საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 142-დად 5 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე და მომხსენებელი),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ი. გ-ს კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 5 აპრილის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ¹8 დაწესებულების დირექტორის წარდგინება ი.გ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 30 ოქტომბრის განაჩენით ი. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით და საბოლოოდ მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მსჯავრდებული ი.გ. სასჯელს იხდის 2003წ. 24 მარტიდან.
2005წ. 29 მარტს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ¹8 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს და ითხოვა ი. გ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება.
წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ 2005წ. 5 აპრილის დადგენილებით არ დააკმაყოფილა ¹8 დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება და ი. გ-ს უარი ეთქვა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე.
მსჯავრდებული ი. გ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას.
პროკურორმა ო. რ-მ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა სასამართლო დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, მოუსმინა პროკურორს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მართალია, მსჯავრდებულ ი.გ-ს მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის 1/2, რაც, თანახმად საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების აუცილებელი პირობაა, მაგრამ ამავე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია, პირობით ვადამდე გაათავისუფლოს მსჯავრდებული, თუ იგი მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.
ი. გ-ს პიროვნული მახასიათებლების, აგრეთვე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიში ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლომ მიზანშეუწონლად ჩათვალა ამ ეტაპზე სასჯელის მოხდისაგან მისი პირობით ვადამდე განთავისუფლება, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება და სასამართლოს დადგენილებას მიიჩნევს კანონიერად. ამდენად, საჩივრის მოთხოვნას დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულ ი.გ-ს პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ პალატა არ იზიარებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 5 აპრილის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ ი. გ-ს უარი ეთქვა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.