საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 129-აპ 26 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე (მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი
განიხილა ბათუმის რაიონული პროკურორის თანაშემწის _ ბ. მ-ს საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 25 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 22 დეკემბრის განაჩენში ა. კ-ს მიმართ შევიდა ცვლილება.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით ა. კ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 22 დეკემბრის დადგენილებით ა. კ-ს ბრალდების საქმე სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდების ნაწილში დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა ბათუმის საქალაქო პროკურორს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ა. კ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით ა. კ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან 2004 წლის ივლისში ქ. ბათუმის ზღვისპირა პარკში უცნობი პირისაგან პირადი მოხმარების მიზნით უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება _ გამშრალი მარიხუანა, რომლისგან ნაწილი მოიხმარა, ხოლო ნაწილს _ 5,68გრ ოდენობით უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, ქ. ბათუმი, ..., საიდანაც ამოღებულ იქნა 2004 წლის 18 ივლისს პოლიციის მუშაკების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
აღნიშნულ განაჩენში აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 25 თებერვლის განაჩენით სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება. კერძოდ, ა. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მოხდით. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
ბათუმის რაიონული პროკურორის თანაშემწე ბ. მ საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას.
პალატის სხდომაზე პროკურორმა პ. მ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ჯ. ქ-მ ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება ან მსჯავრდებულ ა. კ-ს მიმართ პირობითი სასჯელის გამოყენება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:საქმეზე შეკრებილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით სავსებით დადგენი.ა. კ-ს ბრალეულობა მასზე შერაცხულ დანაშაულში. გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო ნორმების დაცვით.
რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს მიერ ა. კ-სათვის განსაზღვრული სასჯელი აშკარად მსუბუქია, საკასაციო პალატა არ იზიარებს.
აჭარის ა/რ-ის უმაღლესმა სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა, რომ ა. კ არასრულწლოვანია, პირველად ედება ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ქმედებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ გააჩნია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო ა. კ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელი არ შეიძლება ჩაითვალოს აშკარად მსუბუქად და უკანონოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 25 თებერვლის განაჩენი ა. კ- მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.