საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 19.06.2012
საქმის ნომერი
2კ-174აპ.-12
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.06.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე ¹174აპ-12 ქ. თბილისი

ჟ-ა ზ. 174აპ-12 19 ივნისი, 2012 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულების _ ზ. ჟ-სა და პ. ბ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 დეკემბრის განაჩენით:

ზ. ჟ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და მას მიესაჯა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 21 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 წელი, 11 თვე და 1 დღე და ზ. ჟ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით, 5 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან.

პ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და პ. ბ-ს მიესაჯა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წელი, 5 თვე და 28 დღე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა. პ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან.

საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები, რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში, კერძოდ 12 ჩD უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით, მობილური ტელეფონი და მისი სამუხტი უნდა გადაეცეს სახელმწიფოს, ხოლო დანა განადგურდეს; ფულადი თანხა _ 200 ლარი, რომელიც ინახება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში უნდა გადაეცეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულების _ ზ. ჟ-სა და პ. ბ-სათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების _ ზ. ჟ-სა და პ. ბ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.