საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 27.11.2003
საქმის ნომერი
2კ-100კოლ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.11.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 100-კოლ 27 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ ჯ. რ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. პ-ს, მსჯავრდებულ ლ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. გ-ს, მსჯავრდებულების: რ. მ-ს, რ. გ-ს, ზ. ქ-სა და ე. ს-ს საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 21 მაისის განაჩენზე, რომლითაც: 1. ჯ. რ. გამართლდა საქართველოს სსკ-ის 25,138-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”ქვეპუნქტითა და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ჯ. რ. ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლით, 25,138-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებით, 138-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით და ერთობლივად მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2003წ. 21 მაისიდან.

2. ზ. ქ. გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,138-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებით, 138-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

ზ. ქ. ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლით და შეეფარდა 10 წლით თავისფლების აღკვეთა და ამ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლებლის აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2003წ. 21 მაისიდან.

3. ე. ს. გამართლდა საქართველოს სსკ-ის 25,138-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებით, 138-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. ე. ს.E ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლით და შეეფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 2002წ. 11 აპრილიდან.

4. რ. გ., _ დაბადებული 1972 წელს, ქართველი, არასრული საშუალო განათლებით, უცოლშვილო, ნასამართლევი, ამჟამად პატიმარი, _ გამართლდა 25,138-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 138-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

რ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლითა და 25,138-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებით და ერთობლივად მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2002წ. 17 მარტიდან.

5. რ. მ. გამართლდა საქართველოს სსკ-ის 25,138-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით, 138-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. რ. მ-ს ქმედება სსკ-ის 109-ე მუხლის “ვ” და “თ” პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 119-ე მუხლზე.

რ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლით, 138-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებით და ერთობლივად განესაზღვრა 7 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

რ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2003წ. 21 მაისიდან.

6. ლ. დ. გამართლდა საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 109-ე მუხლის “ვ” და “თ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

ლ. დ.E ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებით და განესაზღვრა 9 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ლ. დ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2003წ. 21 მაისიდან.

ამავე საქმეზე მსაჯავრდებულია აგრეთვე ა. ა., რომელიც განაჩენს საკასაციო წესით არ ასაჩივრებს.

აღწერილობითი ნაწილი:

სასამართლო კოლეგიის განაჩენით დადგენილია შემდეგი:

ჯ. რ. 1998წ. 24 თებერვალს ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს მიერ გასამართლდა საქართველოს სსკ-ის მე-19, 150-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ზ. ქ. 1995წ. 7 სექტემბერს გასამართლდა თბილისის რეგიონული სამხედრო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით, 240-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებითა და 228-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ე. ს. 1999წ. 31 მაისს გასამართლდა ბაღდათის რაიონის სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რ. გ. 1998 წელის 17 დეკემბერს გასამართლდა ყვარლის რაიონის სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

რ. მ. 1999წ. 2 აპრილს გასამართლდა ქ. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ლ. დ.E 2000წ. 2 მარტს გასამართლდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულები: ჯ. რ., ზ. ქ., ა. ა., ე. ს., რ. გ., რ. მ. და ლ. დ.E სასჯელს იხდიდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის ¹7 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მათთან ერთად ამავე დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა მსჯავრდებული ნ. ა..

ჯ. რ-ს, ზ. ქ-ს, გ. ა-ს, ა. ა-ს, ე. ს-ს, რ. გ-ს, რ. მ-სა და ლ. დ-ს ეჭვი ჰქონდათ, რომ ნ. ა. ცდილობდა დაწესებულების ადმინისტრაციასთან დაახლოებას, ამ გზით მსჯავრდებულთა ბრიგადირობიდან ჯ. რ-ს გადაყენებასა და მისი თანამდებობის დაკავებას, რის გამოც მას ყოველგვარ სარეჟიმო წესების დარღვევაზე ადმინისტრაციასთან ინფორმაცია მიჰქონდა.

ბრიგადირი სხვა მსჯავრდებულებთან შედარებით პრივილეგიით სარგებლობდა და ხელმძღვანელობდა მათ სამეურნეო საქმიანობას.

2000წ. 3 ივლისს, დაახლოებით 23 საათზე, ჯ. რ-მა, ზ. ქ-მა, გ. ა-მ, ე. ს-მ, რ. გ-მა, რ. მ-მა და ა. ა-მა გადაწყვიტეს, შურისძიების მიზნით ეცემათ ნ. ა.. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ჯ. რ-ს მითითებით, მათ ნ. ა.E ძალადობით შეიყვანეს თავიანთ საცხოვრებელ კორპუსში და იატაკზე დააგდეს, რა დროსაც ჯ. რ-მა მას კეფაში 12 კოლოგრამიანი სამშენებლო ბლოკი ჩაარტყა, თავში კი პატარა მაგიდა დაარტყა, რის შემდეგ ჯ. რ-მა, ე. ს-მ, ზ. ქ-მა, რ. გ-მა, რ. მ-მა, გ. ა-მ და ა. ა-მა ხელებით, ფეხებით, სპეციალურად მომარჯვებული ხელკეტებითა და ნიჩბებით დაუწყეს ცემა. ცემის დროს ნ. ა-მ გონება დაკარგა. მოსულიერების მიზნით, ჯ. რ-ის მითითებით, ზ. ქ-მა და ე. ს-მ ნ. ა. წყლიან ავზში ჩააგდეს, შემდეგEკი მათ კვლავ გააგრძელეს ა-ს ცემა. მიღებული დაზიანებების შედეგად ნ. ა. იმყოფებოდა რა უმწეო მდგომარეობაში, ჯ. რ-მა ორგანიზება გაუკეთა მასთან სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას _ მისი წაქეზებით რ. გ-მა ნ. ა-ს შარვალი და ქვედა საცვალი გახადა, ხოლო ლ. დ-მ კი ჯერ კი უკანა ტანიდან, შედეგ კი პირის ღრუდან სქესობრივი კავშირი დაამყარა მასთან. ლ. დ-ს შემდეგ რ. მ-მა და ჯ. რ-მაც ნ. ა-სთან პირის ღრუდან დაამყარეს სქესობრივი კავშირი. ცემის დროს მიღებული სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებების შედეგად ნ. ა.E 4 ივლისს, დაახლოებით 4 საათზე, გარდაიცვალა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ ჯ. რ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. პ. ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ჯ. რ-ს გამართლებას, მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა. თვით ჯ. რ. ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დამატებით გამოძიებაში ან ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნებას.

მსჯავრდებულ ლ. დ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. გ. ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის ხელახალი განხილისათვის დაბრუნებას, მიუთითებს, რომ სასამართლო კოლეგიამ დაუსაბუთებლად უთხრა მათ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნაზე უარი მაშინ, როდესაც ამის საფუძველი საქმეში არსებობდა.

მსჯავრდებული რ. მ. საკასაციო საჩივრით ითხოვს, რომ დაზუსტდეს სასჯელის ათვლის თარიღი და მას სასჯელის ათვლა დაეწყოს 2000წ. 3 ივლისიდან.

მსჯავრდებული რ. გ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას, რათა ჩატარდეს ობიექტური გამოძიება, რის შემდეგაც გადაწყვიტონ მისი პასუხისმგებლობის საკითხი.

მსჯავრდებული ზ. ქ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას, რათა ჩატარდეს საქმის სრულყოფილი გამოკვლევა.

მსჯავრდებული ე. ს. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დამატებითი გამოძიებაში დაბრუნებას, მიუთითებს, რომ დამატებითი გამოძიებისას გამოკვლეული უნდა იქნეს ყველა გარემოება და ამის შემდეგ გადაწყდეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ჯ. რ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა ს. ს-მ და ი. პ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მათ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შესახებ. ადვოკატების მოსაზრებას და საჩივრის მოთხოვნას დაეთანხმა მსჯავრდებული ჯ. რ..

მსჯავრდებულ ზ. ქ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. წ-მ აღნიშნა, რომ ეთანხმება წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ. აღნიშნულს დაეთანხმა მსჯავრდებული ზ. ქ-ც.

ადვოკატებმა მ. ა-მ და ზ. ტ-მ ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები, მათ მხარი დაუჭირეს ე. ს-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შესახებ. თვით ე. ს-მაც მხარი დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას.

ადვოკატმა ი. ჯ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა მსჯავრდებულ რ. გ-ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. საჩივრის მოთხოვნას მხარი დაუჭირა თვით რ. გ-მაც.

ადვოკატებმა მ. ბ-მ და ფ. ვ-მა მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულ რ. მ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შესახებ. ამ მოთხოვნას დაეთანხმა მსჯავრდებული რ. მ..

ადვოკატმა რ. გ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული ლ. დ.

პროკურორმა ჯ. გ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან კანონიერად მიიჩნია მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა ყველა მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ. ასევე აღნიშნა, რომ საკასაციო პალატას შეუძლია დააზუსტოს მსჯავრდებულ რ. მ-ს სასჯელის მოხდის ათვლის თარიღი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდეგნილი საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ არ არსებობს კანონიერი საფუძველი განაჩენის გაუქმებისა და საქმის დამატებით გამოძიებაში ან სასამართლოში წარმართვისათვის.

პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი მსჯავრდებულ ჯ. რ-ს, ზ. ქ-ს, ე. ს-ს, რ. გ-ს, რ. მ-სა და ლ. დ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული, მათ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 566-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს, დაადგინოს ახალი ფაქტები ან დამტკიცებულად არ ჩათვალოს განაჩენსა თუ გასაჩივრებულ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტები.

მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციით განმხილველმა სასამართლო კოლეგიამ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და დადგენილად ჩათვალა ფაქტი მსჯავრდებულთა მონაწილეობისა დანაშაულის ჩადენაში, ამასთან, თითოეულის ქმედებას მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება.

პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულების: ჯ. რ-ს, ე. სირბილაძის, ზ. ქ-ს და რ. გ-ს საკასაციო საჩივრები ძალზე ზოგადია. ისინი აღნიშნავენ, რომ საქმე დაბრუნდეს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, თუმცა ვერ მიუთითებენ, თუ რა გარემოებები უნდა დადგინდეს ან რა საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი.

პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრების ასეთი ზოგადი მითითება არ შეიძლება განაჩენის გაუქმების საფუძველი გახდეს.

რაც შეეხება მსჯავრდებულ რ. მ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის მოხდის ვადის დაზუსტების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან რ. მ. და სხვა მსჯავრდებულები ეტაპირებული და შესახლებულ იქნენ საგამოძიებო ¹5 საპყრობილეში 2000წ. 11 ივლისს და ამ დღიდან უნდა დაეწყოთ მათ სასჯელის ათვლა.

პალატა ვერ გაიზიარებს ლ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მითითებას იმის შესახებ, რომ სასამართლო კოლეგიამ უსაფუძვლოდ უთხრა უარი მათ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნაზე. პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, ლ. დ-ს ჰქონდა გარკვეული ავადმყოფობა, მაგრამ აღნიშნული არ იძლეოდა საფუძველს, რათა მის მიმართ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა დანიშნულიყო, მით უმეტეს, იგი ადრე ჩადენილი დანაშაულისათვის იხდიდა სასჯელს, მაგრამ მისი შერაცხადობის საკითხი არ დამდგარა ეჭვის ქვეშ.

პალატა თვლის, რომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ლ. დ-ს პიროვნული მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით, მას განაჩენით შეფარდებული სასჯელი უნდა შეუმცირდეს 2 წლით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, ,,დ” ქვეპუნქტებითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ რ. მ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. მსჯავრდებულების: ჯ. რ-ს, ზ. ქ-ს, ე. ს-ს, რ. გ-სა და ლ. დ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 21 მაისის განაჩენი ჯ. რ-ის, ზ. ქ-ს, ე. ს-ს, რ. გ-სა და რ. მ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად. იგივე განაჩენი ლ. დ-ს მიმართ შეიცვალოს: მას განაჩენით შეფარდებული სასჯელი _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 2 წლით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულებს: რ. მ-ს, ლ. დ-ს, ჯ. რ-ს, ზ. ქ-ს, რ. გ-სა და ე. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყოთ მათი ¹5 საპყრობილეში ეტაპირებისა და შესახლების დღიდან, ესე იგი 2000წ. 15 ივლისიდან.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.