კერძო საჩივარი

სისხლის სამართლის 22.07.2003
საქმის ნომერი
2კ-137დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
22.07.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

კ ე რ ძ ო გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 137-დად 22 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია

განიხილა დაზარალებულ ა. ს-ს, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების: შ. ფ-ს, მ. ა-ს, ხ. გ-ს კერძო საკასაციო საჩივრები ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 13 მაისის და 18 ივნისის დადგენილებებზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ამავე რაიონული პროკურატურის გამომძიებელ ზ. უ-ს 2003 წლის 17 აპრილის დადგენილება ც. მ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 14 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო განყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 3772-ე მუხლით ც. მ-ს მიმართ. საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო ვაკე-საბურთალოს და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონების სააღსრულებო ბიუროს მიერ მოკვლეული მასალები, სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრულებული მოვალეობების შეუსრულებლობის ფაქტთან დაკავშირებით.

2002 წლის 17 იანვარს საქმე გამოძიებისათვის წარმოებაში მიიღო ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის გამომძიებელმა ზ. უ-მ.

2002 წლის 8 აპრილს ც. მ-ს წარედგინა საქართველოს სსკ-ის 188-ე და 360-ე მუხლების პირველი ნაწილებით, 3772-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებები.

გამოძიებით ც. მ-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა არ დადგინდა, ამიტომ 2003 წლის 17 აპრილს გამომძიებლის მიერ გამოტანილ იქნა დადგენილება მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ _ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 13 მაისისა და 18 ივნისის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ც. მ-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ლ. ა-ს, დაზარალებულ ა. ს-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის შ. ფ- საჩივრები, ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის გამომძიებელ ზ. უ-ს 2003 წლის 17 აპრილის დადგენილების გაუქმების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2003 წლის 22 ივლისის განჩინებით, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 13 მაისის და 18 ივნისის დადგენილებები, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივრები _ ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის გამომძიებელ ზ. უ-ს 2003 წლის 17 აპრილის დადგენილების გაუქმებაზე _ ც. მ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, გააუქმა და საჩივრები სისხლის სამართლის საქმესთან ერთად ხელახალა განხილვისათვის დაუბრუნა იმავე რაიონულ სასამართლოს სხვა მოსამართლეს.

სასამართლო დადგენილებების გაუქმებას საფუძვლად დაედო მოსამართლეების _ ს. ც-ს და გ. გ-ს მიერ, ც. მ-სა და ადვოკატ ლ. ა-ს, დაზარალებულის ა. ს-ს და მისი ადვოკატის _ შ. ფ-ს საჩივრების სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობების არსებითი დარღვევით განიხილვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

ც. მ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ა-მა 2003 წლის 2 მაისს საჩივრით მიმართეს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს და მოითხოვეს ამავე რაიონული პროკურატურის გამომძიებლის, ზ. უ-ს მიერ 2003 წლის 17 აპრილის დადგენილების გაუქმება. საჩივარი იმავე დღეს განსახილველად გადაეცა მოსამართლე ს. ც-ს. იმავე წლის 8 მაისს ანალოგიური მოთხოვნით, სასამართლოს მიმართეს დაზარალებულმა ა. ს-მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შ. ფ-მ. მათი საჩივარი განსახილველად გადაეცა მოსამართლე გ. გ-ს. მოსამართლე ს. ც-მ 2003 წლის 13 მაისს ც. მ-ს და ადვოკატ ლ. ა-ს საჩივარი გამომძიებელ ზ. - 2003 წლის 17 აპრილის დადგენილების გაუქმებაზე, მართალია არ დააკმაყოფილა, მაგრამ დადგენილებაში შეიტანა ცვლილებები იმ მიმართებით, რომ დაუშვებლად ცნო საქართველოს სსკ-ის 188-ე და 360-ე მუხლით პირველი ნაწილის ბრალდების ეპიზოდებში მოპოვებული ყველა მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, საინჟინრო და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნები.

საჩივრის განხილვისას დაირღვა საქართველოს სსსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა _ სისხლის სამართლის პროცესის, მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის საფუძველზე განხორციელების შესახებ, მოსამართლე ს. ც-მ ისე განიხილა ც. მ-ს და ადვოკატ ლ. ა-ს საჩივარი, რომ სასამართლოს მისი განხილვის შესახებ დაზარალებულ _ ა. ს-სა და მისი ადვოკატისათვის არ უცნობებია, რის გამოც ისინი სასამართლო პროცესს არ დასწრებიან. აღნიშნულის გამო, დაზარალებულ ა. ს-ს არ მიეცა შესაძლებლობა ესარგებლა საქართველოს სსსკ-ის 69-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებებით _ მონაწილეობა მიეღო სასამართლო განხილვაში, წარედგინა მტკიცებულებები, გამოეკვლია პროცესის სხვა მონაწილის წარმოდგენილი მასალები, გამოსულიყო კამათში და ა.შ.

საქართველოს სსსკ-ის 563-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არსებითად ითვლება ამ კოდექსის მოთხოვნათა ისეთი დარღვევა, რომლებმაც შეზღუდეს პროცესის მონაწილეთა უფლებები, ხელი შეუშალეს საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვას, გავლენა მოახდინეს კანონიერი და სამართლიანი განაჩენის დადგენას.

მოცემულ შემთხვევაში მოსამართლე ს. ც-ს მიერ ც. მ-ს და მისი ადვოკატის _ ლ. ა-ს საჩივრების დაზარალებულ ა. ს-ს დაუსწრებლად განხილვამ, გამოიწვია ამ უკანასკნელის კანონით მინიჭებული უფლებების შეზღუდვა, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევაა და სსკ-ის 562-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საქართველოს სსსკ-ის 242-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლის დადგენილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება გასაჩივრდეს 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში, რომელიც საჩივარს განიხილავს 15 დღიან ვადაში სსსკ-ის 243-ე მუხლით დადგენილი წესით.

მოსამართლე ს. ც-მ, 2003 წლის 28 მაისს დაზარალებულ ა. ს-ს აღუდგინა რა მის მიერ მიღებული 2003 წლის 13 მაისის დადგენილების გასაჩივრების ვადა, კერძო საკასაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად არ გააგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო პალატაში, რის გამოც არ მოხდა იმ დროისათვის კანონით დადგენილი წესით მისი განხილვა.

2002 წლის 8 აგვისტოს დაზარალებულ ა. ს-სა და ადვოკატ შ. ფ-ს საჩივარი განსახილველად გადაეცა მოსამართლე გ. გ-ს. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო ც. მ-სა და ადვოკატ ლ. ა-ის საჩივრის განხილვის შედეგი, ასევე ისიც, რომ მოსამართლე ს. ციცვიძის მიერ გამოტანილი დადგენილება საკასაციო წესით იყო გასაჩივრებული, 2003 წლის 18 ივნისს, მან მაინც განიხილა ა. ს-სა და მისი ადვოკატის საჩივარი და გამოიტანა დადგენილება გამომძიებელ ზ. უ-ს 2003 წლის 17 აპრილის დადგენილების უცვლელად დატოვების შესახებ.

მოსამართლე გ. გ-ს უფლება აღარ ჰქონდა განეხილა საჩივრები და განმეორებით ემსჯელა გამომძიებელ ზ. უ-ს 2003 წლის 17 აპრილის დადგენილებაზე, რომელზედაც მოსამართლე ს. ც-ს უკვე ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება.

ვინაიდან, გამომძიებელი ზ. უ-ს 2003 წლის 17 აპრილის და მოსამართლე ს. ც-ს 2003 წლის 13 მაისის დადგენილებები დაზარალებულის მიერ გასაჩივრებული იყო საკასაციო წესით, საქართველოს სსსკ-ის 242-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატას შეეძლო მათი კანონიერების შემოწმება და გადაწყვეტილების მიღება.

პალატა თვლის, რომ მოსამართლეების გ. Gგ-სა და ს. ც-ს მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევით საჩივრების განხილვისა და უკანონო გადაწყვეტილებების მიღების შესახებ, უნდა ეცნობოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო განჩინება მოსამართლეების გ. Gგ-სა და ს. ც-ს მიერ საჩივრების განხილვისა დროს დაშვებულ დარღვევებზე რეაგირებისათვის წარედგინოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.