საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
დასაშვებობის შესამოწმებლად საკასაციო
საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ
საქმე ¹478-აპ თბილისი
24 თებერვალი, 2012 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დავით სულაქველიძე
მოსამართლეები: მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. დ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ნ. ა-ისა და გ. ღ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2011 წლის 28 ივლისის განაჩენზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის განაჩენით ვ. დ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით; იმავე კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. დ-ეს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის მოხდა განესაზღვრა ქ. ბათუმის შპს რესპუბლიკურ-კლინიკურ ,,ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში” _ გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგ სასჯელის მოხდა გაუგრძელდება საერთო წესით. მასვე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2011 წლის 28 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება: მსჯავრდებული ვ. დ-ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო მისი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის მე-7 ნაწილზე და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რომლის მოხდა განესაზღვრა ქ. ბათუმის შპს რესპუბლიკურ-კლინიკურ ,,ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში”_ გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგ სასჯელის მოხდა გაუგრძელდება საერთო წესით. მასვე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს, ამიტომ წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული ამავე კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 5551-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ. დ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ნ. ა-ისა და გ. ღ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2011 წლის 28 ივლისის განაჩენზე მიღებულ იქნეს წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე ¹478-აპ თბილისი
2 მარტი, 2012 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დავით სულაქველიძე
მოსამართლეები: მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. დ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ნ. ა-ისა და გ. ღ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2011 წლის 28 ივლისის განაჩენზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის განაჩენით ვ. დ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით; იმავე კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. დ-ეს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის მოხდა განესაზღვრა ქ. ბათუმის შპს რესპუბლიკურ-კლინიკურ ,,ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში” _ გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგ სასჯელის მოხდა გაუგრძელდება საერთო წესით. მასვე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2011 წლის 28 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება: მსჯავრდებული ვ. დ-ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო მისი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის მე-7 ნაწილზე და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რომლის მოხდა განესაზღვრა ქ. ბათუმის შპს რესპუბლიკურ-კლინიკურ ,,ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში” _ გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგ სასჯელის მოხდა გაუგრძელდება საერთო წესით. მასვე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ვ. დ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ნ. ა-ისა და გ. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ვ. დ-ის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ. დ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ნ. ა-ისა და გ. ღ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2011 წლის 28 ივლისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.