საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე ¹410აპ-11 22 სექტემბერი, 2011წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ი-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:
ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ გ. ბ-ს შუამდგომლობები დაკმაყოფილდა.
დამტკიცდა ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ გ. ბ-სა და განსასჯელ ნ. ბ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ნ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ე. თ-ს ეპიზოდი) _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ვ-ს ეპიზოდი) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 50000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ნ. ბ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელი _ 5 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 6 წლის გამოსაცდელი ვადით და მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 50000 ლარის ოდენობით. ნ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 3 ივნისიდან.
დამტკიცდა ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ გ. ბ-სა და განსასჯელ ქ. ჭ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ქ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ე. თ-ს ეპიზოდი) _ ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ვ-ს ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ა. ბ-ს ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ქ. ჭ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო _ 2010 წლის 3 ივნისიდან 2010 წლის 5 ივნისის ჩათვლით
მსჯავრდებულ ქ. ჭ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.
დამტკიცდა ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების პრკოურორ გ. ბ-სა და განსასჯელ გ. კ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2009 წლის ზაფხულის ეპიზოდი) _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2009 წლის დეკემბრის ეპიზოდი) _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 4 წლის გამოსაცდელი ვადით და სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. გ. კ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო _ 2010 წლის 12 იანვრიდან 2010 წლის 14 იანვრის ჩათვლით.
მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.
დამტკიცდა ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ გ. ბ-სა და განსასჯელ ი. ე-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ი. ე-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ე. თ-ს ეპიზოდი) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ვ-ს ეპიზოდი) _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ა. ბ-ს ეპიზოდი) _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ე. ე-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 8 წლის გამოსაცდელი ვადით და მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო _ 2010 წლის 3 ივნისიდან 2010 წლის 5 ივნისის ჩათვლით.
მსჯავრდებულ ი. ე-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.
მ. ი-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (გ. კ-ს ეპიზოდი) _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ე. თ-ს ეპიზოდი) _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ვ-ს ეპიზოდი) _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ა. ბ-ს ეპიზოდი) _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ი-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 3 ივნისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო _ 2010 წლის 16 თებერვლიდან 2010 წლის 18 თებერვლის ჩათვლით.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ. ი-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ მ. ი-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. ი-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.