შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 24.05.2005
საქმის ნომერი
2კ-196დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 196-დად 24 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი (მომხსენებელი),დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ მ. წ-. კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 აპრილის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებული მ. წ-ძე არ გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის 2003 წლის 16 სექტემბრის განჩინებით მ. წ. ცნობილ იქნა დამნაშვედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების “გ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მ. წ-ის შეფარდებული სასჯელის მოხდის დასაწყისია 2003 წლის 5 იანვარი, ხოლო დასასრული _ 2006 წლის 5 იანვარი. სასჯელის სამი მეოთხედი მოიხადა 2005 წლის 5 აპრილს. დღეისათვის მოხდილი აქვს 2 წელი, 4 თვე და 19 დღე.

2004 წლის აპრილში გეგუთის ¹.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წ-ოს რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ მ. წ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ იმ მოტივით, რომ მსჯავრდებული მ. წ. ხასიათდება დადებითად, თავის მოვალეობას ასრულებს კეთილსინდისიერად, სარეჟიმო დარღვევები არა აქვს, წახალისებული ორჯერ. წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ 2005 წლის 19 აპრილის დადგენილებით წარდგინება არ დააკმაყოფილა დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროებისა და ხარისხის, ასევე დარჩენილი სასჯელის ვადის გათვალისწინებით.

კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული მ. წ. ითხოვს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას.

პროკურორმა ო. რ. მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და განმარტა, რომ, მართლია, მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებულია ორჯერ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი დასკვნის გასაკეთებლად, რომ მისი გამოსწორებისათვის აღარ არის საჭირო შეფარდებული სასჯელის მთლიანად მოხდა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროკურორ ო. რ-ას, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, მსჯავრდებულ მ. წ-ს მოხდილი აქვს სასჯელის სამ მეოთხედზე მეტი, კერძოდ კი _ 2 წელი, 4 თვე და 19 დღე, ფაქტობრივად მოსახდელად დარჩა 8 თვეზე ნაკლები. იგი სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებულია ორჯერ. 2005 წლის აპრილში სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა იგი წარადგინა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე წახალისების მიზნით. გეგუთის ¹... დაწესებულების დირექტორი ჯ. ხ-აძე, დირექტორის მოადგილე სოციალური საკითხების დარგში თ. ჯ-ძე, სოციალური განყოფილების ინსპექტორი ა. მ., ... ... ინსპექტორი ი. Fფ-ძე, რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი ა. გ-ი მ. წ-ეს ახასიათებენ დადებითად.

საქმის მასალების შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში სასამართლო სხდომაზე ¹... დაწესებულების დირექტორის მოადგილემ _ თ. ჯ-მ მ. წ-ე ასევე დადებითად დაახასიათა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მ. წ-ს გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა და იგი უნდა გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე, 610-ე, 623-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს წ-ოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 აპრილის დადგენილება მსჯავრდებულ მ. წ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.

მსჯავრდებული მ. წ. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.