საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 24.10.2011
საქმის ნომერი
2კ-515აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.10.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე ¹515აპ-11 ქ. თბილისი

24 ოქტომბერი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულების _ ბ. ტ-სა და ც. ა-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 თებერვლის განაჩენით:

დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ ა. კ-ს შუამდგომლობა, რომელსაც ეთანხმება ზემდგომი პროკურორი _ რ. გ-ი.

დამტკიცდა საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ ა. კ-სა და ბრალდებულებს _ ჯ. ქ-სა და ე. კ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

ჯ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 19 ნოემბრიდან.

ე. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, მას დანიშნული სასჯელიდან 5 წლის მოხდა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სასჯელის დარჩენილი ნაწილი _ 2 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ე. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 19 ნოემბრიდან.

ბ. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 19 ნოემბრიდან.

ც. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 წლით, 2 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ც. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით, 2 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა აეთვალოს ამ განაჩენის მიღების დღიდან _ 2011 წლის 23 თებერვლიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ ბ. ტ-სათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 19,230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო მსჯავრდებულ ც. ა-სათვის _ საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების _ ბ. ტ-სა და ც. ა-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.