საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე ¹601აპ-11 17 იანვარი, 2012წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. თ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ნოემბრის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 მაისის განაჩენით ბ. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ზ. ა-ს კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტი) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 3500 ლარი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (პ. ჯ-ს კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტი) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 3500 ლარი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ზ. ბ-ს კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტი) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 3500 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I1 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ზ. ა-ს კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტი) დანიშნულ ძირითად სასჯელს _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთას _ დაემატა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ზ. ბ-ს კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტი) დანიშნული ძირითადი სასჯელის ნახევარი _ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (პ. ჯ-ს კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტი) დანიშნული ძირითადი სასჯელის ნახევარი _ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა _ 10500 ლარი. ბ. თ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 4 სექტემბრიდან.
ბ. თ-ს, როგორც სამოქალაქო მოპასუხეს, მოსარჩელე ზ. ბ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 30000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
ბ. თ-ს, როგორც სამოქალაქო მოპასუხეს, მოსარჩელე ზ. ა-ს სასარგებლოდ დაეკისრა 25000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
ბ. თ-ს, როგორც სამოქალაქო მოპასუხეს, მოსარჩელე პ. ჯ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 113000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ბ. თ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ ბ. თ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ბ. თ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ნოემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.