განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 04.09.2003
საქმის ნომერი
2კ-171დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.09.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 171-დად 4 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ზ. კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ¹ 2 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება მსჯავრდებულ ზ. კ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 თებერვლის განაჩენით ზ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის ”ა”, ”ბ” და ”გ” პუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სასჯელის მოხდა დაეწყო 2001წ. 24 ივნისიდან.

ქ. რუსთავის ¹2 დაწესებულების ადმინისტრაციამ წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ზ. კ-ს პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ¹2 დაწესებულების ადმინისტრაციის შუამდგომლობა და მსჯავრდებულ ზ. კ-ს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

მსჯავრდებული ზ. კ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ მოხდილი აქვს სასჯელის 2/3, ქ. რუსთავის ¹2 დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ხასიათდება დადებითად.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ო. რ-მ მხარი დაუჭირა მსჯავრდებულ ზ. კ-ს პირობით ვადამდე განთავისუფლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივები, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულმა ზ. კ-მ სასჯელის 2/3 მოიხადა 2003წ. 24 ივნისს, ქ. რუსთავის ¹2 დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ხასიათდება დადებითად, კეთილსინდისიერად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, სარეჟიმო დარღვევებში შემჩნეული არ არის, ზ. კ-ს მეგობრული ურთიერთობა აქვს გამოსწორების გზაზე მდგომ მსჯავრდებულებთან, კონფლიკტურ სიტუაციებში შემჩნეული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე და 610-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის დადგენილება შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებული ზ. კ. დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით განთავისუფლდეს.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.