შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 480-დად 16 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,თ. ლალიაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ნ. Uუ-ს საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 ნოემბრის დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. უ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ 2001წ. 20 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 171-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.
ნ. უ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2000წ. 25 თებერვლიდან, სასჯელის მოხდა უმთავრდება 2001წ. 25 თებერვალს. სასჯელის 2\3 ნაწილი მოიხადა 2004წ. 25 ოქტომბერს.
2002წ. 2 მარტიდან იგი სასჯელს იხდის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ჩარიცხულია სამეურნეო მომსახურების ბრიგადაში ტექნიკოსად. დაწესებულების ადმინისტრაცია მას ახასიათებს დადებითად, აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერად ასრულებს დავალებებს, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ამასთან, 2002-2004 წლებში ოთხჯერ არის წახალისებული ადმინისტრაციის მიერ _ გამოეცხადა მადლობები.
აღნიშნული გარემოებების საფუძველზე ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციამ წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ ნ. Uუ-ს სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების თაობაზე.
სასამართლომ განიხილა წარდგინება და, არ დააკმაყოფილა რა იგი, 2004წ. 12 ნოემბრის დადგენილებით უარი უთხრა მსჯავრდებულ ნ. Uუ-ს სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებაზე.
აღნიშნული სასამართლო დადგენილების თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. უ-მა კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს მცხეთის რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმებასა და სასჯელის მოხიდსაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებას.
პალატის სხდომაზე განხილვისას გამოქვეყნდა კერძო საკასაციო საჩივრის შინაარსი და მოთხოვნა.
პროცესში მონაწილე პროკურორმა ი. Dდ-მა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ნ. Uუ-ს პირადი საქმე, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა პროკურორს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ გაცემულ დოკუმენტებში წარმოდგენილი მონაცემები მსჯავრდებულ ნ. Uუ-ის საქმიანობის თაობაზე და ჩადენილი დანაშაულის მიმართ მისი ამჟამინდელი დამოკიდებულება აშკარად მიუთითებს, რომ იგი მყარად დგას გამოსწორების გზაზე და არ არსებობს საზოგადოებისა და ოჯახისაგან მისი იზოლაციის აუცილებლობა. ამასთან, იგი დაავადებულია ტუბერკულოზით, ხოლო პროცესში მონაწილე პროკურორმა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.
აღნიშნული გარემოებები საკმარის და კანონიერ საფუძველს წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულ ნ. Uუ-ს ვადამდე პირობით გათავისუფლებისათვის, რის გამოც მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 ნოემბრის დადგენილება უნდა გაუქმდეს და კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ. უ-ის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 ნოემბრის დადგენილება ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის წარდგინების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გაუქმდეს და მსჯავრდებული ნ. Uუ. გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.