11.2015წ. N000378 დადგენილებისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 25.02.2016წ. N360 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.05.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 06.11.2015წ. N000378 დადგენილება და ქ. თბილისის მერიის 25.02.2016წ. N360 ბრძანება, მოპასუხეებს ფ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 300 ლარის ანაზღაურება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.10.2018წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.10.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ კარის 2007 წლამდე მოწყობა არ დასტურდება, საინვენტარიზაციო გეგმაზე მითითებული ღიობი არ ფიქსირდება. ექსპერტიზის დასკვნით ვერ მოხდება აღნიშნული ფაქტის დადასტურება, რადგან შეუძლებელია ექსპერტიზით დადგინდეს კონკრეტული სამშენებლო სამუშაოების წარმოების თარიღი, ამასთანავე ექსპერტმა მხოლოდ ვიზუალური დათვარიელებით მოახდინა საკითხის შესწავლა. არ არის დასაბუთებული სადავო აქტების უკანონობა. კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე ნებისმიერი სახის სამუშაოს ესაჭიროება ნებართვა, რომელიც ფ. ტ-ს მოპოვებული არ ჰქონდა. მნიშვნელოვანია, რომ ფართის მესაკუთრე ფ. ტ-ია, შესაბამისად, სწორედ იგია კარის უნებართვოდ მოწყობაზე პასუხისმგებელი პირი.
კასატორი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია დამატებით მიიჩნევს, რომ მისთვის საპროცესო ხარჯის დაკისრება არამართლზომიერია, რადგან სადავო აქტი თავის შინაარსით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მიღებული დადგენილებაა, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს საპროცესო ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან დადგენას საჭიროებდა სადავო ღიობის მოწყობის პერიოდი. ქ. თბილისში …ის ქ. 8-ში / …ის ქ. 7ა-ში მდებარე ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 01.10.2007 წ., თუმცა საქმის მასალებით დასტურდება ღიობის 2007 წლამდე მოწყობა. მართალია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე რაიმე სამუშაოს ჩატარება შესაბამისი ნებართვის გარეშე აკრძალულია (24-ე მუხ.), თუმცა მნიშვნელოვანია, რომ უკეთუ ნაგებობას არ აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, მის ინტერიერში განხორციელებული არაარსებითი ცვლილებები არ საჭიროებს ნებართვას („მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 62-ე მუხ.), ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვერ ასაბუთებს ღიობის მოწყობის პერიოდში დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი ნებართვის მიღების საჭიროებას. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ღიობის მოწყობის პერიოდში, ანუ 2007 წლამდე, ფ. ტ.ი არ იყო ამ უძრავი ქონების მესაკუთრე, მისი საკუთრება წარმოიშვა მხოლოდ 2009 წელს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
ღიობის 2007 წლამდე მოწყობა დასტურდება ამხანაგობა „...-ს“ 20.07.2015წ. ოქმით, რომლის მიხედვით ამხანაგობის წევრები ერთხმად ადასტურებენ, რომ კარი, რომელიც ამჟამად ფ. ტ.ს ეკუთვნის ნამდვილად არსებობდა 2007 წლამდე. ამასთანავე, ღიობის ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 24.08.2015წ. ბრძანება ლეგალიზებაზე უარის თქმის საფუძვლად არ ასახელებს ღიობის 2007 წლის შემდეგ მოწყობას. ასევე საქმეში დაცულია სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 21.03.2016წ. დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, …ის ქ N7-ში მდებარე შენობის მეოთხე სართულის მზიდ კედელში არსებული ღიობი (თაღი), არის შენობის შემადგენელი ნაწილი და მისი აშენებისთანავეა მოწყობილი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს საწინააღმდეგო მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას კარის 2007 წლამდე მოწყობის შესახებ.
კასატორ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მოსაზრება მისთვის საპროცესო ხარჯის დაკისრების დაუშვებლობის შესახებ, არ არის დასაბუთებული. მართალია სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი არსით ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, თუმცა ეს არ გულისხმობს სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული დავების არა სასარჩელო წარმოების, არამედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი პროცედურული წესებით განხილვას. მსგავს რეგულაციას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახდელის შეფარდების საფუძველია პროდუქტის უსაფრთოხებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი და არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.10.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი
+(995 32) 299 01 64
info@supremecourt.ge
facebook.com/SupremeCourtOfGeorgia
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
გადაწყვეტილებები
სტატისტიკა
შენობის ისტორია
სიახლეები
ანალიტიკა
ბიბლიოთეკა
სხდომის განრიგი
კონტაქტი
© 2022 Copyright:
supremecourt.ge
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})
var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length
');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="8VUJJiMCxaumPqCiwVYRIz6u7asGweYtT9OGEbfi";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})
$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i
დახურვა
function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize