საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 10.02.2012
საქმის ნომერი
2კ-21აპ.-12
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.02.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე ¹21აპ-12 ქ. თბილისი

10 თებერვალი, 2012 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულების _ ბ. გ-ს, ა. ჩ-ს, ა. ა-სა და ა. ტ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენით:

ა. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით, 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 4000 ლარი. ა. ჩ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 20 მარტიდან.

ა. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 3000 ლარის ოდენობით, 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 3000 ლარის ოდენობით. ა. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 20 მარტიდან.

ა. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 3000 ლარის ოდენობით, 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 26 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 3000 ლარის ოდენობით. ა. ტ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 20 მარტიდან.

ბ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით, 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მას მიესაჯა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით. მასვე დაემატა 2010 წლის 22 ივნისის განაჩენით შეფარდებული პირობითი მსჯავრი _ 2 წელი, 6 თვე და ბ. გ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 24 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა _ 4000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 21 მარტიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ ა. ჩი-სათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მსჯავრდებულ ა. ა-სათვის _ სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მსჯავრდებულ ა. ტ-სათვის _ სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო მსჯავრდებულ ბ. გ-სათვის _ სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების _ ბ. გ-ს, ა. ჩ-ს, ა. ა-სა და ა. ტ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.