შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 23.12.2005
საქმის ნომერი
2კ-487დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
23.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 487-დად 23 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე,დ. სულაქველიძე

განიხილა ადვოკატ გ.გ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 ნოემბრის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებულ მ. ჩ-ს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 5 ოქტომბრის განაჩენით მ. ჩ-ში ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,344-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებული მ.. ჩ. სასჯელს იხდის 2004წ. 15 აპრილიდან.

2004წ. 3 ნოემბერს მსჯავრდებულ მეჰმედ ა. ჩ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ.გ-მ შუამდგომლობით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 ნოემბრის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ადვოკატ გ.გ-ს შუამდგომლობა და მსჯავრდებულ მეჰმედ ა. ჩ-ს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ.გ კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და მსჯავრდებულ მეჰმედ ა. ჩ-ს პირობით ვადამდე განთავისუფლებას.

პროკურორი ი.დარჩიაშვილი მხარს უჭერს საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებული მეჰმედ ა. ჩ-ში სასჯელს იხდის 2004წ. 15 აპრილიდან. შეფარდებული სასჯელის 1/2 მოიხადა 2004წ. 15 ოქტომბერს. ამდენად, მას, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასჯელის 1/2 უკვე მოხდილი აქვს, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის დადებითად გადასაწყვეტად.

მსჯავრდებულ მეჰმედ ა. Oო-ი ჩ-ს თბილისის ¹.6 საპყრობილის ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად, როგორც მშვიდ პიროვნებას. მას მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. დანიშნული სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი _ 8 თვე და 8 დღე _ უკვე მოიხადა; მოსახდელი დარჩა 3 თვე და 23 დღე.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის გამოსწორებისათვის საჭირო არ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა და მიზანშეწონილად თვლის, რომ მეჰმედ ა. ჩ-ში პირობით ვადამდე გათავისუფლდეს დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე, 610-ე, 623-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ადვოკატ გ.გ-ს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 ნოემბრის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ მეჰმედ ა. ჩ-ს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

მსჯავრდებული მეჰმედ ა. ჩ-ში სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.

განჩინება შესასრულებლად გაეგზავნოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.