დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 330-აპ 21 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ნ. გაბრიჩიძე
განიხილა მსჯავრდებულ თ. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005წ. 15 ივნისის განაჩენზე.
სააპელაციო პალატის განაჩენით, ა. ნ-ლი დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “დ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მისი დაპატიმრების მომენტიდან.
სასამართლო პალატის სხდომაზე, საჩივრის განხილვის დაწყებამდე, ადვოკატმა ა. გ-მა უკან გაითხოვა საკასაციო საჩივარი.
პროკურორმა პ. მ-ემ მოითხოვა საჩივრის განხილვა და თ. ნ-ის მიმართ სააპელაციო პალატის განაჩენის უცვლელად დატოვება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს აქვს საჩივრის უკან გათხოვის უფლება, ამიტომ მისი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრის ავტორის _ ადვოკატ ა. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005წ. 15 ივნისის განაჩენი თ. ნ-ის მიმართ შევიდეს კანონიერ ძალაში და მიექცეს აღსასრულებლად.