საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 345-აპ 4 ოქტომბერი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე და მომხსენებელი),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ ს. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივნისის განაჩენზე ს. მ-სა და შ. ყ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 20 იანვრის განაჩენით ს. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის მე-60, 61-ე მუხლების თანახმად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ამავე განაჩენით შ. ყ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მძიმე სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მძიმე სასჯელი და საბოლოოდ შ. ყ-ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივნისის განაჩენით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 20 იანვრის განაჩენში ს. მ-ს მიმართ შევიდა შემდეგი ცვლილება: 2003წ. 26 ივნისის განაჩენიდან ს. მ-ს დაემატა 1 თვე და სსკ-ის მე-60, 61-ე მუხლების თანახმად, სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსსკ-ის 473-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ს. მ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 4 წლითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით ს.მ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის;
ამავე განაჩენით შ. ყ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად; მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში: 2004წ. 11 იანვარს ს. მ., შ. ყ. და გამოძიებით დაუდგენელი ვინმე ნ.ზ. შეხვდნენ ერთმანაეთს. 12 იანვარს, 00:30 საათზე, სასტუმრო “აჭარასთან” შ.ყიასაშვილმა, ს.მ-მა და ნ. ზ-მა გააჩერეს თეთრი ფერის ტაქსი “ვაზ 21-29”, რომელსაც მართავდა მ. დ. და სთხოვეს მას დიდუბეში ... ქუჩაზე გაყვანა. აღნიშნულ ქუჩაზე შ. ყ-მა მ. დ-ს ერთ-ერთ კორპუსთან გააჩერებინა მანქანა და თანნაქონი “ჩAL 9 MM MAGNUM” “ჩOLD შთAღთ-2002” მოდელის 9 მმ კალიბრიანი ¹... პისტოლეტის მუქარით, რომელიც შ. ყ-ს მართლსაწინააღმდეგოდ ჰქონდა შეძენილი, ინახავდა და ატარებდა, მოსთხოვა მას ფული, შეშინებულმა მ. დ-მა გადასცა 27 ლარი. შ. ყ-ს მითითების საფუძველზე ს. მ-მა და ვინმე ნ. ზ-მა მძღოლს გაუჩხრიკეს ჯიბეები და მას შემდეგ, რაც ვერ უპოვეს მეტი თანხა, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 27 ლარს. ფულის შოვნის მიზნით სამივე ბოროტმოქმედმა განახორციელა რა ყაჩაღური თავდასხმა ტაქსის მძღოლზე, გადმოვიდნენ მანქანიდან და გაემართნენ წერეთლის გამზირისაკენ, სადაც პოლიციის მუშაკებმა ს.მ. და შ.ყ. დააკავეს, ხოლო ნ.ზ-მა შეძლო მიმალვა.
მსჯავრდებული ს. მ. საკასაციო საჩივრით ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ა. ითხოვს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის განახევრებას.
პროკურორი რ. ს. არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს ს. მ-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ არასრულწლოვანმა ს.მჭედლიშვილმა 2004წ. 11 იანვარს შ.ყ-თან და სხვა პირთან ერთად სასტუმრო “აჭარასთან” გააჩერა თეთრი ფერის ტაქსი “ვაზ 21-29” სახ. ¹....803, რომელსაც მართავდა მ. დ. და სთხოვა დიდუბეში, მირცხულავას ქუჩაზე, გაყვანა. შ.ყიასაშვილმა მძღოლს გააჩერებინა მანქანა და პისტოლეტის მუქარით მოსთხოვა ფული. მძღოლმა მ.დ-მა მას გადასცა 27 ლარი. თავდამსხმელებმა დაზარალებულს გაუჩხრიკეს ჯიბეები და გადმოვიდნენ მანქანიდან, რის შემდეგაც წერეთლის გამზირზე ს.მჭ. და შ.ყიასაშვილი დააკავეს პოლიციის მუშაკებმა.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა ს.მჭ-მა წარდგენილ ბრალდებაში თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ, სასამართლოს მისცა აღიარებითი ჩვენება, გულწრფელად მოინანია დანაშაული და, სსსკ-ის 473-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ითხოვა სასჯელის შემსუბუქება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. სააპელაციო პალატამ ს.მ-სათვის რაიონული სასამართლოს მიერ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული საბოლოო (2003წ. განაჩენით დანიშნული სასჯელიდან ს.მ-ს დამატებული ჰქონდა დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი) სასჯელი _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა _ სსკ-ის მე-60, 61-ე მუხლების გამოყენებით შეამცირა 6 წლამდე და 1 თვემდე და, სსსკ-ის 473-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირა ერთი მესამედით და საბოლოოდ მოსახდელად განუსაზღვრა 4 წლითა და 10 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ ს.მ. არასრულწლოვანია, დაზარალებულს მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებულია სასამართლო გამოძიების გაუქმებისას დადგენილი შეღავათი სასჯელის შემცირების სახით _ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და მისი შემცირების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ს. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკამაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივნისის განაჩენი ს. მ-სა და შ. ყ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.