განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 87-დად 6 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ ა. კ-ს საკასაციო საჩივარი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა წარდგინება მისი პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 დეკემბრის განაჩენით ა. კ-ს საქართველოს სსკ-ის 258-ე მუხლის მე-3 და 171-ე მუხლის პირველი ნაწილის ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2001წ. 13 სექტემბრიდან.
2003წ. 17 მარტს ქ. თბილისის ¹5 საპყრობილის დირექტორმა ა. ჯ-მა წარდგინებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სასჯელის მოხდისაგან ა. კ-ს პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. სასამართლოს 2003წ. 28 მარტის დადგენილებით წარდგინება არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ა. კ. ითხოვს პირობით ვადამდე სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას. აღნიშნავს, რომ აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები, სასჯელს იხდის კეთილსინდისიერად, რეჟიმის დარღვევები არა აქვს.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ო. რ-მ საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, მსჯავრდებულის პირადი საქმე, შეამოწმა სასამართლო დადგენილების კანონიერება და საჩივრის საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 მარტის დადგენილება ა. კ-ს მიმართ უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
ა. კ. სასჯელს იხდის 2001წ. 13 სექტემბრიდან და ამჟამად მოსახდელად დარჩენილი აქვს 1 წელსა და 5 თვეზე ნაკლები.
საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს რა იმ გარემოებებს, რომ ა. კ. ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითხოვს პატიებას, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები, თბილისის ¹5 საპყრობილის ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად, სასჯელის მოხდის პერიოდში რეჟიმის დარღვევები არ ჰქონია, თვლის, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 მარტის დადგენილება უნდა შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ ა. კ. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით, სსკ-ის 72-ე მუხლით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 მარტის დადგენილება შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ ა. კ. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.