საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 01.03.2000
საქმის ნომერი
2კ-84საზ.-20000
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
01.03.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 84/საზ 1 მარტი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატამ ჯ. ყიფიანის

თავმჯდომარეობით პალატის მოსამართლეების: ი. ბიბილაშვილის, ნ. გვენეტაძის, ლ. კუპატაძის, მ. ქარსელაძის, დ. ჩიტლოვის შემადგენლობით

განიხილა ნ. ბ-ის საჩივარი ბ. ნ-ძის ბრალდების საქმეზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის დადგენილებისა და ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინების გადასინჯვის შესახებ.

საზედამხედველო პალატამ მოისმინა მოსამართლე ი. ბიბილაშვილის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით ბ. ნ-ძეს, საქართველოს სსკ 105-ე მუხლით, 238-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ერთობლივად მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. ბ. ნ-ძეს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან 1996 წლის 6 მარტს, ნასვამმა, დანით, რომელსაც სათანადო ნებართვის გარეშე ატარებდა, განზრახ მოკლა კ. ა-ძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართ-ლო კოლეგიის 1997 წლის 12 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა დიდუბის რაიონის სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენი და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას.

თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 3 თებერვლის განაჩენით ბ. ნ-ძეს იმავე კვალიფიკაციით შეეფარდა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართ-ლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 1998 წლის 23 მარტს კვლავ გააუქმა და საქმე განსახილველად ისევ დაუბრუნა იმავე სასამართლოს მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის საზედამხედველო პრო-ტესტის საფუძველზე, იმავე სასამართლოს პრეზიდიუმმა 1998 წლის 30 აპრილის დადგენილებით განაჩენი და სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განჩინება ბ. ნ-ძის მიმართ შეცვალა იმ მიმართულებით, რომ მას სასჯელი შეუმცირდა 3 წლამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატამ 1999 წლის 22 სექტემბრის დადგენილებით გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 30 აპრილის დადგენილება და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 23 მარტის განჩინება, რომლითაც გაუქმებული იყო თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 3 თებერვლის განაჩენი ბ. ნ-ძის მიმართ საქმის ხელმეორედ განხილვის მოთხოვნით.

წარმოდგენილ საჩივარში ნ. ბ-ე ითხოვს თბილისის სა-ქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმისა და ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 23 მარტის განჩინების გაუქმებას და თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 3 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

პალატამ მოისმინა პროკურორ გ. ხ-ის დასკვნა, რომელიც ითხოვს, რომ ნ. ბ-ის საჩივარს ეთქვას უარი უსაფუძვლობის გამო.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საჩივრის მოტივებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედა-მხედველო პალატამ 1999 წლის 22 სექტემბერს გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 30 აპრილის დადგენილება, როგორც უკანონო, რამდენადაც მას არ ჰქონდა უფლება, საკასაციო ინსტანციის მიერ უკვე გაუქმებულ, ფაქტობრივად, არარსებულ განაჩენში შეეტანა ცვლილება და ბ. ნ-ძისათვის სასჯელი შეემცირებინა 3 წლით.

ამავე დროს პალატამ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 23 მარტის განჩინება, რომლითაც გაუქმდა თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს იმავე წლის 3 თებერვლის განაჩენი ბ. ნ-ძის მიმართ და საქმე განსახილველად გადაეცა იმავე სასამართლოს მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას.

საზედამხედველო პალატის ამ გადაწყვეტილებით ამჟამად ნაწილობრივ უკვე დაკმაყოფილებულია ნ. ბ-ის საჩივარი, რომელიც ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 23 მარტის განჩინებასთან ერთად გაუქმდეს ამავე სასამართლოს პრეზიდიუმის დადგენილებაც.

რაც შეეხება ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 23 მარტის განჩნებას, პალატა თვლის, რომ მისი გაუქმების საფუძველი არარსებობს.

პალატას მიაჩნია, რომ ხსენებული განჩინებით, სწორად იქნა გაუქმებული დიდუბის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 3 თებერვლის განაჩენი, რამდენადაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა შესრულებული საკასაციო კოლეგიის მითითებები საქმის გარემოებათა სსსკ მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით გამოკვლევის შესახებ.

ამავე დროს საზედამხედველო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო კოლეგიის ზემოთ მითითებული განჩინებით დარღვეულია იმ დროს მოქმედი სსსკ 364-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომ სასამართლოს, რომელიც განიხილავს საქმეს საკასაციო წესით, უფლება არა აქვს დაადგინოს ან დამტკიცებულად ჩათვალოს განაჩენით დადგენილი, ან უარყოფილი ფაქტები, აგრეთვე, წინასწარ გადაწყვიტოს საკითხები ბრალდების დამტკიცების, ან დაუმტკიცებლობის შესახებ, ამა თუ იმ მტკიცებულების უტყუარობის, ან არაუტყუარობის და ზოგიერთ მტკი-ცებულებებთან შედარებით სხვა მტკიცებულებების უპირატესობის, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამა თუ იმ სისხლის სამართლის კანონის ან სასამართლო ღონისძიების გამოყენების შესახებ.

პალატა თვლის, რომ საქმის ხელმეორედ განხილვისას, სასამართლომ სრულყოფილად და ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სსსკ 496-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაადაგინოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი.

საზედამხედველო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 561-ე მუხლის „ა" პუნქტით, 599-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ბ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 23 მარტის განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 1999 წლის 23 სექტემბრის დადგენილებით ნ. ბ-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

საზედამხედველო პალატის დადგენილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.