დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 20.06.2019
საქმის ნომერი
ბს-438(2კ-19)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-438(2კ-19)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

№ბს-438(2კ-19) 20 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 7 ნოემბერს დ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 31 იანვარს №AR1474922 განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ქ.თბილისში, ... №21-ში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობაზე შეთანხმებული პროექტის ცვლილების შესახებ, კერძოდ, კარის, საჩრდილობლის და კიბის მოწყობის თაობაზე. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 თებერვლის №3095871 ბრძანებით უარი ეთქვა მოთხოვნაზე, რაც ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 სექტემბერს №1-2042 ბრძანებით უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 თებერვლის №3095871 ბრძანებისა და „დ. ა-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 სექტემბრის №1-2042 ბრძანების ბათილად ცნობა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურსათვის დ. ა-ის მიერ წარდგენილ განცხადებაზე, ქ.თბილისში, ... №21-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობაზე კარის, საჩრდილობლისა და კიბის მოწყობის თაობაზე, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 სექტემბრის №1-2042 ბრძანება „დ. ა-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 თებერვლის №3095871 ბრძანება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ. ა-ის მიერ წარდგენილ განცხადებასთან მიმართებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არასრულყოფილად ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სადავო საკითხის გადაწყვეტისას, მტკიცებულებათა მოპოვების გზით არ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სადავო გადაწყვეტილება არ მიიღო აღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, კერძოდ, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არასრულყოფილად გამოიკვლია გარემოება - ამ ეტაპზე რატომ იყო შეუძლებელი ქ. თბილისში, ... №21-ში, ძეგლის ტერიტორიაზე არსებულ შენობაზე კარისა და კიბის მოწყობის პროექტის შეთანხმება, ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია, საპროექტო სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში, ნამდვილად ექნებოდა თუ არა ადგილი საერთო სარგებლობის სივრცის ხარჯზე დამატებითი კიბის გაჩენას, ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია საქმეზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი, ნოტარიულად დამოწმებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ას“ 2016 წლის 30 მაისის №3/3 კრების ოქმისათვის, რომლის თანახმად, ... №21-23-ში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 100% თანახმაა, დ. ა-მა თავისი კუთვნილი სახლის სარდაფში გარედან გააკეთოს კიბე (სარდაფის ფართი: 29.25 კვ. მეტრი), ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია და არ გამოუკვლევია ის გარემოება, რომ დ. ა-ს არ გააჩნია შიდა ფართში ჩასასვლელი კიბე და შესაბამისად, იგი ვერ სარგებლობს მის საკუთრებაში არსებული სარდაფით.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ მართალია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის №9-34 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების“ თანახმად, საბჭო წარმოადგენს პარიტეტის პრინციპის გათვალისწინებით შექმნილ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც თავის მუშაობას წარმართავს საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ დებულების საფუძველზე, ამასთან, განიხილავს დედაქალაქის ტერიტორიაზე, ქ. თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ახალი მშენებლობის პროექტებს და ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციას, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს, რომ საბჭოს გადაწყვეტილებას წინასწარ დადგენილი, სავალდებულო ხასიათი აქვს სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის გადაწყვეტილების მიღებისას, მით უფრო მაშინ, როდესაც მითითებული დებულების თანახმად, საბჭოს გადაწყვეტილებები არის სარეკომენდაციო ხასიათის. ამდენად, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის კომპეტენცია არ შეიძლება შეიზღუდოს საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც თავისი ბუნებით სარეკომენდაციო ხასიათისაა და შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, თუმცა იგი არ უნდა იქცეს გადაწყვეტილების მიღების ერთადერთ, უპირობო და სავალდებულო საფუძვლად. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს სწორედ საბჭოს მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნა წარმოადგენს, რომლითაც ასევე არ არის სათანადოდ დასაბუთებული, ამ პირობებში, საბჭოს დაუსაბუთებელი უარყოფითი დასკვნა განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასების საგანი შეიძლება ყოფილიყო და არა გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მსჯელობა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 სექტემბრის №1-2042 ბრძანებასთან მიმართბაშიც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის №137 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, უფლება მიეცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, განახორციელოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების გარდა, საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემის, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის და სამშენებლო სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შეთანხმების გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღების, ასევე, წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლის უფლებამოსილების დელეგირება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტზე, რის თაობაზეც, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან გააფორმოს ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ასევე, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული იქნა 2015 წლის 6 აპრილის №91 განკარგულებით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტების თანახმად, სამსახურის ფუნქციებია: დადგენილი წესით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების (გარდა საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) ნებართვების გაცემა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა საკულტო–რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) გაცემულ სამუშაოთა ნებართვებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ტექნიკური შეცდომების გასწორება, ძალადაკარგულად გამოცხადება, არარად აღიარება და ბათილად ცნობა.

კასატორის მითითებით, აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური არის ის ორგანო, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენისა და ნებართვის გაცემის საკითხი, თუმცა იგი გადაწყვეტილებას არ იღებს დამოუკიდებლად, ვინაიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის N9-34 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭოს ფუნქციაა დედაქალაქის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში არსებული ტერიტორიების ქალაქთმშენებლობით განვითარებასა და ცალკეული შენობების იერსახესთან დაკავშირებით ზოგადი წინადადებებისა და მოსაზრებების მომზადება. ამავე დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საბჭოს გადაწყვეტილებები არის სარეკომენდაციო ხასიათის.

აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო წარმოადგენს იმ სათათბირო ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს კულტურული მემკვიდრეობის ზონაში არსებული შენობების სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. ამდენად, არქიტექტურის სამსახური დამოუკიდებლად არ იღებს გადაწყვეტილებას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე და მისი დაცვის ზონაში განსახორციელებელი მშენებლობის თაობაზე, ვინაიდან წარმოდგენილი არქიტექტურული პროექტის შეფასებისა და აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით, არსებობს შესაბამისი სათათბირო ორგანო - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2017 წლის 9 თებერვლის სხდომაზე დ. ა-ის 2017 წლის 31 იანვრის №1474922 განცხადებით მოთხოვნილ საკითხს მიეცა უარყოფითი რეკომენდაცია. კასატორის მოსაზრებით, მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, არ უნდა იქნეს გათვალისწინებული მოსაზრება, რომ ვინაიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დასკვნა არის სარეკომენდაციო ხასიათის, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის კომპეტენცია არ შეიძლებოდა შეზღუდულიყო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. კასატორის განმარტებით, არქიტექტურის სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ საკითხთან დაკავშირებით მიღებული უარყოფითი რეკომენდაციის მიუხედავად, დაეკმაყოფილებინა განმცხადებლის მოთხოვნა, ვინაიდან სწორედ ზემოაღნიშნული სათათბირო ორგანოა უფლებამოსილი, განიხილოს კულტურული მემკვიდრეობის ზონაში არსებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების არქიტექტურული პროექტის შეთანხმების საკითხი, შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს რეკომენდაციის არასავალდებულოდ მიჩნევა და მისი გაუთვალისწინებლობა აზრს უკარგავს ამავე ორგანოსათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის №9-34 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულებით“ გათვალისწინებული უფლებამოსილების მინიჭებას.

კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში დაცული მტკიცებულებები იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას, მითუფრო, რომ ის გარემოებები, რომელთა შეფასებაც სადავო გადაწყვეტილებით დაევალა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, გამოკვლეულია და ასახულია სადავო აქტებში, რის გამოც სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი და აღნიშნული გარემოებების სამართლებრივი შეფასება თავად უნდა მოეხდინა.

კასატორის - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის განმარტებით, „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის №137 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, უფლება მიეცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, განახორციელოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) ნებართვის გაცემის, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის და სამშენებლო - სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შეთანხმების, გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღების, ასევე, წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლის უფლებამოსილების დელეგირება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტზე, რის თაობაზეც, საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციუილ კოდექსის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან გააფორმოს ადმინისტრაციული ხელშეკრულება. ასევე „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცდა 2015 წლის 6 აპრილს №91 განკარგულებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების 3.1 მუხლის „ვ1“ პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური არის ის ორგანო, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენისა და ნებართვის გაცემის საკითხი, თუმცა იგი გადაწყვეტილებას არ იღებს დამოუკიდებლად, ვინაიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის №9-34 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭოს ფუნქციაა დედაქალაქის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში არსებული ტერიტორიების ქალაქთმშენებლობით განვითარებასა და ცალკეული შენობების იერსახესთან დაკავშირებით ზოგადი წინადადებებისა და მოსაზრებების მომზადება. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო წარმოადგენს იმ სათათბირო ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს კულტურული მემკვიდრეობის ზონაში არსებული შენობების სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. ამდენად, კასატორის განმარტებით, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური დამოუკიდებლად არ იღებს გადაწყვეტილებას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე და მისი დაცვის ზონაში განასახორციელებელი მშენებლობის თაობაზე, ვინაიდან, წარმოდგენილი არქიტეტურული პროექტის შეფასებისა და აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით არსებობს შესაბამისი სათათბირო ორგანო - ქ. თბილისის მუნიციპაიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2017 წლის 9 თებერვლის სხდომაზე დ. ა-ის 2017 წლის 31 იანვრის განცხადებით მოთხოვნილ საკითხს მიეცა უარყოფითი რეკომენდაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მითითებით, არქიტექტურის სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ საკითხთან დაკავშირებით მიღებული უარყოფითი რეკომენდაციის მიუხედავად, დაეკმაყოფილებინა განმცხადებლის მოთხოვნა, ვინაიდან, სწორედ ზემოაღნიშნული სათათბირო ორგანო არის უფლებამოსილი, განიხილოს კულტურული მემკვიდრეობის ზონაში არსებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების არქიტექტურული პროექტის შეთანხმების საკითხი. შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს რეკომენდაციის არასავალდებულოდ მიჩნევა და მისი გაუთვალისწინებლობა აზრს უკარგავს ამავე ორგანოსთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის №9-34 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულებით“ გათვალისწინებული უფლებამოსილების მინიჭებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების პირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ... №21-ში მდებარე უძრავ ძეგლს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ამასთანავე, უძრავ ძეგლზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, ძეგლთან ერთად ერთ საკადასტრო ერთეულად არის რეგისტრირებული. 2017 წლის 31 იანვარს დ. ა-მა განცხადებით მიმართა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ... №21-ში, №.... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობაზე შეთანხმებული პროექტის ცვლილება, კარის, საჩრდილობელისა და კიბის მოწყობის მიზნით. საკითხი განიხილა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ, რომელმაც 2017 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი უთხრა ქ. თბილისში, ... №21-ში (ძეგლის ტერიტორია) არსებულ შენობაზე კარისა და კიბის მოწყობის პროექტის შეთანხმებაზე, იმ მიზეზით, რომ არამიზანშეწონილი იყო საერთო სარგებლობის სივრცის ხარჯზე დამატებითი კიბის გაჩენა. აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 თებერვლის №3095871 ბრძანებით დ. ა-ს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ... №21-ში (ძეგლის ტერიტორია) არსებულ შენობაზე კარისა და კიბის მოწყობის პროექტის შეთანხმებაზე.

საკასაციო სასამართლო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში არსებული კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე მიუთითებს, რომ საქართველოში აღნიშნული საკითხი მოწესრიგებულია, როგორც საკანონმდებლო, ასევე, კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით, კერძოდ, საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ IX თავი არეგულირებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, ნებართვების გაცემის წესსა და სანებართვო პირობებსს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური წარმოადგენს მოსარჩელის მიერ წარდგენილ განცხადებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ერთადერთ ორგანოს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 17.04.15წ. #9-34 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების 1.1 მუხლის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო წარმოადგენს, პარიტეტის პრინციპის გათვალისწინებით შექმნილ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც თავის მუშაობას წარმართავს საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ დებულების საფუძველზე. ამავე დებულების 1.2 მუხლის მიხედვით, საბჭოს გადაწყვეტილებები არის სარეკომენდაციო ხასიათის. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ აღნიშნული არ გულისხმობს, რომ საბჭოს გადაწყვეტილებას წინასწარ დადგენილი, სავალდებულო ხასიათი აქვს სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის გადაწყვეტილების მიღებისას, მით უფრო მაშინ, როდესაც მითითებული დებულების თანახმად, საბჭოს გადაწყვეტილებები არის სარეკომენდაციო ხასიათის. ამდენად, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის კომპეტენცია არ შეიძლება შეიზღუდოს საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც თავისი ბუნებით სარეკომენდაციო ხასიათისაა და შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, თუმცა იგი არ უნდა იქცეს გადაწყვეტილების მიღების ერთადერთ, უპირობო და სავალდებულო საფუძვლად.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არასრულყოფილად გამოიკვლია გარემოება - ამ ეტაპზე რატომ იყო შეუძლებელი ქ. თბილისში, ... №21-ში, ძეგლის ტერიტორიაზე არსებულ შენობაზე კარისა და კიბის მოწყობის პროექტის შეთანხმება. ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია, საპროექტო სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში, ნამდვილად ექნებოდა თუ არა ადგილი საერთო სარგებლობის სივრცის ხარჯზე დამატებითი კიბის გაჩენას. ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია საქმეზე მტკიცებულების სახით წარდგენილი, ნოტარიულად დამოწმებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ას“ 2016 წლის 30 მაისის №3/3 კრების ოქმისათვის, რომლის თანახმად, ... №21-23-ში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 100% თანახმაა, დ. ა-მა თავისი კუთვნილი სახლის სარდაფში გარედან გააკეთოს კიბე (სარდაფის ფართი: 29.25 კვ. მეტრი). ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია და არ გამოუკვლევია ის გარემოება, რომ დ. ა-ს არ გააჩნია შიდა ფართში ჩასასვლელი კიბე და შესაბამისად, იგი ვერ სარგებლობს მის საკუთრებაში არსებული სარდაფით. საკასაციო სასამართლოს მითითებით, სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, რის ფარგლებშიც იგი უფლებამოსილია გამოითხოვოს საბჭოს განმეორებითი დასაბუთებული დასკვნა. ამავდროულად, საკითხის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო და კერძო ინტერესების არსებობა სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში, აღნიშნულის შესაბამისად, იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 თებერვლის №3095871 ბრძანება, შესაბამისად, გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 სექტემბრის №1-2042 ბრძანების კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც იგი ასევე მართებულად იქნა ბათილად ცნობილი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს საკასაციო საჩივარზე 11.03.2019წ. №00351 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განჩინება;

3. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე 11.03.2019წ. №00351 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

 

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="N7ST06LeonYe77DlzaXTL73mkmBZUn7oU8MmJVC4";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize