დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 04.07.2019
საქმის ნომერი
ბს-547(კ-19)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-547(კ-19)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

#ბს-547(კ-19) 4 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ს-ის, ჯ. ს-ის, ნ. ს-ისა და მ. ყ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

2018 წლის 16 თებერვალს თ. თ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ჯ. ს-ის, მ. ყ-ის, ა. ს-ისა და ნ. ს-ის მიმართ.

მოსარჩელემ ა. ს-ის, მ. ყ-ის, ნ. ს-ის, ჯ. ს-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) ზედდების ნაწილში საჯარო რეესტრის 2012 წლის 21 აგვისტოს #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 14 ნოემბერს კანონით დადგენილი წესით მიიღო მამის ი. თ-ის სამკვიდრო ქონება - საჩხერის რაიონის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთები. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოახდინა რეგისტრაცია საჯარო რეესტრის სამსახურში და აიღო ამონაწერები ს/კ ..., ... . აღნიშნულ ქონებას ფლობს. 2017 წლის სექტემბერში წარადგინა საჯარო რეესტრში ელექტრონული რეგისტრაციისთვის შესაბამისი ნახაზები, თუმცა საჯარო რეესტრიდან აცნობეს, რომ საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. აღმოჩნდა, რომ 2012 წელს აღნიშნული მიწის ნაკვეთები ერთ ნაკვეთად დარეგისტრირებული აქვს მის მეზობლად მცხოვრებ ჯ. ს-ეს, ა. ს-ეს, მ. ყ-ეს და ნ. ს-ეს. მიუხედავად მოპასუხესთან კომუნიკაციისა ვერ მოხერხდა აღნიშნული სადავო საკითხის მოგვარება.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით თ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეა ცნობილი უძრავი ქონების (ს/კ ...) რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 21 აგვისტოს #... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ს-ემ, ჯ. ს-ემ, ნ. ს-ემ და მ. ყ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ა. ს-ის, ჯ. ს-ის, ნ. ს-ის და მ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილებით საკადასტრო ზედდებაში მოქცეულ მიწის ნაკვეთს ჯერ კიდევ მოსარჩელის მამა - ი. თ-ე ოჯახთან ერთად ამუშავებდა. აღნიშნულს არ უარყოფს არც ჯ. ს-ე, თუმცა მას მიაჩნია, რომ მოცემული მიწის ნაკვეთი მის საკუთრებას წარმოადგენს. ამასთან, ო. ს-ის კომლისათვის გადაცემული #2303 მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, არსებული მიწის ნაკვეთის მეზობელი მიწის ნაკვთის მესაკუთრე განსხვავდება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრისაგან.

სასამართლოს მითითებით, საქმეში დაცული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტებიდან დაწყებული, 2002 წლის სააღრიცხვო ბარათები, 2007 წლის 14 დეკემბრის რეგისტრაციის შესაბამისად შექმნილი საკადასტრო გეგმები და საკადასტრო აზომვითი ნახაზები შეიცავენ ინფორმაციას მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მესაკუთრეთა შესახებ.

სადავო მიწის ნაკვეთის იდენტურობის საკითხთან დაკავშირებით პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მითითებული უძრავი ქონების მონაცემების დაზუსტების მიზნით საჯარო რეესტრში წარდგენილი ელექტრონული საკადასტრო-აზომვითი ნახაზის საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მოთხოვნებთან შეუსაბამობა; პირიქით, ცალსახაა, რომ თუკი მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი ელექტრონული საკადასტრო-აზომვითი ნახაზის საფუძველზე დაფიქსირდა რეგისტრირებულ მონაცემებთან ზედდება, ასეთივე ზედდება იარსებებდა ა., ნ., ჯ. ს-ეების და მ. ყ-ის საკუთრების უფლებით დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციისას მოსარჩელის სახელზე საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი სახით აღრიცხულ საკადასტრო მონაცემებთან, რისი შემოწმებაც საჯარო რეესტრის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. ს-ემ, ჯ. ს-ემ, ნ. ს-ემ და მ. ყ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორების მოსაზრებით, სასამართლოს არ ჰქონდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლები, რადგან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე არ ყოფილა მიღებული გასაჩივრებული აქტი. კასატორების მითითებით, არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმეების ჩვენებით დგინდება, რომ სადავო ფართი ეკუთვნის საყვარელიძეების ოჯახს. კასატორების განმარტებით, სასამართლო პროცესზე დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს საყვარელიძეების მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე სახლის მშენებლობისა და აზომვითი ნახაზის სისწორე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ს-ის, ჯ. ს-ის, ნ. ს-ისა და მ. ყ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ს-ის, ჯ. ს-ის, ნ. ს-ისა და მ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2007 წლის 14 ნოემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობით მოსარჩელე თ. თ-ემ მიიღო სამკვიდრო მამის - ი. თ-ის კუთვნილ დანაშთ ქონებაზე, კერძოდ, მიწის ნაკვეთებზე მდებარე საჩხერის რაიონის სოფელ .ში (ს/კ ... და ...). სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აღნიშნული მიწის ნაკვეთები საჯარო რეესტრში აღირიცხა თ. თ-ის სახელზე. საჯარო რეესტრში თ. თ-ის სახელზე უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2007 წლის 14 დეკემბერს.

დადგენილია, რომ თ. თ-ის მამის ი. თ-ის სახელზე 1997 წლის 15 თებერვალს გაცემული იყო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რის საფუძველზეც 0,211 ჰა და 0,049 ჰა ფართობის მქონე მიწის ნაკვეთები (ს/კ ... და ...) 2002 წლის 9 იანვარს აღრიცხულია საჯარო რეესტრში ი. თ-ის სახელზე, რასაც ხელმოწერით და ბეჭდით ადასტურებს სახელმწიფო რეგისტრატორი.

ასევე დადგენილია, რომ 1995-2005 წლების საკომლო წიგნების მიხედვით, აწ. გარდაცვლილი ო. ს-ის კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ო. ს-ე, ჯ. ს-ე, ა. ს-ე, ნ. ს-ე და მ. ყ-ე. დადგენილია, რომ 1995 წლის 2 მაისს ო. ს-ის კომლის სახელზე გაცემულია #2303 მიღება-ჩაბარების აქტი. ასევე მიწის ნაკვეთზე ს/კ... ო. ს-ის სახელზე 2002 წლის 15 იანვარს გაცემულია სარეგისტრაციო მოწმობა (განაცხადის რეგისტრაციის თარიღი 2002 წლის 9 იანვარი).

უფლებათა რეესტრში დაცული ინფორმაციით დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 230 კვ.მ დაუზუსტებელ მიწის ნაკვეთზე ს/კ ... დარეგისტრირდა ო. ს-ის ოჯახის საკუთრების უფლება, რასაც საფუძვლად დაედო მიწის ნაკვეთის #2303 მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნულ სისტემურ რეგისტრაციაზე გახსნილია სააღრიცხვო ბარათი რეგისტრატორის ხელმოწერითა და ბეჭდით.

განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის 2012 წლის 21 აგვისტოს #... სადავო გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე, მდებარე: საჩხერე, სოფელი ...ი (ს/კ ...), დარეგისტრირდა ა. ს-ის, მ. ყ-ის, ნ. ს-ისა და ჯ. ს-ის თანასაკუთრება. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ აქტს მოსარჩელე სადავოდ ხდის სწორედ მისი საკუთრების უფლების ზედდების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებით მნიშვნელობას ანიჭებს საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას და თვლის, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც აქტის გამოცემის პროცესში მინიჭებული აქვს ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების ვალდებულება, უნდა გამოეკვლია და შეესწავლა ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა არსებული ზედდება. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ს-ის, ჯ. ს-ის, ნ. ს-ისა და მ. ყ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

 

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="WN8VZRh4MzL4iDAaUytIoBAq1X40hePW1glcHGRo";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize