შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 23.12.2005
საქმის ნომერი
2კ-499დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
23.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 499-დად 23 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე,დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ ი. Oო-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 ნოემბრის დადგენილებაზე, რომლითაც უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 თებერვლის განაჩენით ი. ო ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 თვე _ და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 აპრილის განაჩენით ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს განაჩენი ი. ო-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ი.ო-ი სასჯელს იხდის 2002წ. 11 ივნისიდან.

2004წ. 3 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის ¹... საპყრობილის დირექტორმა წარდგინებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ ი.ო-ის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 ნოემბრის დადგენილებით წარდგინება არ დაკმაყოფილდა და მსჯავრდებულ ი. ო-ს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

მსჯავრდებული ი.ო. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივებით, რომ დანიშნული სასჯელის 3/4 უკვე მოიხადა და დაკისრებულ მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებს.

პროკურორი ი.დ. მხარს უჭერს საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებული ი. ო სასჯელს იხდის 2002წ. 11 ივნისიდან. შეფარდებული სასჯელის 3/4 მოიხადა 2004წ. 26 ოქტომბერს. ამდენად, მას, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასჯელის 3/4 უკვე მოხდილი აქვს, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის დადებითად გადასაწყვეტად.

მსჯავრდებულ ი.ო-ს დაწესებულების ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად. კერძოდ, დახასიათებაში მითითებულია, რომ ი.ო არის წყნარი ხასიათის; სამუშაოდ მიმაგრებულია მუშად; თავის მოვალეობას ასრულებს კეთილსინდისიერად; კარგი ურთიერთობა აქვს როგორც მსჯავრდებულებთან, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლებთან; შენიშვნებაზე რეაგირებს დადებითად; სარეჟიმო დარღვევებში შემჩნეული არ ყოფილა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი.ო-ის გამოსწორებისათვის საჭირო არ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა და მიზანშეწონილად თვლის, რომ ი. ო პირობით ვადამდე გათავისუფლდეს დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე, 610-ე, 623-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 ნოემბრის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ ი. Oო-ს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

მსჯავრდებული ი. Oო სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.

განჩინება შესასრულებლად გაეგზავნოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.