შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 512-დად 13 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ისაევი,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ ა. Lლ-ს კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 დეკემბრის დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ლ. ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის II ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც სასაჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მას დანიშნული სასჯელის მოხდა უმთავრდება 2005 წლის 3 დეკემბერს, ხოლო სასჯელის 2/3 ნაწილი მოიხადა 2004 წლის 3 დეკემბერს.
მსჯავრდებული ა. Lლ-. 2004 წლის 6 მაისიდან სასჯელს იხდის გეგუთის. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. აღნიშნული დაწესებულების ადმინისტრაცია მას ახასიათებს დადებითად, აღნიშნავს, რომ მას არა აქვს რეჟიმის დარღვევა, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დგას გამოსწორების გზაზე.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გეგუთის ¹... სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს, რომლითაც იშუამდგომლა მსჯავრდებულ ა. Lლ-ის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების თაობაზე.
სასამართლომ განიხილა წარდგინება და, არ დააკმაყოფილა რა იგი, 2004 წლის 9 დეკმებრის დადგენილებით უარი უთხრა მსჯავრდებულ ა. ლ-ს სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებაზე.
მსჯავრდებულმა ა. ლ. აღნიშნული სასამართლო დადგენილების თაობაზე კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს ამ დადგენილების გაუქმებასა და სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებას.
პალატის სხდომაზე განხილვისას გამოქვეყნდა კერძო საკასაციო საჩივრის შინაარსი და მოთხოვნა.
საქმის განხილვის პროცესში ა. ლ-ს ადვოკატმა _ ც. Bა-მა დააყენა შუამდგომლობა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების შესახებ იმ მოტივით, რომ იგი გეგუთის ¹... სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მიერ ხასიათდება დადებითად, არა აქვს რეჟიმის დარღვევა, ინანიებს დანაშაულს, მყარად დგას გამოსწორების გზაზე, ყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და მოხდილი აქვს სასჯელის 2/3 ნაწილი, რაც სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების აუცილებელი პირობაა.
პროცესში მონაწილე პროკურორმა ი. Dდ-მა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. ლ-ს ვადამდე პირობით სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ა. ლ-ის პირადი საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა პროკურორს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარეომოებათა გამო:
გეგუთის ¹.. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მსჯავრდებულ ა. ლ-ს თაობაზე შედგენილ დოკუმენტებში (დახასიათება, წარდგინება) აღნიშნული გარემოებები სავსებით აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც დაცული უნდა იყოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებისას, ამდენად, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს დადგენილებაში მითითებულ მოტივებს, კერძოდ, იმას, რომ მას დარჩენილი აქვს შეფარდებული სასჯელის საკმაოდ დიდი ნაწილი 11 თვე და 24 დღე და ჩადენილი აქვს საზოგადოებრივად საშიში ხასიათის დანაშაული, რის გამოც მსჯავრდებულ ა. ლ-ს უარი ეთქვა სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებაზე, პალატა არ მიიჩნევს ჯეროვან და დასაბუთებულ საფუძვლად.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 დეკემბრის დადგენილება უნდა გაუქმდეს, ხოლო მსჯავრდებული ა. ლ. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდეს ვადმდე პირობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. ლ-ს კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 დეკემბრის დადგენილება Mგეგუთის ¹... სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გაუქმდეს და მსჯავრდებული ა. ლ. გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.