საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 17.05.2005
საქმის ნომერი
2კ-24კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 24-კოლ 17 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულების _ მ. ქ-ს, მ. კ-ს, თ. თ-ს, ლ. ქ-ს, ბ. ა-ს, მსჯავრდებულ ო. ხ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. ბ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 27 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გასაჩივრებული განაჩენით:

1. ო. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში თანამდებობის 3 წლის ვადით დაკავების უფლების ჩამორთმევით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ, ო. ხ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში თანამდებობის 3 წლის ვადით დაკავების უფლების ჩამორთმევით;

2. მ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში თანამდებობის 2 წლის ვადით დაკავების უფლების ჩამორთმევით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ, მ. ქ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში თანამდებობის 2 წლის ვადით დაკავების უფლების ჩამორთმევით; სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, მ. ქ-ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, დაეკისრა ვალდებულება, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი; მასვე, სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 43-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის მოხდა დაეკისრა ძირითადი სასჯელისაგან დამოუკიდებლად;

3. ბ. ა-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში თანამდებობის 2 წლის ვადით დაკავების უფლების ჩამორთმევით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ, ბ. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში თანამდებობის 2 წლის ვადით დაკავების უფლების ჩამორთმევით; სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ბ. ა-ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, დაეკისრა ვალდებულება, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი; მასვე, სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 43-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის მოხდა დაეკისრა ძირითადი სასჯელისაგან დამოუკიდებლად;

4. მ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში თანამდებობის 2 წლის ვადით დაკავების უფლების ჩამორთმევით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ, მ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში თანამდებობის 2 წლის ვადით დაკავების უფლების ჩამორთმევით; სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, მ. კ-ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, დაეკისრა ვალდებულება, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი; მასვე, სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 43-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის მოხდა დაეკისრა ძირითადი სასჯელისაგან დამოუკიდებლად;

5. თ. თ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში თანამდებობის 2 წლის ვადით დაკავების უფლების ჩამორთმევით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ, თ. თ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში თანამდებობის 2 წლის ვადით დაკავების უფლების ჩამორთმევით; სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, თ. თ-ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, დაეკისრა ვალდებულება, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი; მასვე, სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 43-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის მოხდა დაეკისრა ძირითადი სასჯელისაგან დამოუკიდებლად;

6. ლ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში თანამდებობის 1 წლის ვადით დაკავების უფლების ჩამორთმევით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ, ლ. ქ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში თანამდებობის 1 წლის ვადით დაკავების უფლების ჩამორთმევით; სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ლ. ქ-ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, დაეკისრა ვალდებულება, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი; მასვე, სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 43-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის მოხდა დაეკისრა ძირითადი სასჯელისაგან დამოუკიდებლად;

ამავე საქმეზე მსჯავრდებულები არიან მ. ყ-ი და კ. მ-ა, რომლებიც განაჩენს საკასაციო წესით არ ასაჩივრებენ.

განაჩენით მ. ქ-ს, მ. კ-ს, თ. თ-ს, ლ. ქ-ს, ბ. ა-ს, ო. ხ-ს, მ. ყ-სა და კ. მ-ს მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ ჩაიდინეს ჯგუგური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, რამაც დაწესებულების მუშაობის შეფერხება გამოიწვია; მათვე, მოხელეებმა, ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩაიდინეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2004წ. 3 მარტს ქ. ზუგდიდში, ზემოხსენებულ სამმართველოში, მ. ქ-მ, მ. კ-მ, თ. თ-მ, ლ. ქ-მ, ბ. ა-მ, ო. ხ-მ, მ. ყ-მ და კ. მ-მ, მსახურობდნენ რა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს ოპერატიულ თანამშრომლებად, წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. კერძოდ, მას შემდეგ, რაც უშიშროების სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსად დაინიშნა თ. გ-ა, ზემოაღნიშნული ოპერატიული თანამშრომლები ცდილობდნენ, დაემცირებინათ და ღირსება შეელახათ თ. გ-თვის და ამ მიზნით, მასზე შეურაცხმყოფელი სიტყვებით საუბრობდნენ, მისი, როგორც სამმართველოს ხელმძღვანელის, დისკრედიტაციას ეწეოდნენ და მის სახელსა და ავტორიტეტს ლახავდნენ. თ. გ-ს პირადი ღირსების შეურაცხყოფის მიზნით, 2004წ. 3 მარტს, დილით, სამსახურში გამოცხადების შემდეგ, ზემოაღნიშნული პირები თ. გ-ს სახელის გამტეხ, ღირსების შემლახავ ინფორმაციას ავრცელებდნენ თანამშრომლებში. მათი ჯგუფური ორგანიზების შედეგად, რომელიც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და ხელისუფლების წარმომადგენელ თ. გ-ს კანონიერი მოთხოვნის აშკარა დაუმორჩილებლობასთან იყო დაკავშირებული, შეფერხდა ხსენებული სამმართველოს მუშაობა. ამასთანავე, თ. გ-ს, როგორც ხელმძღვანელს, არ ჰქონდა სამსახურში მისვლისა და სამსახურებრივი საქმიანობის ნორმალურ რეჟიმში განხორციელების შესაძლებლობა. მათ მიერ ჩადენილმა არამართლზომიერმა ქმედებამ არსებითად დაარღვა ფიზიკური პირის _ თ. გ-ს კანონიერი უფლებები და შეურაცხყო მისი პირადი ღირსება. ამასთანავე, არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, კერძოდ, შეილახა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და, შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს ავტორიტეტი.

მსჯავრდებულები _ მ. ქ-ი, მ. კ-ა, თ. თ-ა, ლ. ქ-ა და ბ. ა-ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.

მსჯავრდებულ ო. ხ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ბ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა ი. ბ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული ო. ხ-ა.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულებმა: მ. ქ-მ, მ. კ-მ, თ. თ-მ, ლ. ქ-მ და ბ. ა-მ აღნიშნეს, რომ მათ არ ჩაუდენიათ დანაშაული და ითხოვეს განაჩენის გაუქმება და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა.

პროკურორმა ლ. ქეშელაშვილმა კანონიერად მიიჩნია დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. გამოკვლეული მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად არის შეფასებული.

საქმეში არსებული მასალებით, დაზარალებულ თ. გ-ს ჩვენებებით; მოწმეების _ ი. ძ-ს, კ. ყ-ს, ზ. ლ-ს, თ. ზ-ს, გ. ნ-სა და სხვათა ჩვენებებით, საქმეში არსებული შპს “.....” და შპს “.....” ამოღებული წუთობრივი ანგარიშებითა და სხვა მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული რომ მსჯავრდებულებმა _ ო. ხ-მ, მ. ქ-მ, მ. კ-მ, თ. თ-მ, ლ. ქ-მ, ბ. ა-მ ჩაიდინეს ბრალად შერაცხული დანაშაული.

საქმის პირველი ინსტანციით განხილვისას სასამართლო კოლეგიამ დეტალურად გამოიკვლია საქმეზე წამოჭრილი ყველა გარემოება, განაჩენში სათანადო ახსნა მისცა არსებულ წინააღმდეგობებს და მიიღო სავსებით კანონიერი გადაწყვეტილება.

პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრების მითითებას განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, მათ ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. ამასთან მხედველობაში იქნა მიღებული მსჯავრდებულთა პიროვნების მახასიათებელი მონაცემები და ამის მიხედვით მათ განესაზღვრათ სასჯელი.

პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების _ ო. ხ-ს, მ. ქ-ს, მ. კ-ს, თ. თ-ს, ლ. ქ-ს, ბ. ა-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული, განაჩენი მათ მიმართ კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულებს _ მ. ყ-სა და კ. მ-ს, რომელთაც განაჩენი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, სრული მოცულობით შეამოწმა საქმე მ. ყ-სა და კ. მ-ს მიმართ და მიიჩნია, რომ დადგენილი განაჩენი მათ მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 27 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულების _ ო. ხ-ს, მ. ქ-ს, მ. კ-ს, თ. თ-ს, ლ. ქ-ს, ბ. ა-ს, მ. ყ-სა და კ. მ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.