დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 10.10.2019
საქმის ნომერი
ბს-959(კ-19)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-959(კ-19)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

№ბს-959(კ-19) 10 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

2018 წლის 5 ივნისს ე. და ნ. გ-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დიდუბე-ჩუღურეთის მიმართ.

მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი არიან მარტოხელა პენსიონრები, რომლებიც ცხოვრობენ მომიჯნავედ მდებარე, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ბინებში. მათივე განმარტებით, ცალ-ცალკე არიან რეგისტრირებულნი კომუნალურ გადამხდელებად და აქვთ დამოუკიდებელი საოჯახო შინამეურნეობა. ნ. გ-ი 1999 წლიდან არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მასზე ზრუნავს ე. გ-ი, რომელიც ფიზიკურად ეხმარება დას. მოსარჩელეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ წარმოადგენენ ორ დამოუკიდებელ ოჯახს და ერთად არ ცხოვრობენ. ისინი 2005-2007 წლებში სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულნი იყვნენ ცალ-ცალკე ოჯახებად, ხოლო 2007 წლიდან სოციალური აგენტის ინიციატივით ერთ ოჯახად დარეგისტრირდნენ, აღნიშნული გრძელდებოდა 2016 წლამდე. მოსარჩელეთა მითითებით, არაერთხელ მიმართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს, დამოუკიდებელ ოჯახებად რეგისტრაციის მიზნით მათი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესასწავლად.

2018 წლის 4 იანვარს №04-00-დ/335 გადაწყვეტილით ე. გ-ის ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და აეკრძალა ბაზაში რეგისტრაციის უფლება ერთი წლის ვადით, რაც გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 თებერვლის №04/9387 გადაწყვეტილებით გაუქმდა სერვის ცენტრის გადაწყვეტილება და ცენტრს დაევალა ე. გ-ის ოჯახის განმეორებითი შესწავლა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა. ასევე აღუდგა სააგენტოსთვის მიმართვის უფლება. სერვის ცენტრის განმეორებითი შემოწმების საფუძველზე 2018 წლის 21 მარტს კვლავ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №04-00-დ/11960 ე. გ-ის მიმართ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ, ასეთივე გადაწყვეტილება ნ. გ-ის მიმართაც.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური აგენტის თ. ს-ის მიერ შედგენილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 15 მარტის ოქმის, ე. გ-ის მიმართ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დიდუბე-ჩუღურეთის 2018 წლის 21 მარტის №04-00-დ/11960 გადაწყვეტილების, ნ. გ-ის მიმართ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დიდუბე-ჩუღურეთის 2018 წლის 28 მარტის №04-00-დ/12912 გადაწყვეტილებისა და ე. და ნ. გ-ების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის №04/28715 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრისათვის/დიდუბე-ჩუღურეთისთვის ე. გ-ის და ნ. გ-ის ცალკე ოჯახად შემოწმების, დეკლარაციის შედგენისა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭების დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. გ-ის და ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური აგენტის თ. ს-ის მიერ შედგენილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 15 მარტის ოქმი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დიდუბე-ჩუღურეთის 2018 წლის 21 მარტის №04-00-დ/11960 გადაწყვეტილება ე. გ-ის მიმართ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დიდუბე-ჩუღურეთის 2018 წლის 28 მარტის №04-00-დ/12912 გადაწყვეტილება ნ. გ-ის მიმართ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის №04/28715 გადაწყვეტილება ე. და ნ. გ-ების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს/დიდუბე-ჩუღურეთს დაევალა მოპასუხე ე. გ-ის და ნ. გ-ის ცალ-ცალკე ოჯახებად შემოწმება, დეკლარაციის შედგენა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები ე. და ნ. გ-ები ცხოვრობენ ცალ-ცალკე ოჯახებად და ოჯახის ხელოვნურად დაყოფას ადგილი არ აქვს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მიხედვით, კერძოდ, მე-11 მუხლის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას; ბ) ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს; გ) ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად; დ) ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენას და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. ე. გ-მა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრს მიმართა პირველადი განაცხადით. 2017 წლის 28 დეკემბერს ოჯახში ვიზიტი განახორციელა სოციალურმა აგენტმა (მ. კ-ა). საცხოვრისის ვიზუალური დათვალიერებისა და ოჯახის წევრებთან: ნ. და ე. გ-ებთან გასაუბრების შედეგად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის I პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გაფორმდა ოქმი „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“, მიზეზით: „ოჯახი ხელოვნურად არის დაყოფილი“ და ამავე წესის მე-14 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, შეეზღუდა რეგისტრაციის უფლება 1 წლით. 2018 წლის 15 იანვარს ე. გ-მა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა ადმინისტრაციული საჩივრით. სააგენტოს 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ე. გ-ის ოჯახს მოეხსნა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ განმეორებითი რეგისტრაციის აკრძალვა. 2018 წლის 21 თებერვალს ე. გ-მა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით სააგენტოს მიმართა პირველადი განაცხადით. ვინაიდან, აღნიშნული ოჯახი იყო პრობლემური, გადამოწმების მიზნით, ვიზიტი განახორციელა უფროსმა სოციალურმა აგენტმა (თ. ს-ე). მისი ინფორმაციით (მოხსენებითი ბარათი თან ერთვის), ე. გ-ი ცხოვრობს დასთან - ნ. გ-თან ერთად. 2018 წლის 12 იანვარს ნ. გ-მა სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიმართა ადმინისტრაციული საჩივრით, საიდენტიფიკაციო კოდის აღდგენასთან დაკავშირებით. 2018 წლის 19 თებერვლის №04/9387 გადაწყვეტილებით მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან 2018 წლის 10 თებერვლიდან ოჯახს ერთწლიანი შეზღუდვის ვადის გასვლის გამო, მოეხსნა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ განმეორებითი რეგისტრაციის აკრძალვა. ა/წ 26 თებერვალს ე. გ-მა მიმართა განცხადებით, დის – ნ. გ-ის ოჯახის გადამოწმების თაობაზე (№14369, 21/02/2018წ.). აღნიშნული განცხადება, ოჯახის შესწავლის მიზნით, გადაეცა უფროს სოციალურ აგენტს - თ. ს-ეს. მისი ინფორმაციით, ნ. და ე. გ-ები ცხოვრობენ ერთ ოჯახად. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავჯდომარე ა. მ-ი და დიდუბის რაიონის მუნიციპალიტეტის საუბნო განყოფილების უფროსი გ. ჩ-ი. მოცემული ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ა/წ 15 მარტს გაფორმდა ოქმი „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ და ე. გ-ს აეკრძალა განმეორებით რეგისტრაცია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“. ასევე საქმეში წარმოდგენილია სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სერვის-ცენტრის უფროსი სოციალური აგენტის - თ. ს-ის 2018 წლის 27 აპრილის №04-00-9092 მოხსენებითი ბარათი, რომლითაც ირკვევა, რომ იგი 2018 წლის 2 მარტს ვიზიტით იმყოფებოდა (მის: თბილისი, ... №15) ე. და ნ. გ-ების ოჯახში. ე. გ-ს ა/წ 21 თებერვალს ჰქონდა შეტანილი პირველადი განაცხადი, რომელიც გენერირდა 26 თებერვალს, ასევე მოსარჩელემ იმ პერიოდისთვის ტერიტორიულ სამსახურში წარადგინა განცხადება თავისი დის ოჯახის ნ. გ-ის სახელზე გადამოწმების მოთხოვნით (№14369, 21/02/2018წ.). მოსარჩელე განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ნ. გ-ს გადაადგილება არ შეეძლო და ითხოვდა სოციალური აგენტის ვიზიტს ცალკე ოჯახად დასარეგისტრირებლად. ვინაიდან აღნიშნული ოჯახის საკითხი იყო სადავო, ამიტომ ვიზიტი განახორციელა თ. ს-ემ, დიდუბის რაიონის მუნიციპალიტეტის საუბნო განყოფილების უფროსი გ. ჩ-ი, რომელიც ესწრებოდა შემოწმების პროცესს, ინტერვიურების დროს აღნიშნა, რომ ნ. და ე. გ-ები „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დასარეგისტრირებლად არის ერთი ოჯახი, ვინაიდან ნ. გ-ი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და საჭიროებს მომვლელს, ხოლო მისი და - ე. გ-ი უვლის მას. მართალია, ე.სა და ნ.ს აქვთ ცალ– ცალკე ფართი საკუთრებაში საჯარო რეესტრით, შესაბამისად, სააბონენტო ნომრებიც, მაგრამ ვიზუალური დათვალიერებისას იკვეთება შინასამეურნეო საქმიანობის ერთობლივი წარმოება, კერძოდ, საცხოვრებელი ადგილის ერთობლივი გამოყენება, მისი მოვლა-პატრონობა, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებების მოპოვება და ამ საშუალებების განკარგვა-განაწილება. ოჯახის წევრებს რამდენიმეჯერ დაწვრილებით წაუკითხეს ოჯახის განმარტება, მიუხედავად ახსნა-განმარტებისა, ე. გ-ი არ დათანხმდა დეკლარაციის ერთად შევსებას. მიუხედავად ამისა, ოჯახს მიეცა გონივრული ვადა დასაფიქრებლად, ხოლო თვითონ (თ. ს-ე) დაუკავშირდა აღნიშნული ეზოს ამხანაგობის თავჯდომარეს ა. მ-ს, რათა გაერკვია რეალური სიტუაცია ამ ოჯახთან დაკავშირებით. ა. მ-მა წერილობით დაადასტურა, რომ ე. და ნ. გ-ები ოჯახის დეკლარაციის შევსებისათვის სავალდებულო პირობების მიხედვით არის ერთი ოჯახი. მეორე ვიზიტი მოსარჩელეთა ოჯახში განხორციელდა 2018 წლის 15 მარტს, ოჯახს ხელახლა გააცნეს დეკლარაციის შევსებისთვის ოჯახის განმარტება, მაგრამ ე. გ-ის პოზიცია ისევ რჩებოდა უცვლელი და ითხოვდა ცალ–ცალკე ოჯახებად დეკლარაციის შევსებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, გაფორმდა ოქმი „ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“.

ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (დიდუბე ჩუღურეთი) უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ განხორციელებული ქმედებები შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-14 მუხლის I პუნქტის თანახმად, ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ოჯახს ეკრძალება ბაზაში რეგისტრაციის უფლება. 2018 წლის 28 მარტის №04-00-დ/12912 წერილით, ე. გ-ს მისი 2018 წლის 21 თებერვლის №14369 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-14 მუხლის I პუნქტის შესაბამისად, მის ოჯახში სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრის უფლებამოსილი პირის ვიზიტის დროს მისი დის - ნ. გ-ის რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში ვერ განხორციელდა, მიზეზით: „ოჯახი ხელოვნურად არის დაყოფილი.“ ამდენად, ზემოაღნიშნული დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრის ორივე აქტი არის განმარტებითი/ინფორმაციული ხასიათის, რითაც დაინტერესებულ მხარეს ეცნობა ე. გ-ის შემთხვევაში ოქმის შევსების, ერთწლიანი შეზღუდვის და ნ. გ-ის შემთხვევაში მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და საფუძვლები.

2018 წლის 27 მარტს ნოტარიული წესით დამოწმებული ი. ს-ის (მცხოვრები: ..., მე-3 მ/რ, მე-4 კვარტალი, კორპუსი 60, ბინა 16) და გ. გ-ის (მცხ: თბილისი, ... №27/6) განცხადებაში საუბარია ე. და ნ. გ-ების ცალ-ცალკე ცხოვრების შესახებ. კასატორი აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობით ნოტარიული წესით დამოწმებულ განცხადებაზე ნიტარიუსის მიერ ხდება მხოლოდ განცხადებაზე ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება და ის პასუხისმგებელი არ არის განცხადების შინაარსსა და სამართლებრივ შედეგზე. განმცხადებლების მიერ საცხოვრებელ მისამართებად მითითებულია ი. ს-ი - თემქის დასახლება, გ. გრძელიძე - დ. აღმაშენებლის გამზირი. შესაბამისად, კასატორის მითითებით, ე. და ნ. გ-ების ერთ ან ცალკე ოჯახებად ცხოვრების ფაქტის დამადასტურებლად უფრო სარწმუნოა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის (ა. მ-ი) და დიდუბის რაიონის მუნიციპალიტეტის საუბნო განყოფილების უფროსის (გ. ჩ-ი) ხელმოწერით დადასტურებული წერილობითი აქტები (02.03.2018წ., 15.03.2018წ.), რითაც ადასტურებენ, რომ „ე. და ნ. გ-ები კანონმდებლობის მიხედვით, ითვლებიან ერთ ოჯახად“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორედ გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის #126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მიხედვით, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას, ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის #141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სოციალური აგენტი ნ. და ე. გ-ების ოჯახის გადამოწმების მიზნით მათ საცხოვრებელ მისამართზე გამოცხადდა დიდუბის რაიონის მუნიციპალიტეტის საუბნო განყოფილების უფროსთან ერთად, ორჯერ - 2018 წლის 2 და 15 მარტს. ასევე, დადგენილია, რომ მან ნ. გ-თან გასაუბრების გზით და მისამართზე არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2018 წლის 15 მარტს შეადგინა ე. და ნ. გ-ების ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმი. კერძოდ, ორივე ვიზიტის ფაქტი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 15 მარტის ოქმზე ხელმოწერით დაადასტურა ნ. გ-მა, თუმცა უცნობია სადავო საკითხთან დაკავშირებით მან რა ინფორმაცია მიაწოდა სოციალურ აგენტს. ამასთან, ოქმის ჩანაწერიდან გამომდინარე, ოჯახის უფლებამოსილ პირთან, ე. გ-თან შეხვედრა ვერ მოხდა, იმ დროს, როდესაც სოციალური აგენტი მოხსენებით ბარათში მიუთითებს, რომ ორივე ვიზიტისას ე. გ-მა უარი განაცხადა დეკლარაციის ერთობლივად შევსებასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ ის გარემოება, რომ ნ. და ე. გ-ები არიან დები, წარმოადგენენ ერთ ოჯახს ნ. გ-ის შეზღუდული შესაძლებლობისა და მომვლელის საჭიროების გამო, არ უნდა გახდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, სხვა პირის დახმარების საჭიროება ავტომატურად არ გულისხმობს დასახმარებელი პირისა და დამხმარე პირის ერთ ოჯახად ყოფნას. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოპასუხე თავად ადასტურებს მოსარჩელეების მომიჯნავედ, დამოუკიდებელ ფართებში ცხოვრების ფაქტს. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მათ შორის, ამონაწერით საჯარო რეესტრიდან და აბონენტებად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების, ასევე, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით, სასამართლომ მართებულად მიიჩნია მოსარჩელეების - ე. და ნ. გ-ების ოჯახისთვის სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტა კანონშეუსაბამოდ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

 

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="8yNEeu6pxSSefBaTAN68G72BOhUf9lbF1hMyGDpO";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize